ამბავი ლილე იროელისა
14.95
ავტორი: ნატო დავითაშვილი
„ამბავი ლილე იროელისა“ ყველა ასაკის მკითხველისთვისაა, ყველა ადამიანისთვისაა, ვისაც უნდა, ცოტა ხნით მაინც მოწყდეს ერთფეროვან რეალობას და უცხო სამყაროებში იმოგზაუროს, იმ ბავშვებისთვისაა, რომლებსაც ჰგონიათ, რომ კითხვა მაინცდამაინც არ უყვართ, სინამდვილეში კი, მკითხველობის სიხარულის აღმოსაჩენად ლილეს გაცნობას ელოდებიან, იმ მოზარდებისთვისაცაა, რომლებმაც უკვე შეიყვარეს კითხვა და მუდმივად ახალ შეგრძნებებს ეძებენ, იმ ზრდასრულებისთვისაც, ჯადოსნური თავგადასავლები რომ წარსულში დატოვეს და იმათთვისაც, ვისაც არასოდეს განელებია უცნობი მიწების, ცებისა და ზღვების აღმოჩენის წყურვილი.
- გამომცემლობა
- ინტელექტი
- ფასი
- 14.95
- ნანახია
- 1118
მსგავსი პროდუქტები
ამბავი ლილე იროელისა
ავტორი: ნატო დავითაშვილი
„ამბავი ლილე იროელისა“ ყველა ასაკის მკითხველისთვისაა, ყველა ადამიანისთვისაა, ვისაც უნდა, ცოტა ხნით მაინც მოწყდეს ერთფეროვან რეალობას და უცხო სამყაროებში იმოგზაუროს, იმ ბავშვებისთვისაა, რომლებსაც ჰგონიათ, რომ კითხვა მაინცდამაინც არ უყვართ, სინამდვილეში კი, მკითხველობის სიხარულის აღმოსაჩენად ლილეს გაცნობას ელოდებიან, იმ მოზარდებისთვისაცაა, რომლებმაც უკვე შეიყვარეს კითხვა და მუდმივად ახალ შეგრძნებებს ეძებენ, იმ ზრდასრულებისთვისაც, ჯადოსნური თავგადასავლები რომ წარსულში დატოვეს და იმათთვისაც, ვისაც არასოდეს განელებია უცნობი მიწების, ცებისა და ზღვების აღმოჩენის წყურვილი.
14.95
ნისლებში და ნისლებს მიღმა
ავტორი: ნატო დავითაშვილი
გამომცემლობა: ინტელექტი
ადამიანები დაბეჩავდნენ, გმირების შესახებ ლეგენდებიღა შემორჩა, ვინც ცოცხალი გადარჩა – კერასაა მიჯაჭვული, რადგან სახიფათოა ნისლებში გასვლა. ნისლებში ბილიკები გეზს იცვლიან და ისე იკლაკნებიან, სამუდამოდ დაკარგავენ გაბედულ მგზავრსაც კი. ნისლებში ავსულები, მაქციები და ათასგვარი ფათერაკის მომტანი არსებები დაბორიალობენ, ამიტომ იქ თითოოროლა თავზეხელაღებული, ანდა სიცოცხლემობეზრებული კაციღა თუ შეაბიჯებს. თუმცა ყველაზე სასოწარკვეთილ დროებასაც კი თავისი იმედის სხივი აქვს – ნისლებს მიღმა ჯერ კიდევაა შემორჩენილი ერთი სოფელი, კეთილი და გაბედული ადამიანებით დასახლებული გურო.
ნატო დავითაშვილი განსაკუთრებული ფიგურაა თანამედროვე ქართულ ლიტერატურაში. მიუხედავად იმისა, რომ ამ ავტორზე საუბრისას შეგვიძლია არაერთი ჯილდო და გამარჯვება ვახსენოთ, მისი ფასი ქართული ლიტერატურისთვის პრემიებზე მაღლა დგას, რადგან ის ფენტეზის ჟანრის გურუა, სხვა ჟანრების ნისლებს მიღმა არსებული უნისლო შემოქმედებით. იროელთა ქრონიკებში მწერალი ქართულ მითოლოგიაზე დაყრდნობით უნიკალურ სამყაროს ქმნის, რომელშიც მშობლიური ლეგენდებიდან გადმოსული კარგად ნაცნობი პერსონაჟები ავტორის გამოგონილ გმირებთან ერთად ცოცხლობენ.
