santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
ბედთან მოთამაშე
ავტორი:  ბედთან მოთამაშე   „ბედთან მოთამაშე“ სოსო ყიფშიძის პირველი პროზაული კრებულია, რაც უკვე დიდი იშვიათობაა დებიუტანტ ავტორთა ტექსტებს შორის. შეიძლება ითქვას, რომ დღეს წერას ამგვარად ძალიან ცოტა იწყებს, ან თუ იწყებს, მცირე პროზას სამწერლო გზის ერთგვარ საფეხურად აღიქვამს ვრცელი რომანის შექმნამდე. შესაბამისად, თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში მოთხრობა ძალიან გაიშვიათდა, რის გამოც ამ ჟანრში თავის მოსინჯვა კიდევ უფრო მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო საქმედ იქცა. მოთამაშე, მეოცნებე და სევდიანი – სოსო ყიფშიძის მოთხრობების სათაურებიდან ამოკრეფილი სიტყვებით უნებურად იმ პერსონაჟის პორტრეტი იხატება, რომელმაც ავტორს შთააგონა, განცდილი, ნანახი თუ გაგონილი მხატვრულად დაემუშავებინა და მაინც ერთი კაცის თავგადასავლად ექცია. აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება უმეტესწილად ფარული ვნება, ძნელად გასამხელი სენია, რომლისგან განკურნება აღიარებით, განდობით, გულწრფელი საუბრით იწყება. შესაძლოა, ლუდომანიისგან თავდასაღწევად შემოქმედებითი წერაც ერთგვარი ხსნა იყოს, რადგან ის უპირველესად თეთრი ფურცლის, ანუ ყველაფრის თავიდან დაწყების შიშის დაძლევას გულისხმობს.   „მოთამაშისთვის ტყუილი განუყოფელი ნაწილია, ისევე, როგორც ბლეფი პოკერში.“ მიუხედავად იმისა, რომ კრებულის ყველაზე ვრცელი ტექსტი მთხრობელის ტყუილებზეა აგებული, პერსონაჟის აღსარებითი ტონი მოთხრობას, ნარატიული თვალსაზრისით, სანდო პირველი პირის ნაამბობად აქცევს. როდესაც ფურცლისთვის განდობილი წიგნად იქცევა, ავტორს აღარ სჭირდება იმის შეხსენება, რომ გარკვეულწილად მხატვრული პროზაც ფიქციაა, თუმცა უფრო ნაღდი, ვიდრე რეალური ცხოვრება. ლიტერატურულ თამაშში კი მოგებული მხოლოდ ის არის, ვინც შეძლო და ბოლომდე ამოთქვა.“ – რუსუდან რუხაძე
11.95
ბედის მწერლები
ავტორი: მერაბ რატიშვილი     რომანი "ბედის მწერლები" მოგვითხრობს უძველესი ქართველური ტომებისა და სამეფოების კავშირ-ურთიერთობებს, მათ მნიშვნელოვან ადგილს ადამის მოდგმის განვითარებაში და წინარე ცივილიზაციის შემორჩენილ არსებებთან, იგივე ხვთისშვილებთან თანაცხოვრების ისტორიას, ძვ.წ. II  ათასწლეულის შუა საუკუნეებში.
13.95
ბედნიერების ხელოვნება
სერია: ლურჯი ოკეანე ბედნიერებისკენ ყოველი ჩვენგანი ისწრაფვის, მაგრამ იყო ბედნიერი, იოლი როდია. ხშირად ბედნიერების განცდაში წვრილმანი და უმნიშვნელო ფაქტორები გვიშლის ხელს. ზოგჯერ რაღაცას ვკარგავთ და მხოლოდ მაშინ ვიგებთ, რომ ბედნიერები ვყოფილვართ, უბრალოდ ვერ ვხედავდით და ვერ ვაფასებდით. ეს წიგნი სწორედ "ბედნიერების ხელოვნებას" გვასწავლის. ამ წიგნის თითოეული თავი დაგვეხმარება პოზიტიური აზროვნების გამომუშავებაში, ჩვენი ქვეცნობიერის სიღრმეებში ჩაწვდომაში. ასევე, სტრესული სიტუაციების დროს ემოციების მართვასა შინაგანი რესურსების ეფექტიანად გამოყენებაში. ეს ყველაფერი დაგვეხმარება, გავიაზროთ ბედნიერება.
14.95
ბედნიერი სიკვდილი
ავტორი: ალბერ კამიუ მთარგმნელი: გიორგი ეკიზაშვილი გამომცემლობა: აგორა
16.9
ბედუინი
ავტორი: ნეფერტარი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
14.9
ბელგრადის ბიოგრაფია
მილორად პავიჩი თარგმნა გურამ გოგიაშვილმა   რა არის ის, რაც ბელგრადს, ამ უძველეს ქალაქს, სხვა ქალაქთაგან გამოარჩევს, ან უფრო სწორედ – რის გამოა ის ასე საინტერესო მილორად პავიჩისათვის, გარდა იმისა, რომ მშობლიური ქალაქია და მისი ცხოვრების ყველა ეპიზოდიც ამ ქალაქს უკავშირდება?   ამ წიგნში არის ისტორიაც, გროტესკიც, უფრო კი ფარული სევდა და სინანული, რომლითაც გამსჭვალულია თხრობის მანერაც და ცალკეული პასაჟებიც; ამ წიგნში ყველას თავისი ბელგრადის წარმოდგენა შეუძლია, „ყველაზე ლამაზ ადგილას გაშენებული ყველაზე მახინჯი ქალაქისა“, რომელსაც წარსული უფრო აქვს, ვიდრე აწმყო, თუმცა მისი შეცნობა და დანახვა ადამიანურ ძალთა შინაგანი, უხილავი პლასტებითაა შესაძლებელი.
11.95
ბელზებელი
ავტორი:  ელენე ჯაფარიძე   რომანი „ბელზებელი“ ერთ პატარა, მიყრუებულ დაბაში მცხოვრები ადამიანების შესახებ მოგვითხრობს. დროის სხვადასხვა პერიოდში ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი ამბავი ვითარდება – 13 წლის არჩის, რომელიც მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრიდან გარბის და ახალგაზრდა ნელის, რომელსაც თავისი ინგლისურის მასწავლებელი უყვარდება.   რომანი „ბელზებელი“ ოცნებებსა და უკიდეგანოდ ძლიერ შიშზეა. შიშზე, რომელიც ყველგან და ყველაშია და დაბრკოლებებს უქმნის მთავარ გმირებს ბედნიერების მოპოვებაში. მოახერხებენ თუ არა ისინი თავი დააღწიონ შიშის მარწუხებს? საკუთარ თავში და გარემოში მყოფი ბელზებელი დაამარცხონ? თუ სამუდამოდ დაემშვიდობებიან იმედს და ბელზებელის უსასრულო ტყვეობაში აღმოჩნდებიან? რომანი „ბელზებელი“ ერთ პატარა, მიყრუებულ დაბაში მცხოვრები ადამიანების შესახებ მოგვითხრობს. დროის სხვადასხვა პერიოდში ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ორი ამბავი ვითარდება – 13 წლის არჩის, რომელიც მიუსაფარ ბავშვთა თავშესაფრიდან გარბის და ახალგაზრდა ნელის, რომელსაც თავისი ინგლისურის მასწავლებელი უყვარდება.   რომანი „ბელზებელი“ ოცნებებსა და უკიდეგანოდ ძლიერ შიშზეა. შიშზე, რომელიც ყველგან და ყველაშია და დაბრკოლებებს უქმნის მთავარ გმირებს ბედნიერების მოპოვებაში. მოახერხებენ თუ არა ისინი თავი დააღწიონ შიშის მარწუხებს? საკუთარ თავში და გარემოში მყოფი ბელზებელი დაამარცხონ? თუ სამუდამოდ დაემშვიდობებიან იმედს და ბელზებელის უსასრულო ტყვეობაში აღმოჩნდებიან?
17.5
ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის #1
ავტორი: გიორგი გურჯიევი მთარგმნელი : გია ბერაძე გიორგი ივანეს ძე გურჯიევი – თეოსოფი, აღმოსავლური ოკულტიზმის მიმდევარი, ქრისტიანული მისტიკურ-ანთროპოლოგისტური მოძღვრების ავტორი. ბევრს მოგზაურობდა მსოფლიოში. წლების მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. მის კალამს ეკუთვნის არაერთი ეზოთერული ნაშრომი. ავტორის წიგნი – „ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის“, წარმოადგენს მის მთავარ ნაშრომს, რომელიც მისი სხვა წიგნებისგან განსხვავებით რომლებიც მისმა მოწაფეებმა გურჯიევის მიერ სხვადასხვა წლებში/ქვეყნებში ჩატარებული ლექციებისგან შეადგინეს, ავტორმა „ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის“ თვითონ დაწერა.  ავტორი მისი იდეების, შეხედულებებისა თუ აზრების გაცნობით დაინტერესებულ ადამიანებს რეკომენდაციას აძლევდა რომ პირველი წიგნი რაც მათ უნდა წაეკითხათ, იყო – „ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის“.
28
ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის #2
ავტორი: გიორგი გურჯიევი მთარგმნე გიორგი ივანეს ძე გურჯიევი – თეოსოფი, აღმოსავლური ოკულტიზმის მიმდევარი, ქრისტიანული მისტიკურ-ანთროპოლოგისტური მოძღვრების ავტორი. ბევრს მოგზაურობდა მსოფლიოში. წლების მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. მის კალამს ეკუთვნის არაერთი ეზოთერული ნაშრომი. ავტორის წიგნი – „ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის“, წარმოადგენს მის მთავარ ნაშრომს, რომელიც მისი სხვა წიგნებისგან განსხვავებით რომლებიც მისმა მოწაფეებმა გურჯიევის მიერ სხვადასხვა წლებში/ქვეყნებში ჩატარებული ლექციებისგან შეადგინეს, ავტორმა „ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის“ თვითონ დაწერა.  ავტორი მისი იდეების, შეხედულებებისა თუ აზრების გაცნობით დაინტერესებულ ადამიანებს რეკომენდაციას აძლევდა რომ პირველი წიგნი რაც მათ უნდა წაეკითხათ, იყო – „ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის“. ლი : ვაჟა ნარიმანიძე  
28
ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის (ნაწილი მეორე)
ავტორი : გიორგი გურჯიევი   „ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის“ წარმოადგენს პირველ ნაწარმოებს ბატონი გიორგი გურჯიევის ტრილოგიისა „ყველა და ყველაფერი“. აგრეთვე, ეს უკანასკნელი მოიცავს ნაწარმოებებს, როგორიცაა – „შეხვედრები შესანიშნავ ადამიანებთან“ და „ცხოვრება რეალურია მხოლოდ მაშინ, როცა „მე ვარ““. „ყველა და ყველაფრის“ დასაწყისში გიორგი გურჯიევი აღნიშნავს, რომ წიგნის მიზანია მკითხველს დაანახოს, „გამანადგურებლად, უმოწყალოდ, ყოველგვარი კომპრომისის გარეშე, მკითხველის მენტალობასა და გრძნობებში საუკუნეების განმავლობაში ფესვგადგმული რწმენები და წარმოდგენები ამ სამყაროში არსებული ყოველივეს შესახებ“. ნაწარმოებში გამოყენებულია ე.წ. ჩარჩოებიანი ხერხი მხატვრული წერის მანერისა – არამიწიერი არსების, ბელზებელის (რომელიც ატარებს ამავე სახელის მქონე დემონის სახელწოდებას) ჩაფიქრებები და სხვადასხვა ისტორიები. თავს გადახდენილ ამბებს ბელზებელი უყვება თავის შვილიშვილ ჰასეინს, რომელთან ერთადაც ხომალდ „კარნაკით“ მოგზაურობს კოსმოსში თავისი მშობლიური პლანეტის (კარატაზი) მიმართულებით. ბელზებელი დეტალურად აღწერს ისტორიებს, ადათ-წესებს, ჩვეულებებს, კულტურასა თუ ფსიქოლოგიას ადამიანური არსებების შესახებ. ისტორია ალეგორიულად გამოხატავს ავტორის მიერ თავისებურად აღქმული ადამიანური ყოფიერების, მდგომარეობისა და პირობების განმარტებას. ნაწარმოების პროტაგონისტი პერსონაჟი გვიყვება დედამიწაზე  არაერთი სტუმრობის შესახებ, სადაც მას გარკვეული შეხედულებები ჩამოუყალიბდა კაცობრიობაზე. მისი ეს აღნიშნული ნარატივი მთელ ნაწარმოებში მიჩნეულია, როგორც ერთგვარი ახსნა-განმარტება ბატონი გურჯიევის ფილოსოფიური მსოფლმხედველობისა. წინამდებარე წიგნი განკუთვნილი გახლდათ გურჯიევის „მეოთხე გზის“ სწავლებისათვის, როგორც ერთ-ერთი მთავარი სასწავლო ინსტრუმენტი. „ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის“ შესულია ბრიტანელი პოეტისა და ბიოგრაფის მარტინ სეიმურ სმიტის ნაწარმოებთა სიაში „100 ყველაზე გავლენიანი წიგნი, რაც კი ოდესმე დაწერილა“, ავტორისეული კომენტარითურთ: ყველაზე სარწმუნო შერწყმა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფიქრებისა... გამომცემლობის რეკომენდაციაა რომ მკითხელი გიორგი გურჯიევის შემოქმედებას გაეცნოს შემდეგი თანმიმდევრობით: 1. ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის, 2. შეხვედრები შესანიშნავ ადამიანებთან, 3. ცხოვრება რეალურია მხოლოდ მაშინ, როცა „მე ვარ“, 4. გრძნეულთა ბრძოლა, 5. დანახული რეალური სამყაროდან.
55
ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის (ნაწილი პირველი)
ავტორი : გიორგი გურჯიევი   „ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის“ წარმოადგენს პირველ ნაწარმოებს ბატონი გიორგი გურჯიევის ტრილოგიისა „ყველა და ყველაფერი“. აგრეთვე, ეს უკანასკნელი მოიცავს ნაწარმოებებს, როგორიცაა – „შეხვედრები შესანიშნავ ადამიანებთან“ და „ცხოვრება რეალურია მხოლოდ მაშინ, როცა „მე ვარ““. „ყველა და ყველაფრის“ დასაწყისში გიორგი გურჯიევი აღნიშნავს, რომ წიგნის მიზანია მკითხველს დაანახოს, „გამანადგურებლად, უმოწყალოდ, ყოველგვარი კომპრომისის გარეშე, მკითხველის მენტალობასა და გრძნობებში საუკუნეების განმავლობაში ფესვგადგმული რწმენები და წარმოდგენები ამ სამყაროში არსებული ყოველივეს შესახებ“. ნაწარმოებში გამოყენებულია ე.წ. ჩარჩოებიანი ხერხი მხატვრული წერის მანერისა – არამიწიერი არსების, ბელზებელის (რომელიც ატარებს ამავე სახელის მქონე დემონის სახელწოდებას) ჩაფიქრებები და სხვადასხვა ისტორიები. თავს გადახდენილ ამბებს ბელზებელი უყვება თავის შვილიშვილ ჰასეინს, რომელთან ერთადაც ხომალდ „კარნაკით“ მოგზაურობს კოსმოსში თავისი მშობლიური პლანეტის (კარატაზი) მიმართულებით. ბელზებელი დეტალურად აღწერს ისტორიებს, ადათ-წესებს, ჩვეულებებს, კულტურასა თუ ფსიქოლოგიას ადამიანური არსებების შესახებ. ისტორია ალეგორიულად გამოხატავს ავტორის მიერ თავისებურად აღქმული ადამიანური ყოფიერების, მდგომარეობისა და პირობების განმარტებას. ნაწარმოების პროტაგონისტი პერსონაჟი გვიყვება დედამიწაზე  არაერთი სტუმრობის შესახებ, სადაც მას გარკვეული შეხედულებები ჩამოუყალიბდა კაცობრიობაზე. მისი ეს აღნიშნული ნარატივი მთელ ნაწარმოებში მიჩნეულია, როგორც ერთგვარი ახსნა-განმარტება ბატონი გურჯიევის ფილოსოფიური მსოფლმხედველობისა. წინამდებარე წიგნი განკუთვნილი გახლდათ გურჯიევის „მეოთხე გზის“ სწავლებისათვის, როგორც ერთ-ერთი მთავარი სასწავლო ინსტრუმენტი. „ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის“ შესულია ბრიტანელი პოეტისა და ბიოგრაფის მარტინ სეიმურ სმიტის ნაწარმოებთა სიაში „100 ყველაზე გავლენიანი წიგნი, რაც კი ოდესმე დაწერილა“, ავტორისეული კომენტარითურთ: ყველაზე სარწმუნო შერწყმა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფიქრებისა... გამომცემლობის რეკომენდაციაა რომ მკითხელი გიორგი გურჯიევის შემოქმედებას გაეცნოს შემდეგი თანმიმდევრობით: 1. ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის, 2. შეხვედრები შესანიშნავ ადამიანებთან, 3. ცხოვრება რეალურია მხოლოდ მაშინ, როცა „მე ვარ“, 4. გრძნეულთა ბრძოლა, 5. დანახული რეალური სამყაროდან.
55
ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის (წიგნი IV)
ავტორი: გიორგი გურჯიევი მთარგმნელი: ვაჟა ნარიმანიძე გიორგი ივანეს ძე გურჯიევი – თეოსოფი, აღმოსავლური ოკულტიზმის მიმდევარი, ქრისტიანული მისტიკურ-ანთროპოლოგისტური მოძღვრების ავტორი. ბევრს მოგზაურობდა მსოფლიოში. წლების მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. მის კალამს ეკუთვნის არაერთი ეზოთერული ნაშრომი. ავტორის წიგნი – „ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის“, წარმოადგენს მის მთავარ ნაშრომს, რომელიც მისი სხვა წიგნებისგან განსხვავებით რომლებიც მისმა მოწაფეებმა გურჯიევის მიერ სხვადასხვა წლებში/ქვეყნებში ჩატარებული ლექციებისგან შეადგინეს, ავტორმა „ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის“ თვითონ დაწერა.  ავტორი მისი იდეების, შეხედულებებისა თუ აზრების გაცნობით დაინტერესებულ ადამიანებს რეკომენდაციას აძლევდა რომ პირველი წიგნი რაც მათ უნდა წაეკითხათ, იყო – „ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის“.  
28
ბემბი - მოძრავი ნახატებით
ილუსტრირებული, სამგანზომილებიანი წიგნი პატარებისთვის.
11.95
ბერენი და ლუთიენი
ავტორი: ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი სერია: პორტალი მთარგმნელი: გიორგი გომართელი ბედისწერა ბერენისა და ლუთიენის სიყვარულს ემუქრება! ასე ხდება, როცა შეყვარებულთაგან ერთი მოკვდავი ადამიანია, მეორე კი მშვენიერი უკვდავი ელფი, ხოლო მამას, ელფთა დიდებულ მბრძანებელს, შვილის რჩეული თვალში არ მოსდის. ბედის გადაწერა კიმხოლოდ დიდი განსაცდელის დათმენით, შეუსრულებლის შესრულებითაა შესაძლებელი. და აი, დავალებაც ლუთიენის მამისაგან ბერენს: მხოლოდ იმ შემთხვევაში მიათხოვებს ასულს, თუკი...
19.95
ბერძნულ-რომაული მითები
ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე; მაკა მიქელაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა     მითები ახალი არ არის, ამიტომ, შესაძლოა, უკვე არაერთი მითოლოგიური წიგნი წაგიკითხავს და იცი, რომ ჭექა-ქუხილის ღმერთი ზევსია, სიყვარულისა – აფროდიტე, სიბრძნისა – ათენა, ომისა – არესი… მაგრამ ის თუ იცი, როგორ გაჩნდა სიყვარულის ყვავილი ვარდი? როგორ დაარსდა ულამაზესი ქალაქი რომი და ვინ ან რამ იხსნა იგი განადგურებისგან? როგორ გაჩნდა ფარშავანგი და რატომ ტირის ტირიფი? წაიკითხე ეს პატარა, საინტერესო ამბები ღმერთების, გმირებისა და უბრალო მოკვდავების შესახებ და ყველა ამ კითხვაზე პასუხი გეცოდინება.
8.9
ბერძნულ-რომაული მითები
ავტორი: ჯემალ ქარჩხაძე, მაკა მიქელაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა გამომცმელობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
8.9
ბესტსელერი
ავტორი: ბექა ადამაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
10.9
ბეტმენი: ბნელი რაინდი ბრუნდება
ავტორი: ფრენკ მილერი მთარგმნელი: ნიკა სამუშია გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
21.9
ბეტმენი: სასიკვდილო ხუმრობა
ავტორი: ალან მური, ბრაიან ბოლანდი მთარგმნელი: მიხეილ ციხელაშვილი, ტაო ჭალიძე, ლუკა გრიგოლია გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
11.9
ბეტონების იქით
ავტორი: მათე ბაღაშვილი   "ბეტონების იქით" - „ბეტონების იქით“ ავტობიოგრაფიული ფაქტებითა და ილუზიებით ნაკარნახები ნაწარმოებია და ის გარეუბნელი ბიჭის ამბავს გვიყვება _ მის მეხსიერებაში ჩარჩენილ ყველაზე მძაფრ და მნიშვნელოვან თავგადასავლებს. ამბავი გეტოში ცხოვრების თავისებურებებზე, იქ დამკვიდრებულ სოციალურ-კულტურულ ღირებულებებზეა. შეუცნობლისადმი შიშზეა, აკრძალულ სამყაროზეა, რომლისგანაც ბიჭს ბეტონის გრძელი კედელი ყოფს. და რა ხდება მაშინ, თუ ბუნდოვანების გაფანტვის, კითხვებზე პასუხების მიღების, შიშის დაძლევისა და წარსულის ტყვეობისგან თავის დაღწევის ერთადერთ საშუალებად ბეტონის კედლის გადალახვას მიიჩნევ?
11.95
ბეჭდის საძმო - ბეჭდების მბრძანებელი #1
ავტორი: ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი სერია: პორტალი მთარგმნელი: ნიკა სამუშია უძველეს დროში ელფმა მჭედლებმა ჯადოსნური ბეჭდები დაამზადეს, ხოლო საურონმა, ბნელმა მეუფემ, ძალაუფლების ბეჭედი გამოჭედა და მასში საკუთარი ძალა ჩააქსოვა, რათა მისი მეშვეობით სხვა ბეჭდები ემართა. მაგრამ საურონს ძალაუფლების ბეჭედი წაართვეს და თუმცა მთელ შუახმელეთში ეძებდა, ვერსად იპოვა.მრავალი საუკუნის შემდეგ, როგორც ,,ჰობიტშია" მოთხრობილი, ბეჭედი ბილბო აბგელს ჩაუვარდა ხელში. ასე იწყება ჯ.რ.რ. ტოლკინის კლასიკური ამბავიმ რომელიც ,,ორ ციხე-კოშკსა" და ,,მეფის დაბრუნებაში" გრძელდება.
25
ბზობა
ავტორი: თინათინ გოგოჩაშვილი ილუსტრატორი: შოთა თეთრაძე გამომცემლობა: ხრონიკონი ენა: ინგლისური/ქართული ყდა: მაგარი
20
ბიბლია ბავშვებისთის
ბიბლია ბავშვებისათვის - მომზადებულია იაკობ გოგებაშვილის „საღმრთო ისტორიის" და "ახალი აღთქმის" აკადემიური ტექსტის მიხედვით. ეს შესანიშნავი საბავშო გამოცემა ილუსტრირებულია „გელათის ოთხთავის“, „ჯრუჭის ფსალმუნის“ და „ყანჩაეთის გულანის“ მინიატურებით. წიგნი დაიბეჭდა უწმიდესისა და უნეტერესის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით.
50
ბიბლიური ამბები
ასაკი: 3+ ამ წიგნში თავმოყრილი ლექსებითა და ფერადი ილუსტრაციებით ყველაზე ცნობილი ბიბლიური ამბებია გადმოცემული. მათი საშუალებით ბავშვი გაიცნობს ნოეს, მოსეს, კეთილ სამარიტელს, დავითსა და გოლიათს; და გაიგებს ქრისტეს შობისა და აღდგომის შესახებ. სერია: ითამაშე და ისწავლე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
15.9