ბულერბიელი ბავშვები (9-11)
10.9
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი
მთარგმნელი: ჯენეტ ბაჯელიძე
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
შვედეთის პატარა სოფელ ბულერბიში სულ სამი სახლი დგას: ერთში 7 წლის ლიზა ცხოვრობს თავის უფროს ძმებთან, ლასესა და ბოსესთან ერთად, მეორე სახლში ორი გოგონა – ბრიტა და ანა, მესამეში კი – ბიჭუნა ულე. ეს ბავშვები მეგობრები არიან – სულ ერთად თამაშობენ, სკოლაში დადიან, მშობლებს ეხმარებიან… წაიკითხეთ ამ ექვსი არაჩვეულებრივი ბავშვის ყოველდღიური ამბები და იხალისეთ მათთან ერთად.
- გამომცემლობა
- სულაკური
- ფასი
- 10.9
- წონა
- 0.32
- ნანახია
- 1093
მსგავსი პროდუქტები
სათაგური და სხვა მოთხრობები (9-10)
ავტორი: ვაჟა-ფშაველა
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
ამ შესანიშნავ კრებულში თავმოყრილია ვაჟა-ფშაველას რჩეული მოთხრობები.
მწერალი მისთვის დამახასიათებელი ოსტატობით გვიხატავს გასულიერებული ბუნების სურათებს, მთიელთა ყოფა-ცხოვრების ამსახველ ეპიზოდებს; გადმოსცემს ცხოველების, ფრინველებისა და მცენარეების „განცდებს“, ქმნის პერსონაჟთა კოლორიტულ სახეებს…
მისი მოთხრობების პერსონაჟ ცხოველებს ადამიანების მსგავსად შეუძლიათ ფიქრი, განსჯა თუ ოცნება. მათთვის „უმაღლესი ადამიანური გრძნობებიც კი უცხო არ არის“.
„სათაგური“, „შვლის ნუკრის ნაამბობი“, „ხმელი წიფელი“, „ქუჩი“, `სვავი“, „პაპას მსოფლიო ფიქრები“… უდავოდ უნიკალური ნიმუშებია ქართული კლასიკური პროზისა.
თხრობის სისადავე და ასეთივე უბრალო, ხატოვანი ენა ადვილი აღსაქმელია მოზარდი მკითხველისათვის, ხოლო ორიგინალური შავ-თეთრი ილუსტრაციები განსაკუთრებულ ელფერს სძენს ვაჟას გმირებს.
9.9
მატილდა
ავტორი: როალდ დალი
მთარგმნელი:ნინო ძამუკაშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
მატილდა ვუნდერკინდია – განსაკუთრებული ნიჭის მქონე გოგონა. პირველ კლასში შესვლამდე არა მარტო წერა-კითხვა და ანგარიში იცის, არამედ სქელტანიან რომანებსაც კითხულობს.
მატილდას მშობლები უგულო და უყურადღებო ხალხია; არც გოგონას სწავლა-განათლებაზე ზრუნვით იკლავენ თავს და მის განსაკუთრებულ ნიჭსაც ეჭვით უყურებენ, უფრო სწორად, საერთოდ ვერ ამჩნევენ…
აი, როგორც იქნა, მოაფიქრდათ შვილის სკოლაში მიყვანა, მაგრამ ამ სკოლის დირექტორს – ვეება, პირქუშსა და ბრაზიან ქალს, არა მხოლოდ მატილდა, ყველა ბავშვი ჭირის დღესავით ეჯავრება.
თუმცა გონიერი გოგონა, კეთილი და გულისხმიერი მეგობრების დახმარებით, მოძალადე დირექტორსაც ასწავლის ჭკუას და უსულგულო მშობლებისგანაც სამუდამოდ დაიხსნის თავს.
10.9
ჩარლი და შოკოლადის ქარხანა
ავტორი: როარდ დალი
მთარგმნელი: მედეა მგალობლიშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
მოსწავლის ბიბლიოთეკა ხუთ ასაკობრივ კატეგორიად იყოფა. თითოეულ კატეგორიაში თავმოყრილია შესაბამისი სირთულის ტექსტები. სერიაში შესული არცერთი ნაწარმოები არ არის შემოკლებული.
მოსწავლის ბიბლიოთეკა მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.
8.9
ჩვენც სალტკროკელები ვართ
ავტორი: ასტრიდ ლინდგრენი
მთარგმნელი: ლიკა ჩაფიძე
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
მელკერსონების ოჯახი, მამა და ოთხი შვილი, ზაფხულის გასატარებლად სტოკჰოლმიდან კუნძულ სალტკროკაზე მიემგზავრება. ბავშვები ჩასვლისთანავე დაუმეგობრდებიან სალტკროკელებს და სულ მალე მთელი გულით შეუყვარდებათ მთელი კუნძული.
„ჩვენც სალტკროკელები ვართ“ ასტრიდ ლინდგრენის ყველაზე დიდი და, ამავე დროს, ერთ-ერთი ყველაზე რეალისტური წიგნია. აქ თითქოს არაფერია მოგონილი პატარა, უკბილო სტინას ზღაპრების გარდა. დიახ, ამ საოცარ წიგნში, ისევე როგორც რეალურ ცხოვრებაში, სევდაც ბევრია და სიხარულიც, ხიფათიც და გამართლებაც, იმედგაცრუებაც და ბედნიერებაც. წაიკითხეთ და თქვენც გახდით სალტკროკელი, რუკაზე არარსებული, მაგრამ ყველაზე რეალური კუნძულის მოსახლე.
12.9
რობინ ჰუდი
მთარგმნელი: ვალენტინა ტატიშვილი
სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა
შავ-თეთრი ილუსტრაციებით გაფორმებული ეს წიგნი შერვუდის ტყის ზღაპრულ სამყაროში გამოგზაურებთ. იქ ლეგენდარული რობინ ჰუდი ცხოვრობს, რომელიც თავის მეგობარ ჯონთან ერთად მდიდარ, გაზულუქებულ დიდგვაროვნებს ძარცვავს და ღარიბ, ჩაგრულ ხალხს მფარველობს, რითაც მათ სიყვარულსა და პატივისცემას იმსახურებს.
რობინ ჰუდი სათავეში უდგება „კანონგარეშე“ გამოცხადებულ ადამიანებს, რათა ინგლისში გამეფებულ საყოველთაო უსამართლობას შეებრძოლოს. როდესაც ნოთინგჰემის მხდალმა შერიფმა რობინის მამა მოკლა, უძლეველმა მშვილდოსანმა დაიფიცა, რომ შურს იძიებდა. მისიის შესასრულებლად ის სანდომიან ქალიშვილ მერიენს, ასევე განდევნილ თანასოფლელებს შეეკვრება და მათთან ერთად იბრძვის ბოროტი შერიფის წინააღმდეგ.
7.9