santaesperanza
პატაფიზიკა სცენაზე
პატაფიზიკა სცენაზე
პატაფიზიკა სცენაზე
პატაფიზიკა სცენაზე

პატაფიზიკა სცენაზე


14

ავტორი: ალფრედ ჟარი, გიიომ აპოლინერი

ფრანგულიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო ბაჩანა ჩაბრაძემ

დადაიზმის, სიურრეალიზმისა და აბსურდის თეატრის ინსპირატორის, ალფრედ ჟარის გროტესკული ფარსი "იუბიუ მეფე" პირველად 1896 წელს პარიზში დაიდგა. ავტორი მასში გამოწვევას, აბსურდს, სატირასა და შავ იუმორს ურევს. პიესის მთავარი გმირი, იუბიუ, სიხარბის, ძალადობისა და უგუნურების განსახიერებაა. ავტორი ზოგადად ტირანს აშარჟებს. ტექსტში პაროდირებულია შექსპირის ტრაგედიები და გვხვდება მინიშნებები მსოფლიო ლიტერატურისა და თეატრის არაერთ შედევრზე. ჟარი რაბლეს გროტესკსა და შექსპირის ტრაგიზმს აწყვილებს, ახალ ესთეტიკას, ახალ ენის ქმნის და სცენაზე პატაფიზიკა შემოჰყავს.

ალფრედ ჟარი თავისი ეპოქის ერთ-ერთი მთავარი ექსპერიმენტატორია გიიომ აპოლინერთან ერთად. მათ უჩვეულო, გაუთვალისწინებელი, გამონაკლისი გამოჰყავთ ავანსცენაზე. "ტირესიასის ჯიქნების" პრემიერა "იუბიუ მეფის" პრემიერიდან 21 წლის შემდეგ შედგა, თუმცა მასში დიდია ჟარის გავლენა. აპოლინერი მისგან იღებს კარნავალურობასა და ტოტალური სპექტაკლის იდეას. პიესას, ისევე როგორც ჟარის შემთხვევაში, წინ უძღვის ავტორის წინასიტყვაობა, რომელშიც ხელოვნების ისტორიაში პირველად გამოჩნდა ტერმინი "სიურრეალისტური". ავტორი ტირესიასის მითიური პერსონაჟითაა შთაგონებული და მოსახლეობის გამრავლების თემას ფემინისტურ-ანტიმილიტარისტულ ჭრილში ავითარებს.

ეს ამ პიესების პირველი ქართული თარგმანია.


გამომცემლობა
არილი
ფასი
14
წონა
0.169
ნანახია
881
გაზიარება: