აველუმი
25
ავტორი: ოთარ ჭილაძე
"ჩვენს წინაშეა არაჩვეულებრივად მრავალფეროვანი, უნივერასლური ნაწარმოები, პოეზიის, სასიყვარულო ისტორიის, ფილოსოფიის, საკუთრივ ისტორიის, პუბლიცისტკის აფორიტიკის მხატვრული წნული. და ალბათ, შემთხვევითი არ არის,ეს მნიშვნელოვანი წიგნი აღოსავლეთ ევროპაში გარდატეხის ჟამს სწორედ საქართველოდან რომ მოვიდა..." ქრისტინე ლიჰტენფელდი
- გამომცემლობა
- არეტე
- ფასი
- 25
- წონა
- 0.605
- ნანახია
- 928
მსგავსი პროდუქტები
ლეას საათი
ავტორი: ირაკლი სამსონაძე
სერია: 10 რომანი დიქტატურაზე
„ლეას საათი“ ერთი გვარის – ბაგარების სამსაუკუნოვანი ისტორიაა. პირველი ბაგარი უნგრეთიდან ჩამოვიდა საქართველოში. აქედან იწყება მათი დამკვიდრების მცდელობა, უცხო ქვეყანაში დაეფუძნონ, კარ-მიდამო გაიჩინონ, წარჩინებული გვარის ქალი შეირთონ და შთამომავლობა ჰყავდეთ. მეფის რუსეთი, 1917 წლის რევოლუცია, საქართველოს დამოუკიდებლობის სამწლიანი ხანა, საქართველოს ოკუპაცია ბოლშევიკური რუსეთისგან, 1937 წლის სისხლიანი რეპრესიები და საბჭოთა საქართველოს, სსრკ-ს დაშლა და ხელახლა მოპოვებული დამოუკიდებლობა, პოსტსაბჭოური საქართველო, სამოქალაქო ომი და ქვეყანაში გამეფებული განუკითხაობა – ბაგარები ყველგან ჩანან, ყველა სისტემის ერთგულებად რჩებიან, მაგრამ მათ გვარს ბედისწერასავით თან სდევს განგებისგან გამოტანილი საერთო სასჯელი.
24.95
რკინის თეატრი
ავტორი: ოთარ ჭილაძე
25
გოდორი
ავტორი: ოთარ ჭილაძე
ადამიანი სინდისია, სინდისის გარდა, რაც არ უნდა წაართვა, მაინც ადამიანი იქნება… სიკვდილის მერეც ადამიანისგან მარტო სინდისი რჩება. სინდისი იგივე სულია ადამიანისა, ანუ სული იგივე სინდისია… ვიდრე ადამიანს სინდისი აწუხებს, ყველაფერს ეშველება კიდევ, რადგან მთავარი ის კი არ არის, ღმერთმა ტალახისგან რომ შემქმნა ის, არამედ, მთავარია, თავისი სული რომ ჩაჰბერა იმ ტალახს.“ - წერდა ოთარ ჭილაძე, ქართული ლიტერატურის სინდისი, რომლიც პროზაც, პოეზიაც და წერილებიც მწერლის პასუხისმგებლობისა და სინდისიერების უზადო ნიმუშია.
25
გზაზე ერთი კაცი მიდიოდა
ავტორი: ოთარ ჭილაძე
გამომცემლობა: არეტე
25
მარტის მამალი
ავტორი: ოთარ ჭილაძე
"ოთარ ჭილაძის რომანში - "მარტის მამალი", ასახულია ყმაწვილი კაცის ცხოვრება, რომელსაც მძიმე სულიერი ტრავმა მიაყენა ტრაგიკულმა შემთხვევამ, რისი მოწმეც უნებურად გახდა. ამ შემთხვევამ ცხოვრებაში წარუშლელი კვალი დაუტოვა და აქედან დაიწყო მისი, როგორც პიროვნების ჩამოყალიბება. მწერალი აგრძელებს თავის ჩვეულ ხელწერას - რომანი ხასიათდება ღრმა ფსიქოლოგიური წიაღსვლებითა და ექსპრესიული თხრობით".
25
ყოველმან ჩემმან მოპვნელმან...
ავტორი: ოთარ ჭილაძე
გამომცემლობა: არეტე
ყდა: მაგარი
25
ოთარ ჭილაძე - 65 ამბავი #32
სერია: თან საკითხავი
წიგნი შეადგინეს მანანა ჯანელიძემ და სალომე ნიკოლეიშვილმა.
გამოცემაში შესული ამბების ავტორები:
ვახტანგ ჯავახაძე, თამაზ ჭილაძე, ბესიკ ხარანაული, ლია სტურუა, ტარიელ ჭანტურია, მაკა ჯოხაძე, ლევან ბრეგაძე, მანანა კვაჭანტირაძე, ემზარ კვიტაიშვილი, ლალი ავალიანი, ზურაბ კიკნაძე, ირაკლი სამსონაძე, დონალდ რეიფილდი, შუქია აფრიდონიძე, გიგი სულაკაური, ქეთევან შენგელია, ლაშა თაბუკაშვილი, აკა მორჩილაძე, ივანე ამირხანაშვილი, ცისანა გენძეხაძე, ბესო ხვედელიძე, არჩილ ქიქოძე, შოთა იათაშვილი, ნატო ინგოროყვა, ზვიად კვარაცხელია, ვახტანგ ღლონტი, თამარ შაიშმელაშვილი, ფარნა-ბექა ჭილაძე, რაულ ჩილაჩავა, ლელა ჯიყაშვილი, ია სულაბერიძე.
„მაინც ვერავინ ვერ ცხოვრობს ჩემდენს...“ – 1968 წელს დაწერილ ლექსში ოთარ ჭილაძემ თავისი იმწუთიერი შეგრძნებაც აღწერა და თითქოს ის მომავალიც განჭვრიტა, რაც მას, როგორც მწერალს და კაცს უნდა გაევლო.
ოთარ ჭილაძის შესახებ მოთხრობილი ეს ამბები კიდევ ერთხელ გვარწმუნებს, რომ „აველუმის“ ავტორის არსებაში ერთდროულად ცხოვრობდა „სიყვარულის იმპერიის“ შემქნელი ოდისევსიც დაასკეტიც, რომელსაც ყოველდღიურად, თხუთმეტი საათი შეეძლო ემუშავა, თვეების განმავლობაში.
ბავშვობა, ოჯახი, აღიარება სტუდენტობიდანვე, შემოქმედებითი ლაბორატორია, ლიტერატურული ურთიერთობები, მეხის გავარდნასავით გაჩენილი „გზაზე ერთი კაცი მიდიოდა“ და საკაცობრიო მნიშვნელობის რომანები, პატრიოტიზმი, როგორც „ჯილდო და სასჯელი“, აღიარება ევროპაში და ურთიერთობების გაწყვეტა რუს კოლეგებთან, რომლებმაც 90-იანი და 2000-იანი წლების რუსულ აგრესიაზე ხმა არ ამოიღეს – ეს და კიდევ არაერთი თემა და შტრიხია ამ წიგნში, რომელზეც სხვადასხვა თაობის 30-მდე ავტორი ჰყვება.
11.9
თამაზ ჭილაძე - 55 ამბავი #31
სერია: თან საკითხავი
ამ წიგნში თამაზ ჭილაძის თანამედროვეები – მწერლები, მსახიობები, ჟურნალისტები, მისი მეგობრები თუ მასთან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გარემოებაში მოხვედრილი ადამიანები ჰყვებიან მრავალმხრივ საინტერესო და გამორჩეული პიროვნების შესახებ.
თამაზ ჭილაძემ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა თანამედროვე ქართულ კულტურაში როგორც მწერალმა, დრამატურგმა, არაერთი საეტაპო მნიშვნელობის ლიტერატურული მონოგრაფიისა და წერილის ავტორმა, თეატრის თეორეტიკოსმა, უმნიშვნელოვანესი სახელოვნებო და ლიტერატურული გამოცემების რედაქტორმა, მწერალთა/დრამატურგთა თაობების აღმზრდელმა და მასწავლებელმა.
თამაზ ჭილაძე ერიდებოდა საჯაროობას – თავისი ცხოვრებისა და პროფესიული ამბების გამოქვეყნებას. დღეიდან ეს ბიოგრაფიული დეტალები, ის ამბები, რაც კერძო საუბრებად რჩებოდა და ხშირად ადრესატამდე (მთავარ პერსონაჟამდე) ვერაღწევდა, უკვე ხელმისაწვდომია მკითხველისთვის.
11.7