santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
აბრეშუმის გზა
ავტორი: ბესო ხვედელიძე სერია: რჩეული მოთხრობები გამომცემლობა:  ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
11.9
აბრეშუმის ჭია
ავტორი: რობერტ გელბრეითი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე სერია: TOP თრილერი   "აბრეშუმის ჭია" დეტექტივ კორმორან სთრაიქზე დაწერილი რომანების მეორე წიგნია. დაძაბული სიუჟეტითა და საინტერესო გმირებით. რომანი 2014 წელს გამოვიდა და მაშინვე მოექცა ბესტსელერების სიის სათავეში. ოუენ ქუაინის გაუჩინარების შემდეგ მისი ცოლი კერძო დეტექტივს, კორმორან სთრაიქს დაიქირავებს, რადგან ფიქრობს, რომ მისი მწერალი მეუღლე მორიგი თავგადასავლის ძიებაშია და ოჯახს ემალება.ჩამაფიქრებელი ისაა, რომ ოუენ ქუაინთან ერთად გაუჩინარდა მისი ბოლო რომანის ხელნაწერიც...
15
აგვისტოს ნათელი
ავტორი: უილიამ ფოლკნერი მთარგმნელი: ზაზა ჭილაძე  ფოლკნერს ბევრჯერ აღუნიშნავს, რომ საკუთარი შემოქმედების უმთავრეს თემად თავისივე თავთან, თანამოძმესთან, დროსთან და გარემომცველ სინამდვილესთან დაპირისპირებული ადამიანის ბედი მიაჩნდა. ეს ფატალური დაპირისპირება დაედო საფუძვლად "აგვისტოს ნათელსაც".
24
აგნეს გრეი
ავტორი: ენ ბრონტე სერია: ქალების კალმით მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე „აგნეს გრეი“ ინგლისელი პროზაიკოსისა და პოეტის, ენ ბრონტეს, პირველი რომანია. ავტორი ახალგაზრდა აგნესის ცხოვრებაზე გვიყვება - გოგონაზე, რომელიც კარჩაკეტილ ცხოვრებასთან დამშვიდობებასა და სამყაროს გაცნობას მას შემდეგ გადაწყვეტს, რაც მისი ოჯახი გაღარიბდება. აქედან იწყება მისი საინტერესო და ამაღელვებელი თავგადასავალიც.
14.95
ადამიანთა სევდა
გოდერძი ჩოხელის რომანი “ადამიანთა სევდა” სამყაროს, დედამიწას, გუდამაყარს… – ყველაფერს “დალოცვილი მწერლის” – უხილავი შემოქმედის ხელით დაწერილ დიდ წიგნად წარმოგვიდგენს. ფიქრი სიკვდილ–სიცოცხლეზე, სულის არსზე, კაცისა და უფლის, კაცისა და დედამიწის ურთიერთდამოკიდებულების პრობლემებზე ამ ნაწარმოებს განსაკუთრებულ ღირებულებას სძენს მწერლის მსოფლმხედველობის გასაცნობად. “ადამიანთა სევდის” არსს თვითონ გვიხსნის გოდერძი ჩოხელი” “– რა არის სიცოცლხე? – სიცოცხლე სევდა არის, ადამიანად ყოფნის ტკბილი სევდა. – სიკვდილი? – სიკვდილიც სევდა არის, ადამიანად არყოფნის სევდა.”
8
ადამიანი ამფიბია
ავტორი: ალექსანდრ ბელიაევი სერია: პორტალი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე ყველაფერი იმით დაიწყო, რომ ცნობილ არგენტინელ ქირურგ სალვატორთან, რომელიც ბიოლოგიაში ექსპერიმენტებს ატარებს, კერძოდ კი სახეობათაშორისი ორგანოების გადანერგვა აინტერესებს, ინდიელ ბიჭუნას მიიყვანენ. ავადმყოფს იმდენად სუსტი ფილტვები აქვს, რომ მისი სიკვდილი გარდაუვალია. სალვატორი პაციენტის სიცოცხლისთვის ბრძოლას იწყებს და იმარჯვებს კიდევაც - ბიჭს ახალგაზრდა ზვიგენის ლაყუჩებს გადაუნერგავს და ის გადარჩება. ამიერიდან აუცილებელია ადამინმა-ამფიბიამ ნახევრად წყალში და ნახევრად ხმელეთზე იცხოვროს...
