santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
ქიმია 10 კლასი მოსწავლის წიგნი
გ.ანდრონიკაშვილი, მ. მამიაშვილი. დ. გულაია გამომცმელობა კლიო
7.2
ქიმია 10კლასი
მ. ვარდიაშვილი გამომცემლობა ინტელექტი
7.2
ქისტები - 100 ამბავი #47
ავტორ-შემდგენელი ხასო ხანგოშვილი სერია: თან საკითხავი პანკისის ხეობა შიგნით კახეთში, ჩრდილო მხარეს, მაღალსა და ტყიან მთებს შუაა მოთავსებული. აი, ამ ხეობაში ცხოვრობენ ქისტები, ძველად რომ ჩამოსახლდნენ საქართველოში და მეორე სამშობლოდ მიიღეს. წიგნი ბევრ საინტერესო ამბავს მოგითხრობთ ქისტების ადათ-წესებზე, ძმადნაფიცობაზე, დაძმობაზე, სტუმარმასპინძლობასა თუ სისხლის აღებაზე; როგორ იბრძოდნენ დამპყრობელი რუსეთის წინააღმდეგ, ვინ იყვნენ პანკისის პირველი მოსახლეები, რა ურთიერთობა ჰქონდათ ვაჟა-ფშაველასა და ქაქუცა ჩოლოყაშვილთან. შეიტყობთ მათ ომებსა და თარეშებზე, მიუვალ, სალ კლდეებზე აშენებულ საბრძოლო კოშკებზე, იარაღის სიყვარულზე, ბავშვობიდან რომ მოსდგამდათ ვაჟებს.  ვაჟკაცობის, სამართლიანობის, ტკივილნარევი ამბების გვერდით, იუმორით შეზავებული გადმოცემები სილაღესა და სიმსუბუქეს ანიჭებს წიგნს და სასიამოვნო წასაკითხს ხდის.
17.95
ქმედება
ავტორი: სარა მანჰეიმერი მთარგმნელი: ნათია მერებაშვილი ნაწარმოებში პოეტურადაა გადმოცემული ბრძოლა ქალისა, რომელიც თავისი რეალობის დასამორჩილებლად და ცხოვრების აზრის შესაქმნელად იბრძვის. არსებობს სახლი და, რაც მთავარია ბიბლიოთეკა. მთხრობელი იუმორისტული ძიებით ცდილობს აღმოფხვრას თავისი განათლების სიმწირე, გადალახოს წიგნებისადმი გადაჭარბებული პატივისცემა და ამბივალენტური მიზიდულობა. რომანის მთავარი გმირის ცხოვრების დიდი ნაწილი „ყუების“ სამყაროს დაპყრობას ეხება.
11.95
ქორწინება / ზაფხული
ავტორი: ალბერტ კამიუ მთარგმნელი: გიორგი ეკიზაშვილი   "გაზაფხულზე ტიპაზაში ღმერთები ბინადრობენ და მზის გულზე, აბზინდას სურნელში დინჯად მასლაათობენ... აქ ხვდები, რომ ადამიანური დიდება სხვა არაფერია, თუ არა უფლება, გიყვარდეს თავდავიწყებით, უსაზღვროდ." ალბერ კამიუ "ქორწინება ტიპაზაში" პიესების კრებული ,,ხიდჩატეხილობა“, რომელიც ექვს სხვადასხვა დროს დაწერილ პიესას აერთიანებს. ისინი მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან, როგორც თემატურად და ჟანრულად, ასევე არსობრივადაც. წიგნში წინაა წამოწეული აქტუალური თემები ქართული საზოგადოების შესახებ. ამ ნაწარმოებმა მიიღო მიხეილ თუმანიშვილის სახელობის ფონდის პრემია "უცხოური პიესის საუკეთესო თარგმანისთვის" 2014 წელს.
16.9
ქორწინება და მორალი
ავტორი : ბერტრან რასელი   ბერტრან არტურ უილიამ რასელი – ბრიტანელი ფილოსოფოსი, ლოგიკოსი, მათემატიკოსი, საზოგადო მოღვაწე, პაგუოშის კონფერენციების ერთ-ერთი დამაარსებელი, ლოგიციზმის, ნეოპოზიტივიზმის და „ნეიტრალური მონიზმის“ წარმომადგენელი. 1910-1916 წლებში კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, ასევე აშშ-სა და დიდი ბრიტანეთის სხვადასხვა უნივერსიტეტების პროფესორი. წიგნი –  „ქორწინება და მორალი“ 1929 წელს გამოვიდა. მიჩნეულია, რომ ავტორმა სწორედ ამ თხზულებისთვის მიიღო ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში 1950 წელს. „ქორწინება და მორალი“ დიდ ინტერესს იწვევს მკითხველებს შორის. მასში აღძრული პრობლემები ყველა ადამიანს ეხება. წიგნის ძირითადი თემებია: რომანტიკული სიყვარული; ქალთა ემანსიპაცია; ტაბუ სქესთა შორის ურთიერთობის ცოდნაზე; სიყვარული და მისი ადგილი ადამიანის ცხოვრებაში; ქორწინება; პროსტიტუცია; სამართალი და ქორწინება; ოჯახი და პიროვნების ფსიქოლოგია; ოჯახი და სახელმწიფო; განქორწინება; სექსი და ადამიანური ბედნიერება; სექსის, როგორც ფასეულობის ადგილი სხვა ადამიანურ ფასეულობათა შორის და ა.შ.
20
ქრესი მთვარის ქრონიკა
ავტორი:მერისა მეიერი მთარგმნელი: თამარ კოტრიკაძე სერია: ლიბერთინს   სინდერი, სკარლეტი, მგელი და კაპიტანი თორნი დევნილები არიან. ისინი ერთად აპირებენ მთვარის დედოფლის, ლევანას, დამხობას. მათი ერთადერთი იმედი ქრესია, გოგონა, რომელიც ბავშვობიდანვე უმძლავრეს სათვალთვალო აპარატურით გამოტენილ ხელოვნურ თანამგზავრზეა გამოკეტილი. ამ მისიამ ქრესი საუკეთესო ჰაკერად აქცია. სამწუხაროდ, ლევანამ მას სინდერის მოძებნა უბრძანა. სინდერი და მისი მეგობრები ქრესს ათავისუფლებენ, ძალიან დიდი მსხვერპლის ფასად. სინდერს, სკარლეტსა და ქრესს არასოდეს უოცნებიათ სამყაროს გადარჩენაზე, მაგრამ ახლა დედამიწის ბედი მათზე ჰკიდია.
15
ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის
ავტორი: ნიკოს კაზანძაკისი   ნიკოს კაზანძაკისი მსოფლიო მნიშვნელობის ბერძენი მწერალია. იგი რამდენიმე რომანის ავტორია, რომელთა შორის ერთ-ერთი გამორჩეულია „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“. მასში აისახა ბერძნულ-თურქული ომისა (1918-1922 წწ.) და თურქების მიერ ბერძნული მოსახლეობის მცირე აზიიდან გამოდევნის რეალიები. უფლის დროინდელი იუდეის ამბები თუ ბოლშევიზმზე მითითებები მჭიდროდაა გადაჯაჭვული რომანის სიუჟეტურ ქარგასთან.   ეს თხზულება ქართველი მკითხველისთვის იმითაცაა საინტერესო, რომ რომანის ერთ-ერთი გმირი, კაპიტანი ფურტუნასი, სიკვდილის წინ ბათუმსა და იქ გატარებულ დროს იხსენებს. ეს გასაკვირი არცაა, ნიკოს კაზანძაკისი ხომ ქართველ მწერლებთან, უპირველეს ყოვლისა კი, გრიგოლ რობაქიძესთან მეგობრობდა.   1956 წელს, რეჟისორმა ჟილ დასენმა რომანის მიხედვით გადაიღო ფილმი – „ის, ვინც უნდა მოკვდეს“, 1975-1976 წლებში კი გამოვიდა ბერძნულენოვანი სერიალი, სახელწოდებით „ქრისტე კვლავ ჯვარს ეცმის“.   ახალი ბერძნულიდან თარგმნა მაია კაკაშვილმა
