santaesperanza
აღზრდა აკრძალვების გარეშე (?!)
აღზრდა აკრძალვების გარეშე (?!)

აღზრდა აკრძალვების გარეშე (?!)


28

ავტორი: ქეთევან ოსიაშვილი

 

„წიგნში ,,აღზრდა აკრძალვების გარეშე (?!)“ ავტორი გვამოგზაურებს ბავშვის სამყაროში და განვითარების მრავალ ასპექტს ეხება, სადაც მკითხველს შესაძლებლობა აქვს შეჩერდეს მისთვის სენსიტიურ, მეტად საინტერესო საკითხზე.

მშობლები, აღმზრდელები, რომლებიც იყენებენ კონკრეტულ რეკომენდაციებს ბავშვებთან მუშაობის პროცესში ეხმარებიან შვილებს იგრძნონ თავი ღირსეულად, წარმატებულად, როგორც ემოციურ, ქცევით ისე შემეცნებით და სოციალურ სფეროში.

წიგნის ავტორს მიაჩნია, რომ მშობლებს შეუძლიათ მხარი დაუჭირონ  შვილის ჯანსაღ განვითარებას. ბავშვებს ესაჭიროებათ ბედნიერება, ზრდასრულებს კი შეუძლიათ ამის  უზრუნველყოფა.

ქეთევან ოსიაშვილის წიგნი ,,აღზრდა აკრძალვების გარეშე(?!)“  განკუთვნილია მშობლების, ფსიქოლოგების, პედაგოგების,  სტუდენტებისა და ბავშვის განვითარების ასპექტებით დაინტერესებულ მკითხველთა ფართო წრისთვის.“

ნინო ბუაძე, ფსიქოლოგი, „აზროვნების აკადემიის“ საბავშვო ბაღის ხელმძღვანელი


გამომცემლობა
აზროვნების აკადემია
ფასი
28
წონა
0.259
ნანახია
746
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები