მოგზაურობა აღმოსავლეთ ევროპაში
15
ავტორი: გაბრიელ გარსია მარკესი
მთარგმნელი: ელზა ახვლედიანი
გაბრიელ გარსია მარკესმა 1957 წელს აღმოსავლეთ ევროპაში იმოგზაურა და რამდენიმე თვის განმავლობაში შემოიარა აღმოსავლეთ გერმანია, ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი, საბჭოთა კავშირი და უნგრეთი.
„ქვეყნები, ისევე როგორც ქალები, სჯობს ახალგაღვიძებულზე ნახო“ – წერს ერთგან მარკესი და ყოფილ სოციალისტური ბანაკის ქვეყნებში ყოფნისას მუდმივად ცდილობს, ოფიციალური პროტოკოლით დადგენილ მარშრუტებს გაექცეს და უბრალო ადამიანებს გამოელაპარაკოს – პირადად მათგან და მათი ცხოვრების წესზე დაკვირვებით გაიცნოს უკეთ რკინის ფარდის მიღმა არსებული სამყარო.
ღია თვალებით დანახული ადუღებული პოლონეთი, უნგრელი ხალხის ანონიმური პროტესტი სახალხო აჯანყების ჩახშობიდან ერთი წლის შემდეგ, მოსკოვი – ყველაზე დიდი სოფელი მსოფლიოში და საბჭოთა კავშირში აკრძალული კაფკა, რომელიც სტალინის კარგი ბიოგრაფი იქნებოდა... – წაიკითხეთ დიდი კოლუმბიელი მწერლის სამოგზაურო წიგნში.
- გამომცემლობა
- ინტელექტი
- ფასი
- 15
- წონა
- 0.219
- ნანახია
- 877