26.9
ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება
„ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება" ცნობილი ბერძენი მწერლის, ნიკოს კაზანძაკისის ყველაზე სკანდალური რომანია, რომელიც ვატიკანის აკრძალულ წიგნთა ნუსხაშია შეტანილი. ჯერ კიდევ ბერძნული გამოცემის გამოჩენამდე, საბერძნეთის სინოდი მწერლის განკვეთასა და ანათემაზე გადაცემას ითხოვდა, რის გამოც კაზანძაკისი იძულებული შეიქნა საბერძნეთიდან გადასახლებულიყო, თუმცა აკრძალვის მიუხედავად, რომანმა გამოცემისთანავე მიიპყრო მთელი მსოფლიოს ყურადღება და დღემდე დიდი პოპულარობით სარგებლობს; „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნების" წინააღმდეგ ახალი ტალღა 1988 წელს აგორდა, როდესაც ეკრანზე მარტინ სკორსეზეს ამავე სახელწოდების ფილმი გამოვიდა. საბერძნეთის სასულიერო და საერო საზოგადოებამ ფილმის ბერძნული პრემიერის ჩაშლაც კი მოახერხა. ამის მიზეზი კი რომანისა და შესაბამისად, ფილმის შინაარსი გახდა.   რომანში აღწერილია ქრისტეს ცხოვრების ბოლო წლები და ის გზა, რომელსაც იესო გადის, რათა საკუთარ თავში ადამიანი დათრგუნოს და ღმერთი გააძლიეროს. ხეზე მომუშავე ოსტატი, რომელიც თვითონ ამზადებს ჯვრებს საიმისოდ, რომ რომაელებმა მესიის მოლოდინში მყოფი მეამბოხე ებრაელები დასაჯონ, მთელი არსებით ებრძვის მასში ჩასახლებულ ღმერთსაც და სატანასაც. ერთ მშვენიერ დღეს კი აღმოაჩენს, რომ თვითონაა მესია და ჯვარზეც თვითონ უნდა ავიდეს. კაცის ღმერთად ქცევის გზაზე მას უამრავი ცდუნება ელის... „ქრისტეს უკანასკნელი ცდუნება", ისტორიულთან ერთად, ფსიქოლოგიური რომანიცაა. განსაკუთრებით საგრძნობია მასში ნიცშეანური ფილოსოფიისა და ფროიდისეული ფსიქოანალიზის გავლენა. იესოს ცხოვრების კაზანძაკისისეულმა ინტერპრეტაციამ მსოფლიო ლიტერატურაში ქრისტეს თემის ახლებურ გააზრებას დაუდო საფუძველი, რაც შემდგომში არაერთმა სხვა მწერალმა გაიზიარა, მათ შორის, ჟოზე სარამაგუმ და ერიკ-ემანუელ შმიტმა.   ახალი ბერძნულიდან თარგმნა თათია მთვარელიძემ.
29.95
ქრისტიანობა
ავტორი: ლინდა ვუდჰედი მთარგმნელი: ნიკა სამუშია სერია: ძალიან მოკლე შესავალი ეს „ძალიან მოკლე შესავალი“ ქრისტიანობის კულტურულ და ინსტიტუციონალურ განზომილებებს იკვლევს და ბოლო ორი ათასი წლის განმავლობაში მსოფლიოს ყველაზე დიდი რელიგიის ახლებურ, ცოცხალ, ნათელ სურათს გვიხატავს. ის ქრისტიანობის სამ მთავარ სახეობას – საეკლესიოს, ბიბლიურსა და მისტიკურს – გამოყოფს და ერთმანეთთან და ფართო საზოგადოებასთან მათ დაპირისპირებებს აანალიზებს. ამ ახალ გამოცემაში ლინდა ვუდჰედი გვიჩვენებს, რომ დასავლურ სამყაროში , მისი დასუსტების მიუხედავად, ქრისტიანობა მთელ მსოფლიოში გავრცელებას აგრძელებს. მზარდი გლობალიზაციის პირობებში ქრისტიანობაზე დაკვირვებით, ის არკვევს, როგორ იცვლება ამ რელიგიის როლი 21-ე საუკუნეში.  
10.9
ქრისტიანობის აგონია
ავტორი: მიგელ დე უნამუნო მთარგმნელი: თამარ ქავთარაძე   დიდი ესპანელის ფილოსოფიურ-რელიგიური თხზულება 1924 წელს საფრანგეთში ემიგრაციაში ყოფნისას დაიწერა. გარდა საკუთრივ ქრისტიანობის გააზრებისა, როგორც შინაგანი ბრძოლის, პატრიოტი მწერალი ესპანეთის თანადროულ პრობლემებსაც ეხმიანება, კერძოდ კი პრიმო დე რივერას დიქტატურას, რომლის ერთ-ერთი მსხვერპლი იყო თავად.
15
ქრისტინე
ავტორი: ეგნატე ნინოშვილი   ეგნატე ნინოშვილი „ქრისტინეში მხოლოდ ერთი ტიპის ქალს არ აღწერს, რითაც თავს არიდებს მათ თუნდაც დადებით კლიშეებში მოქცევას. თუკი ქრისტინე ხალასი, მორალური, მგრძნობიარე ადამიანია, მის გვერდით არიან პერსონაჟები, რომელთათვისაც ეს თვისებები უცხოა. ასევე სიმპტომატურია სახე დედისა, რომელიც ძალადობს ქრისტინეზე და, როგორც ძირითადად სახლში, ქრისტინეს გვერდით მყოფი პერსონაჟი, ერთ-ერთი უმთავრესი დამნაშავეა მისი ამ სახლიდან გაქცე- ვისა. თუმცა ისიც კარგად ჩანს, რომ, მეორე მხრივ, დედა თავადაა პატრიარქალური ძალადობის მსხვერპლი [...]. მო- თხრობაში კარგად იკვეთება მთელი ის ძალადობრივი ჯაჭვი, რომელსაც პატრიარქატი ქმნის და რომელიც თავის მსხვერ- პლად თუ იარაღად აქცევს ირგვლივ ყველას.
22
ქრისტინე და სხვა მოთხრობები
ავტორი: ეგნატე ნინოშვილი სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა „სიცოცხლე ხანმოკლე, ხანგრძლივად ნაყოფიერი“ – ასეთი მოკლე პოეტური ფრაზით შეაფასა აკაკი წერეთელმა მე-19 საუკუნის გამოჩენილი მწერლის, ეგნატე ნინოშვილის ცხოვრება და მოღვაწეობა. ნინოშვილის შემოქმედებას ასევე მაღალ შეფასებას აძლევდნენ ილია ჭავჭავაძე, იაკობ გოგებაშვილი და სხვა გამოჩენილი მოღვაწეები. მისი მოთხრობები სისტემატურად იბეჭდებოდა იმ დროის თითქმის ყველა ცნობილ პერიოდულ გამოცემაში. ამ კრებულში შეტანილია ეგნატე ნინოშვილის ცნობილი ნაწარმოებები: „პალიასტომის ტბა“, „გოგია უიშვილი“, „განკარგულება“, „ქრისტინე“ და სხვები. მწერალმა ამ მოთხრობებში გლეხთა უნუგეშო ყოფა, უკიდურესი სიდუხჭირე, სახელმწიფო მოხელეთა ძალმომრეობა და თავგასულობა ასახა.
8.9
ქრონიკული დაღლილობის სურნელი
ავტორი: ალეკო შუღლაძე გამომცემლობა: პალიტრა ლ ყდა: რბილი
11.95
ქსოვილები საქართველოდან
ალბომი გამომცემლობა: ხელოვნების სასახლე ყდა: მაგარი გვერდები: 600 ზომა: 27.00*32.00 სმ  
280
ქუჩის მოჩხუბრის ჩანაწერები
ავტორი: გიგა ნასარიძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
9.9
ღამეში მფრენნი
ავტორი: ჯორჯ რ.რ მარტინი მთარგმელი: თამარ კოტრიკაძე სერია: პორტალი  
17.95
ღამის აგენტი
ავტორი: მეთიუ ქიურქი მთარგმნელი: ლევან ინასარიძე სერია: Top თრილერი 1:05 საათი. ტელეფონი რეკავს: „მე როუზ ლარნიკი ვარ... დეიდაჩემი და ბიძაჩემი უკვე მოკლეს... ის კაცი აქ არის. შიგნითაა. ახლა ჩემი მოკვლა უნდა“, - აი, ამ სატელეფონო ზარით მოხვდა პოლიტიკური ინტრიგების შუაგულში FBI-ის თანამშრომელი პიტერ საზერლენდი, თურმე რუსულ აგენტურას უკვე თეთრ სახლშიც შეუღწევია, სადაც ნებისმიერი შეიძლება იყოს მოღალატე ან კორუმპირებული. ყველაფერს ნათელს მოჰფენს „წითელი დავთარი“, რომლის საპოვნელად რუსი აგენტი დაუნდობლად კლავს ყველას, თორემ მას გამოააშკარავებენ. ამიტომ პიტერმა უნდა დაასწროს. მეთიუ ქიურქის ამ უაღრესად საინტერესო პოლიტიკური თრილერის მიხედვით, რომელიც ჯონ გრიშემისა და დეივიდ ბალდაჩის რომანებს მოგვაგონებს, „ნეთფლიქსის” ამავე სახელწოდების ახალი ჰიტი (2023) შეიქმნა. ფილმი „ღამის აგენტი” ინგლისურენოვანი სერიალების უპირობო ლიდერი გახდა - ჩვენების პირველივე კვირაში თრილერის ეკრანიზაციის ნახვამ 168 მილიონი საათი შეადგინა. ეს ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია ტელეჩვენების ისტორიაში, რაც უდავოდ მეთიუ ქუირქის ამ მძაფრსიუჟეტიანი რომანის დამსახურებაა.
16.95
ღამის სიტყვების წიგნი
  ასაკი: 2+ როტრაუტ სუზან ბერნერის ილუსტრაციებით დეტალიზებულ, ფერად ილუსტრაციებზე პატარა ფიგურების პოვნა, არც ისე მარტივი, მაგრამ ძალიან სახალისო თავსატეხია, რომლითაც პატარები სიამოვნებით გაერთობიან. წიგნში მოცემულ 100-ზე მეტ ფიგურას თავისი სახელი აქვს მიწერილი, რაც ბავშვებს სიტყვების შესწავლას გაუადვილებს, ნახატების პოვნა კი ყურადღების კონცენტრაციის, დაკვირვებულობისა და დეტალებზე ორიენტირების უნარებს განვითარებაში დაეხმარება.
16.9
ღამის სკოლა
ავტორი: ლი ჩაილდი მთარგმნელი: ლაშა ხეცურიანი სერია: TOP თრილერი   1996 წელი. მაიორი რიჩერი კვლავ არმიაში მსახურობს და კვლავ სახიფათო დავალება ელოდება. დილით ორდენით დააჯილდოეს, შუადღისას კი "ღამის სკოლაში" გაისტუმრეს... "კვალიფიკაციის ასამაღლებლად". კლასში, მის გარდა, კიდევ ორი "მოსწავლებელია" - გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტი და ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს ანალიტიკოსი. სამივეს მოსვნებას უკარგავს ერთი კითხვა - რა უნდათ "ღამის სკოლაში" პასუხსაც მალე მიიღებენ: დავალება უკიდურესად მნიშვნელოვანია - ვიღაც ამერიკელს ჰამბურგში ტერორისტები ევაჭრებიან....
