santaesperanza
დავითი და გოლიათი
დავითი და გოლიათი

დავითი და გოლიათი


20

ავტორი: მალკოლმ გლედველი

მთარგმნელი: გიორგი არონია

 

 მალკომ გლედველი „ნიუ-იორკ თაიმსის“ ხუთი ბესტსელერის ავტორია. ის ხშირად წერს ჟურნალისთვის „ნიუ-იორკერი“. მის წიგნებს ამერიკულ უნივერსიტეტებში ასწავლიან მარკეტინგის, სოციოლოგიის, ისტორიის, პოლიტოლოგიისა და ფსიქოლოგიის ფაკულტეტებზე. გლედველი ასევე მოხვდა ჟურნალ „თაიმის“ 100 ყველაზე გავლენიან ადამიანთა შორის, როგორც ჩვენი დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საინტერესო მოაზროვნე.

გლედველის „დავითი და გოლიათი“ სრულიად მოულოდნელი წიგნია, ტექსტი, რომელიც კვებავს როგორც გონებას, ისე გულს. წიგნში თავმოყრილ ამბებს აერთიანებს იდეა,  რომ ხანდახან ნაკლოვანება უპირატესობაა და ხანაც პირიქით,  უპირატესობა - ნაკლია. თუმცა, ამ ამბებს კიდევ - რაღაც ისეთი აკავშირებს, რაც წარუშლელ შთაბეჭდილებას და გავლენას ახდენს მკითხველზე, და აღაფრთოვანებს მას.

„როცა ამ წიგნს კითხულობ, ისეთი განცდა გეუფლება, რომ მთებს გადადგამ, გოლიათებს მოერევი… ნამდვილად დამაინტრიგებელი და შთამაგონებელია“ - წერდნენ კრიტიკოსები.


გამომცემლობა
სეზან ფაბლიშინგი
ფასი
20
წონა
0.399
ნანახია
567
გაზიარება: