თბილისური ჭორ-მართალი: 100 ამბავი #53
14.9
ავტორი: ირაკლი მახარაძე
სერია: თან საკითხავი
თბილისის ვეებერთელა, ლამის ორი ათასი წლის თავგადასავალი კიდევ უამრავი, ალბათ მილიონობით პატარ-პატარა ამბისაგან შედგება.
მე ისტორიაში ყველაზე მეტად ცოცხალი ამბები მიზიდავს, ქალაქის ქუჩებსა და მოედნებზე მიმობნეული ადამიანური ამბები. მომწონს, როდესაც რომელმე შენობასთან გავლისას ვიცი მასთან დაკავშირებული რამე შემთხვევა. ამ დროს მგონია, რომ შენობის მესაიდუმლე ვარ და შენობას ხან ვუღიმი, ხან ვუსამძიმრებ, ხან დანანებით თავს ვუქნევ, ხან ვაწყნარებ. ამ წიგნში თბილისის 100 ამბავს მოვუყარე თავი. ზოგი შენობის ამბავია, ზოგი ქუჩის, ზოგი მოედნის, მთლიანობაში კი, ქალაქის და ხალხის.
- გამომცემლობა
- არტანუჯი
- ფასი
- 14.9
- ნანახია
- 1186
მსგავსი პროდუქტები
რუსეთ საქართველოს ომი - 100 ამბავი #55
ავტორი: დიმიტრი სილაქაძე
სერია: თან საკითხავი
100 წლის წინ საქართველოში რუსეთის ჯარები შემოიჭრნენ. ომი ხუთი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა და საქართველოს ოკუპაციით დასრულდა. განცდილმა მარცხმა საქართველო 70-წლიან საბჭოთა ექსპერიმენტში ჩაითრია, რომლის შედეგებისგან ქართული საზოგადოება ბოლომდე ჯერაც არ გათავისუფლებულა.
საბჭოთა პროპაგანდა მომხდარს ოკუპაციას არ უწოდებდა და ისე წარმოაჩენდა, თითქოს წითელარმიელები საქართველოს მოსახლეობას არასასურველი რეჟიმის დამხობაში დაეხმარნენ. ომს 70 წლის განმავლობაში ადამიანების მეხსიერებიდან განგებ აქრობდნენ და ყოველ 25 თებერვალს საქართველოს მოსახლეობას „გასაბჭოებას“ აზეიმებდნენ.
ამ წიგნით მოგიყვებით რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომის სამხედრო-პოლიტიკური ასპექტების, საგმირო ეპიზოდების, წარმატებული სამხედრო ოპერაციების, მძიმე შეცდომებისა თუ უბრალო ადამიანური ამბების შესახებ.
16.9
ოპერა - 100 ამბავი #56
ავტორი: ბექა ხოჯავა
სერია: თან საკითხავი
გამომცემლობა: არტანუჯი
1923 წლის 29 ნოემბერს დიდი იტალიელი კომპოზიტორი ჯაკომო პუჩინი 65 წლის ასაკში გარდაიცვალა. ოპერის მოყვარულთა ნაწილის აზრით, იმ დღეს საოპერო მუსიკამ სიცოცხლე შეწყვიტა და ხელოვნების სამუზეუმო დარგად იქცა. ზემოთ მოყვანილი დებულების თაობაზე დავა შეიძლება, თუმცა ფაქტია, უკვე დიდი ხანია, ოპერამ მუსიკისა და ხელოვნების სხვა ჟანრებს დაუთმო ადგილი მსმენელისა თუ მაყურებლის გულებში.
ამ წიგნის ავტორს სურს, მოგიყვეთ საოპერო მუსიკის ოქროს წლებზე. დროზე, როდესაც ცნობილი კომპოზიტორების მორიგი ოპერის პრემიერა, თუ დიდ მომღერლებს, კონფერანსიეებსა და დირიჟორებს შორის არსებული ურთიერთობა საზოგადოებრივ დღის წესრიგში წამყვან ადგილს იკავებდა. წიგნში ვერ შეხვდებით რთულ მუსიკალურ ტერმინებს. აქ წაიკითხავთ მხოლოდ ამბებს, ამბებს და ამბებს საოპერო ხელოვნების გამოჩენილ მოღვაწეთა ცხოვრებიდან.
13.95