12.95
ადამიანი გაჩნდა ჰოლოცენში
ავტორი: მაქს ფრიში მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: ლიტერატურული ოდისეა
9.9
ადამიანი-კონტროლერი
ავტორი: დევიდ ბედიელი სერია: ლიბერქიდსი   ფრედი და ელი ტყუპია. მათ ძალიან უყვართ ვიდეოთამაშები და უფრო ეხერხებათ კიდეც, ვიდრე სხვა რამ, მაგალითად, ფეხბურთი ან სკოლის ყოჩებთან ურთიერთობა. ერთ მშვენიერ დღეს და-ძმას კომპიუტერის ეკრანზე მისტერი მენი ეცხადება – იდუმალებით მოცული კაცი; იგი მათ ვიდეოთამაშების კონტროლერს უგზავნის, რომელიც სხვა კონტროლერებს არ ჰგავს. დაბნეული და გაოცებული ბავშვები ცდილობენ, გამოიცნონ, რა შეუძლია ამ უცნაურ ხელსაწყოს. მალე საიდუმლო გასაღებსაც პოულობენ და კონტროლერის დახმარებით სურვილების ასრულებას იწყებენ...  
12
სიახლე
ადამიანის ბუნების შეცნობისათვის
ავტოორი: ალფრედ ადლერი მთარგმნელი: თამარ ბოგვერაძე სერიის დასახელება ET CETERA ავსტრიელი ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის, ალფრედ ადლერის (1870 – 1937) იდეებმა ღრმა კვალი დაატყო XX საუკუნეს. ადლერი ფროიდის ფსიქოანალიზს მალევე ჩამოშორდა და საკუთარი თეორია შექმნა, რომელსაც „ინდივიდუალური ფსიქოლოგია“ უწოდა. ფროიდისაგან განსხვავებით, ადლერი არაცნობიერისა და სექსუალობის როლს განმსაზღვრელად არ მიიჩნევს და დიდ მნიშვნელობას ანიჭებს სოციალურ ფაქტორს. ადლერმა ჩამოაყალიბა არასრულფასოვნების კომპლექსის ცნება. მისი აზრით, პიროვნების განვითარება, დიდწილად, ამ კომპლექსის კომპენსაციაზეა დამოკიდებული. „ადამიანის ბუნების შეცნობისათვის“ პირველად 1927 წელს გამოიცა. მასში ავტორი ადამიანის ქცევის კანონზომიერებებს განიხილავს და „ინდივიდუალური ფსიქოლოგიის“ საფუძვლებს აცნობს მკითხველს.
21.95
ადამიანის სული
ავტორი: ერიხ ფრომი გამომცემლობა: აქტი ყდა: რბილი
24
ადგილობრივი ეკლესიების ავტოკეფალია
მოხსენებების კრებული გამომცემლობა: გამომცემლობა: სულხან - საბა  ორბელიანის უნივერსიტეტის გამომცემლობა
20
ადიბასი
ავტორი: ზაზა ბურჭულაძე
11.9
ადიულტერი
ავტორი: პაულო კოელიო მთარგმნელი ლელა ფიროსმანიშვილი ლინდამ იცის, რომ გაუმართლა. ერთი შეხედვით, იდეალური ცხოვრება აქვს. სხვების თვალში რესპექტაბელური მეუღლე, მოსიყვარულე დედა და ამბიციური ჟურნალისტია, თუმცა ყოველ დილას, თვალის გახელისას მხოლოდ აუტანელ სიცარიელეს გრძნობს. მაგრამ ყველაფერი იცვლება, როდესაც მის ცხოვრებაში მოულოდნელად ვნება ჩნდება. ლინდა დგება არჩევანის წინაშე, რომელმაც შეიძლება მთელი მისი ცხოვრება შეცვალოს.
15.9
აეროპორტი
ავტორი: სერგეი ლოიკო მთარგმნელი თამარ კვარაცხელია   მთავარი წიგნი ომზე, რომელიც არ უნდა ყოფილიყო, და გმირებზე, რომლებსაც უნდოდათ სიცოცხლე, მაგრამ იღუპებოდნენ. „აეროპორტი“ – ეს არ არის ქრონიკა, გამოძიება, მატიანე. ეს არის რომანი, დაფუძნებული რეალურ ფაქტებზე. წიგნში უამრავი პერსონაჟია, ბევრი დრამატული, ერთმანეთთან გადაჯაჭვული სიუჟეტური ხაზი. წიგნი არა მხოლოდ და არა იმდენად ომზეა. იგი სიყვარულზეცაა, ვერაგობაზე, ვნებაზე, ღალატზე, სიძულვილზე, რისხვაზე, სინაზეზე, ტკივილსა და სიკვდილზე. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ჩვენს დღევანდელ და გუშინდელ ცხოვრებაზე… „ეს ეჭვგარეშე საუკეთესო წიგნია ომზე, რომელიც შემხვედრია. ავტორმა მოახერხა ასი პროცენტით გადმოეცა „კეთილ ძმა-მეზობელთან“ ომის რეალიები. აქ მწერლის ნიჭი არაა საკმარისი. ასე რომ ასახო ომი, ძალიან კარგად უნდა ერკვეოდე მასში. საჭირო იყო იქ გეცხოვრათ ჩვენთან ერთად ამდენი დღის განმავლობაში. ვკითხულობ და ტანში ჟრუანტელი მივლის, გული მიძგერს და მეყინება. თითქოს ისევ იქ ვარ, აეროპორტში. ომის სუნსაც კი ვგრძნობ“ (სერგეი ტანასოვი, დონეცკის აეროპორტისათვის ბრძოლების მონაწილე)... „როდესაც ოცი-ოცდაათი წლის შემდეგ თქვენი შვილიშვილები საკმარისად გაიზრდებიან, რომ წაიკითხონ ეს წიგნი, იმედი მაქვს, რომ აქ აღწერილ ამბებს აღიქვამენ როგორც ფენტეზის, Cyborgs vs. Orcs, ან რაღაც ამდაგვარს, არა იმიტომ, რომ „ეს არ შეიძლება არასდროს მოხდეს“, არამედ იმიტომ, რომ ეს არასდროს არ უნდა მოხდეს (სერგეი ლოიკო).
18
ავგუსტი და მე
ავტორი: რ.ჯ. პალაციო მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი „ავგუსტი და მე“ რ.ჯ. პალაციოს ბესტსელერის „საოცრების“ გაგრძელებაა, უფრო სწორად, როგორც ავტორი ამბობს, არა გაგრძელება, არამედ დამატება. „საოცრება“ ავგი პულმანის ისტორიაა, „ავგუსტი და მე“ კი სამი პერსონაჟის მიერ მოთხრობილი საკუთარი ამბავი. ამ სამ ამბავში მხოლოდ გაკვრით არის ნახსენები ავგუსტი, თუმცა თავისდა უნებურად, სწორედ ეს ხდება ჯულიანის, ქრისტოფერისა და შარლოტის გარდაქმნის მიზეზი. „ავგუსტი და მე“ სიკეთისა და სიმამაცის საოცარ ამბავს აგრძელებს. ეს წიგნიც აუცილებლად დაგაფიქრებთ, გულს აგიჩუყებთ, გაგამხნევებთ, და რაც მთავარია, დაგიმტკიცებთ, რომ ყოველთვის ჯობია, აირჩიოთ სიკეთე.
12.9
აველუმი
ავტორი: ოთარ ჭილაძე  "ჩვენს წინაშეა არაჩვეულებრივად მრავალფეროვანი, უნივერასლური ნაწარმოები, პოეზიის, სასიყვარულო ისტორიის, ფილოსოფიის, საკუთრივ ისტორიის, პუბლიცისტკის აფორიტიკის მხატვრული წნული. და ალბათ, შემთხვევითი არ არის,ეს მნიშვნელოვანი წიგნი აღოსავლეთ ევროპაში გარდატეხის ჟამს სწორედ საქართველოდან რომ მოვიდა..." ქრისტინე ლიჰტენფელდი
25
ავრორა Z კორპუსიდან
ავტორი: ანე-კატარინე ვესტლი მთარგმნელი: სოფო ქარჩხაძე სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა ამ წიგნში შეხვდებით ყველასთვის საყვარელი ნორვეგიელი მწერლის, ანე-კატარინე ვესტლის ახალ გმირს: ძალიან ჭკვიან, საქმიანსა და კეთილ გოგონა ავრორას, რომელიც პატარა ქალაქის გარეუბანში, მაღალ კორპუსში დედ-მამასთან და ჩვილ ძმასთან ერთად ეს-ესაა გადავიდა საცხოვრებლად. ავრორას ოჯახი მთელ კორპუსში გამორჩეულია – თუ სხვაგან ბავშვების მოვლასა და საოჯახო საქმეებს, ჩვეულებისამებრ, დედა უძღვება, ხოლო მამა სამსახურში დადის, მათთან პირიქითაა: ავრორას დედა დილიდან საღამომდე სამსახურშია, მამა კი უვლის ჩვილ ბავშვს, ამზადებს სადილებს, რეცხავს, აუთოებს… ეს ამბავი, როგორც ხშირად ხდება, მეზობლების მთავარ საჭორაო თემად იქცა, თუმცა ავრორა ძალიანაც სახალისოდ ატარებს დღეებს მზრუნველ მამასთან ერთად – ეხმარება კიდეც და მშვენივრადაც ერთობა; თუ როგორ, ამას წიგნიდან შეიტყობთ.
8.9
ავტობიოგრაფია - დარვინი
ეს წიგნი მითებისა და გამოგონილი ამბების გარეშე გვიამბობს, ვინ იყო ადამიანი, რომელმაც აზროვნების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენა გააკეთა - როგორ იპარავდა ხილს ბავშვობაში, როგორ ჩაგრავდა უფროსი და კაროლინა, რატომ არ უყვარდა სკოლა და საერთოდ სწავლა, განსაკუთრებით ლექციები, რა გავლენა მოახდინეს მეგობრებმა, მასწავლებლებმა და მეტოქეებმა, როგორი იყო მისი თვითშეფასება, რას ფიქრობდა საკუთარ მიღწევებზე... ავტობიოგრაფიის პირველი გამოცემებიდან რამდენიმე ფრაგმენტი, სადაც დარვინის რელიგიური შეხედულებები და ქრისტიანობასთან მისი დამოკიდებულებაა აღწერილი, ამოღებული იყო ცოლის, ემა ვეჯვუდის დაჟინებული მოთხოვნით. ემას აზრით, ეს შეხედულებები შეურაცხმყოფელი იყო ოჯახის წევრების, მეგობრებისა და მსახურებისთვისაც კი.ეს თარგმანი შესრულებულია საბოლოო და სრული გამოცემის მიხედვით.
14.95
ავტორორტრეტი
ავტორი: ირაკლი ჩარკვიანი "ავტოპორტრეტი" ირაკლი ჩარკვიანის ლიტერატურულ შემოქმედებას აერთიანებს - სხვადასხვა დროს გამოცემულ ლექსებს და მოთხრობებს. ამ ლექსებიდან ბევრი თავის დროზე იქცა ჰიტად და მათი პოპულარობა სულ უფრო მატულობს. თითქოს აქამდე ყველასთვის ცნობილი ირაკლი ჩარკვიანისგან, ეს კრებული მოულოდნელი შეხვედრაა მკითხველთან, შეხვედრა სიტყვის კოსმოსში, სადაც ყოველი ადამიანური შესაძლებლობა შეუცნობლის, უსასრულოს და ხანდახან შეუძლებლისკენაც მიემართება.
15
აზიური სამზარეულო
მთარგმნელი: ნინო მესტვირიშვილი წიგნში წარმოდგენილია მდიდარი და თვითმყოფადი აზიური სამზარეულოს ცნობილი და პოპულარული რეცეპტები. წიგნი სრულად ილუსტრირებულია, ყველა კერძს ახლავს მომზადების ტექნოლოგიის ამსახველი დეტალური ფოტოები და სასარგებლო რჩევები, რაც მომზადების პროცესს გაამარტივებს. აზიური სამზარეულო გემოების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. სწორედ ამ განსხვავებულობისა და ეგზოტიკურობის დამსახურებაა, რომ ის მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს.
35
ათასი მოელვარე მზე
ავტორი: ხალიდ ჰოსეინი მთარგმნელი: სოფიო ჯობავა "ათასი მოელვარე მზე" მსოფლიო ბესტსელერების ავტორის-ხალიდ ხოსეინის რომანია, რომელიც მწერალმა ავღანელ ქალებს მიუძღვნა.ესაა წიგნი უფლებაწართმეული ქალების ყოველდღიურებაზე,ოჯახში ძალადობაზე,"თალიბანის სისასტიკეზე, ლტოლვილთა გაუსაძლის ყოფასა და ქვეყანაზე, რომელსაც გამუდმებით მტრის ბომბები აცვივა, მაგრამ შაჰრე ზოჰაქის დაზიანებული კედლებივით ისევ მყარად დგას.ქალები აქ განათლებისა და თავისუფლებისკენ ისწრაფვიან,ჩამოყრილ ჭურვებშ კი ყვავილებს ახარებენ.
