santaesperanza
ქართული ტრადიციული კერძები
ავტორი:  მ.სიმონიძე, ლ.ყირმელაშვილი ხალხური სამზარეულო, მასში გამოყენებული პროდუქტები, კერძების ტიპები და მათი მომზადების ტექნოლოგია ნათლად ასახავს ხალხის კულტურულ ისტორიას. ქართული სამზარეულო მრავალფეროვანია და რთულიც კი. იგი მოიცავს მრავალგვარი საკაზმისა და საწებლის, ნიგვზის, სუნელების და სხვადასხვა მცენარეების გამოყენების მთელ სისტემას. განუმეორებელია საქართველოს თითოეული კუთხისთვის...
17.9
ქეთოს და აჩოს ფორმულა 51
ავტორი:არჩილ ზამბახიძე, ქეთევან პაპავა. ავტორები ტელეკომპანია „ფორმულას“ დილის ეთერით მაყურებლებს ადვილად მოსამზადებელ და საინტერესო კერძებს უზიარებენ უსაზღვროდ საინტერესო ისაა, რომ პირდაპირი ეთერი ცოცხალი ორგანიზმია, არასოდეს იცი ზუსტად რამდენი დრო გაქვს მოსამზადებლად და როგორც წესი, მუდმივ ტონუსში ხარ, შესაბამისად, რეცეპტებიც ამ რეალობასაა მორგებული – მალ-მალე, ადვილად მოსამზადებელი და უდავოდ ძალიან გემრიელი! ექსპერიმენტულმა კულინარიულმა თავგადასავალმა ძალიან გაამართლა და ყველა კერძი ერთმანეთზე უკეთესი გამოვიდა, ამიტომ, ერთ მშვენიერ დღესაც, გადავწყვიტეთ, გამოგვეცა იმ რეცეპტების კრებული, რომელიც დილის ეთერში მომზადდა! საბოლოოდ შევარჩიეთ 51 კერძის უნიკალური ფორმულა და გიზიარებთ ფოტოებთან ერთად. ჩვენი სხვა წიგნებისგან განსხვავებით, სადაც სურათებში მთავარი აქცენტი კერძებზე კეთდებოდა, ახლა ობიექტივში ჩვეულებრივი ადამიანები მოვახვედრეთ, მათი ნამდვილი ემოციებითა და გულწრფელი გამომეტყველებით, და, რაც მთავარია, ეს ფოტოები, არც მეტი, არც ნაკლები – მობილური ტელეფონით გადავიღეთ იმის საილუსტრაციოდ, რომ მთავარია იდეის გჯეროდეს და შედეგზე ნებისმიერ შემთხვევაში გახვალ!
31.95
ხაჭაპური
საქართველოში ხორბალი და სხვა მარცვლეული კულტურები უძველესი დროიდან ხარობს. სწორედ ამიტომ ჩამოყალიბდა ჩვენში ცხობის კულტურის მდიდარი და მრავალფეროვანი ტრადიციები, რომელიც ქვეყნის ყველა კუთხეში ოდითგანვე განსაკუთრებულ რიტუალს წარმოადგენდა. ქართულ ღვეზლებში ყველაზე პოპულარული ხაჭაპურია. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში ხაჭაპურსა და ყველით დამზადებულ სხვა ცომეულს ყველთან ერთად კარტოფილი, ისპანახი, მოხარშული კვერცხი და სხვა ინგრედიენტები.
22.95