საოცრება
12.9
ავტორი: რ.ჯ. პალაციო
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი
სერია: საოცრება
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ყდა: რბილი
ავგუსტ პულმანი დეფორმირებული სახით დაიბადა, რის გამოც სკოლაში არ დადიოდა. ახლა კი მეხუთე კლასში უნდა დაიწყოს სწავლა. თუ ოდსმე სკოლიდან სკოლაში გადასულხარ, გეცოდინება, რა სიძნელეები ელის მას. ავგუსტი ხომ ჩვეულებრივი ბიჭია, მხოლოდ სახე აქვს უჩვეულო. დაიჯერებენ მისი თანაკლასელები, რომ გარეგნობის მიუხედავად, ავგუსტი მათნაირი ბავშვია?
ეს არის წიგნი, რომელსაც ვერ მოსწყდები და აქ არიან გმირები, რომლებსაც პირველიდან ბოლო გვერდამდე უგულშემატკივრებ.
- ფასი
- 12.9
- წონა
- 0.377
- ნანახია
- 745
მსგავსი პროდუქტები
კეთილიონი
ავტორი: არნფინ ქოლერუ
მთარგმნელი: სოფო ქარჩხაძე
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
სერია: საოცრება
ყდა: რბილი
10 წლის ფრანკის ცხოვრება იმ დღეს იცვლება, როცა ის და დედამისი 24 მილიონ კრონას მოიგებენ. დედა კი გადაწყვეტს, ბანკში შეინახოს ფული და არავის გაანდოს ეს ამბავი, მაგრამ პატარა დაბაში რაიმეს დამალვა ძალიან რთულია… ყველაფერი მაშინ აირევა, როცა ფრანკის დედა გადაწყვეტს, სიკეთის კონკურსი გამოაცხადოს, „კეთილიონის“ გამარჯვებული კი 1 მილიონით დააჯილდოოს.
12.9
ჯაფარა
ავტორი: ქეთრინ ერსკინი
მთარგმნელი: ანი კოპალიანი
სერია: საოცრება
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ყდა: რბილი
კეიტლინს ხატვა და ლექსიკონები უყვარს, და კიდევ ფილმი „ნუ მოკლავ ჯაფარას“. სწორედ ამ ფილმის მთვარი გმირის მეტსახელს, „სკაუტს“ ეძახდა უფროსი ძმა. მაგრამ ძმა, ერთადერთი ადამიანი, ვინც გულისყურით უსმენდა და ასწავლიდა, მასობრივ მკვლელობას ემსხვერპლა… და დევონის გარეშე დარჩენილი კეიტლინი ცდილობს როგორც საკუთარ, ისე მამას გაუსაძლის ტკივილს რამე მოუხერხოს და იწყებს საშველის ძებნას, რასაც კათარზისს ეძახის. არადა ის მხოლოდ 11 წლის არის და თანაც ასპერგერის სინდრომით დაავადებული – მისი თითქმის არავის ესმის. კეიტლინი ახერხებს არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის იპოვოს კათარზისი, არამედ დაეხმაროს სასოწარკვეთილ მამას და კიდევ ბევრი ადამიანისთვის იქცეს სიმამაცის სიმბოლოდ.
12.9
ავგუსტი და მე
ავტორი: რ.ჯ. პალაციო
მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი
სერია: საოცრება
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
ყდა: რბილი
„ავგუსტი და მე“ რ.ჯ. პალაციოს ბესტსელერის „საოცრების“ გაგრძელებაა, უფრო სწორად, როგორც ავტორი ამბობს, არა გაგრძელება, არამედ დამატება. „საოცრება“ ავგი პულმანის ისტორიაა, „ავგუსტი და მე“ კი სამი პერსონაჟის მიერ მოთხრობილი საკუთარი ამბავი. ამ სამ ამბავში მხოლოდ გაკვრით არის ნახსენები ავგუსტი, თუმცა თავისდა უნებურად, სწორედ ეს ხდება ჯულიანის, ქრისტოფერისა და შარლოტის გარდაქმნის მიზეზი.
„ავგუსტი და მე“ სიკეთისა და სიმამაცის საოცარ ამბავს აგრძელებს. ეს წიგნიც აუცილებლად დაგაფიქრებთ, გულს აგიჩუყებთ, გაგამხნევებთ, და რაც მთავარია, დაგიმტკიცებთ, რომ ყოველთვის ჯობია, აირჩიოთ სიკეთე.
12.9