24.95
ათი დღე ზვიგენების პირისპირ
ავტორი გაბრიელ გარსია მარკესი მთარგმნელი თეა გვასალია წიგნში მოთხრობილი ნამდვილი ამბავი – კოლუმბიის სამხედრო ფლოტის საესკადრო გემის კალდასის დაღუპვა – 1955 წლის თებერვალში მოხდა. ეკიპაჟის რვა წევრიდან მხოლოდ ერთი გადარჩა, რომელიც კოლუმბიის ჩრდილოეთის უკაცრიელ სანაპიროზე ცოცხალ-მკვდარი იპოვეს, მას შემდეგ, რაც ათი დღე ზღვის ტალღებზე მოდრეიფე ტივზე გაატარა. ლუის ანხელ ბელასკო – ასე ერქვა მეზღვაურს. ის სულ მალე ჟურნალ-გაზეთებისა და სარეკლამო სააგენტოების მთავარ სახედ იქცა. თუმცა, უკვე ყველასთვის ნაცნობ და ათასჯერ ნაამბობ მის თავგადასავალში კიდევ იმალებოდა რაღაც, რომლის მოყოლაც მან ცნობილი მწერლისთვის, გაბრიელ გარსია მარკესისთვის გადაწყვიტა. რა უამბო ბელასკომ მწერალს და რას მოგვითხრობს მარკესი? სულისშემძვრელ გამძლეობასთან და სიცოცხლისთვის ბრძოლის წყურვილთან ერთად, წიგნში ბევრი სხვა ადამიანური ამბავიც იკითხება.
14.95
ათი ღამის სიზმრები
ავტორი: ნაცუმე სოსეკი სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა მთარგმნელი: თამთა ბოკერია   ნაცუმე სოსეკი (1867-1916) თანამედროვე იაპონური ლიტერატურის სათავეებთან დგას.  მეიჯის ხანა (1868-1912), რომელშიც მწერალი მოღვაწეობდა, ვესტერნიზაციის ეპოქა იყო – სოციალურ-პოლიტიკური და ეკონომიკური გარდატეხის პერიოდი, რომელსაც, იაპონელი ხალხისთვის უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია. იმ დროს განვითარებულმა პროცესებმა დიდი გავლენა  მოახდინა მწერლის შემოქმედებაზე და განსაზღვრა მისიგმირების ცხოვრება და შინაგანი სამყარო. წიგნში თავმოყრილია ნაცუმე სოსეკის რჩეული მოთხრობები, რომლებშიც იგი ერთგულების, სიყვარულის, სასოწარკვეთის, სიმამაცის, ვერაგობისა დასისასტიკის შესახებ წერს. მისტიციზმის ბურუსით გარემოცული ეს საოცარი ამბები დაუვიწყარ შთაბეჭდილებას ახდენს მკითხველზე და ხშირად გაოგნებულს ტოვებს მას.
15.95
ათი წუთი და ოცდათვრამეტი წამი ამ უცნაურ სამყაროში
ავტორი: ელიფ შაფაქი თარგმანი: ია ქვაჩახია   2019 _ ბუკერის პრემიის მოკლე სია   ქალის ბედი მეოცე საუკუნის თურქეთში. ქვეყანაში არსებული უმძიმესი პრობლემების მხილება მისი უახლესი ისტორიის საეტაპო მოვლენათა ჭრილში. ცოცხალი, უაღრესად საინტერესო პერსონაჟები, რომელთაგან ერთ-ერთი, როგორც ყოველთვის, გახლავთ თავად ქალაქი სტამბოლი _ მიძინებული თუ ყალყზე შემდგარი, მტრულად განწყობილი თუ ხალისის მომგვრელი, მოზეიმე თუ მგლოვიარე... ბოსფორის ტალღების შრიალის, თოლიების ხმაურის ფონზე განვითარებული სულისშემძვრელი დრამა და, ამავდროულად, მეგობრობისადმი მიძღვნილი დიდებული ჰიმნი! მკითხველის წინაშეა ელიფ შაფაქის დაუშრეტელი ფანტაზიის, მისი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის, მისი მწერლური ოსტატობის მორიგი ნაყოფი.
12