„ნისლებში და ნისლებს მიღმა“ ბრწყინვალე საკითხავია როგორც ჟანრის მოყვარულთათვის, ისე ფენტეზისთან უბრად მყოფი მკითხველისთვის, როგორც დიდებისთვის, ისე ბავშვებისთვის. აქ ქართული ფოლკლორის ესთეტიკა ეპოსურ ხასიათთანაა დაზავებული, ფათერაკებითა და მოულოდნელობებით აღსავსე სიუჟეტი კი ნისლებში არსებული ბილიკებივით მიიკლაკნება და წარმოუდგენელია იმის გათვლა, თუ სად ამოაყოფინებს მკითხველს თავს. ამ და სხვა თვისებათა გამო რომანი ერთი ამოსუნთქვით იკითხება, თუმცა ხანგრძლივ საფიქრალს ტოვებს. თუმცა, სანამ თქვენც სხვა მკითხველებივით ჩაფიქრდებოდეთ, ჯერ ნისლებში მცხოვრები მოხუცი ანანიასა და მამაცი მახარეს ამბავი უნდა შეიტყოთ, ნისლებს მიღმა ერეკლე, გვანცა და გამახელა გაიცნოთ, მათთან ერთად კი ვეძის სამკურნალო წყლის მოსაპოვებლად და ნისლთა გასაფანტავად სასწაულებით მოკირწყლულ ბილიკს დაადგეთ, რომელსაც ნატო დავითაშვილის „ნისლებში და ნისლებს მიღმა“ ჰქვია.
15.95
ორსის ორდენის სამხეცე
ავტორი: ნატო დავითაშვილი
გამომცემლობა: წიგნები ბათუმში
12.9
გრძელი ამბავი ნისლთა მოსვლისა
ავტორი: ნატო დავითაშვილი
„გრძელი ამბავი ნისლთა მოსვლისა“ ნ. დავითაშვილის „იროელთა ქრონიკების“ ბოლო წიგნიცაა და პირველიც.როგორც ქრონიკების მე-7 წიგნი,ეს ბოლოა და ამით სრულდება დიდი თავგადასავალი.თუმცა „ნისლთა მოსვლა“ ყველაფრის დასაწყისიცაა,ჯადოსნური გასაღები,რომლითაც ექვსი სხვა კარი იღება.„ამბავი ლილე იროელისა“,„როცა ფრთოსანი ლომები დაბრუნდებიან“,„აიას გზა“,„ლურჯი სუფრის მოცეკვავე“,„ოთხი მხარე და ოთხი სვეტი“,„ნისლებში და ნისლებს მიღმა“ - 6 წიგნი და 6სამყარო, რომელთა დასაწყისიც და დასასრულიც ახლა ხელში გიჭირავთ.
19.95
ოთხი მხარე და ოთხი სვეტი
ავტორი:ნატო დავითაშვილი
„ნატო დავითაშვილი წლების წინ გავიცანი, როცა ჯერ კიდევ არ ვიცოდი, თავად ოდესმე რამეს თუ დავწერდი. გამოსაცემად ვნახე, როგორ ამზადებდა წიგნს – ფუსფუსებდა, ზრუნავდა, სიტყვებს უფრთხილდებოდა. იმის შემდეგ ლილე იროელის, მისი ფრთოსანი ლომების, მითოლოგიური თუ ჯადოსნური პერსონაჟებისა და თავგადასავლების გულშემატკივარი ვარ, რადგან ვხვდები, რამხელა ძალა, ნებისყოფა და ფანტაზია სჭირდება ერთი პერსონაჟის ისე განვითარებას, რომ მასზე რამდენიმე წიგნი დაწერო, შეუნარჩუნო მკითხველის ინტერესი და დატოვო ის ძალიან მამაც, კეთილშობილ და სამართლიან გმირად, რომელიც ხშირად ახალგაზრდა მკითველისთვის მაგალითის მიმცემი ხდება.
ყველაზე მეტად მახარებს ის ფაქტი, რომ ჩვენს ქართულ სალიტერატურო სივრცეში არსებობს წიგნი (წიგნები), სავსე მითოლოგიური, ზღაპრული, მაგიური გამონაგონით. ნებისმიერ დროს შესაძლებელია, რეალობით დაღლილმა მკითხველმა მას თავი შეაფაროს, გამოგონილი სამყაროს მშვენიერებით დატკბეს და შეუერთდეს მთავარი პერსონაჟის მარადიულ რბოლას მზისკენ“, – თამარ გეგეშიძე.
17.9
დაბრუნება
ავტორი: ნატო დავითაშვილი
ეს არის წიგნი ჩვენი სამყაროს შესახებ, რომელიც შესაძლებელია, ასეთიც იყოს _ ადამიანებითა და სხვებით დასახლებული.
9.9