14.99
ღარიბების ტრანსპორტი არსად გაჩერდება
ავტორი: ეკა ქევანიშვილი გამომცემლობა ინტელექტი ყდა:რბილი  
7.95
ღვთის გლახა
ავტორი: ნიკოს კაზანძაკისი მთარგმნელი: მაია კაკაშვილი სერია: "ინტელექტი'' 25 წლისაა „ღვთის გლახა“ ბიოგრაფიული რომანია, რომელიც დიდი კათოლიკე წმინდანისა და ფრანცისკელთა ორდენის დამაარსებლის – ფრანცისკე ასიზელის შესახებ გვიამბობს. დიდ ბერძენ მწერალს მუდამ აინტერესებდა ის პიროვნებები, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით ეპოქა შექმნეს. ამდენად, გასაკვირი არ არის მისი დაინტერესება ფრანცისკე ასიზელის ცხოვრებით. რომანში სისხლსავსედ არის გადმოცემული მე-13 საუკუნის იტალია. ვეცნობით იმ დროს ახლად ჩამოყალიბებულ ბერთა ორდენებს და მათ შორის არსებულ განსხვავებებს. თხზულება გაჯერებულია როგორც ქრისტიანული, ისე აღმოსავლური სწავლებებითა და იგავებით. რომანში ვხვდებით იტალიელებსა და სარკინოზებს, დიდებულებსა და ჯვაროსნებს, რომის პაპს, სულთანსა და იერუსალიმის ქრისტიან მეფეს, მრავალ ღირსეულსა და უღირს პერსონაჟს.
34.95
ღვთის მოლოდინი
ავტორი: სიმონ ვეი სერია: დიოგენე NONFICTION მთარგმნელი: თამარ ლომიძე 1943 წელს ინგლისში, ეშფორდის სანატორიუმში უხეირო კვებისა და გართულებული ტუბერკულოზისაგან 34 წლის ასაკში გარდაცვლილი სიმონ ვეი მეგობრების წრის მიღმა სრულიად უცნობი იყო, მისი ნაწერებიდან კი დღის შუქი მხოლოდ რამდენიმეს ეხილა. სიმონ ვეი – პარიზელი ინტელექტუალი, რომელმაც ქარხნის მუშობა გადაწყვიტა, პაციფისტი, რომელიც ესპანეთის სამოქალაქო ომში საბრძოლველად წავიდა, ქრისტიანი, რომელმაც ნათლობაზე თქვა უარი – დღეს მეოცე საუკუნის უდიდეს რელიგიურ მოაზროვნედაა აღიარებული. ალბერ კამიუ, სიმონ ვეის წიგნების მთავარი გამომცემელი, მისი ნააზრევისაგან დიდად იყო დავალებული. „ღვთის მოლოდინი“ რელიგიურ-ფილოსოფიური შინაარსის წერილებისა და ესეების კრებულია, რომლებიც სიმონ ვეიმ სიკვდილამდე ერთი წლით ადრე დაწერა. ეს ტექსტები წიგნად მისი გარდაცვალების შემდეგ გამოსცა წერილების ადრესატმა, დომინიკელმა მოძღვარმა ჟან-მარი პერენმა. 
17.95
ღია კარის ქვეყანა
ბექა ქურხულის ახალ წიგნში თავმოყრილი ესეები, ბლოგები და წერილები ჩვენი უახლესი წარსულის გარდამტეხი, საბედისწერო მოვლენების რეტროსპექტივაა. წიგნს სიმძაფრეს ისიც მატებს, რომ ავტორი (მწერალი და პუბლიცისტი) არა მხოლოდ დამკვირვებელია, არამედ ამ მოვლენების უშუალო მონაწილე.   სუბიექტურ, ემოციურ შთაბეჭდილებებს ღრმა და რაციონალური ჭვრეტა ენაცვლება, რომელიც გლობალურ ეიფორიაში მოხვედრილი ქვეყნის ეროვნულ და სულიერ ფასეულობებზე დააფიქრებს მკითხველს.
10.4