santaesperanza
 ბერტა ისლა
 ბერტა ისლა

ბერტა ისლა


34.95

ავტორი: ხავიერ მარიასი

მთარგმნელი: ლანა კალანდია

ხავიერ მარიასი თანამედროვეობის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ესპანელი ავტორია. 15 რომანის, მოთხრობების, ნოველების, ესეების, თარგმანების ავტორი მწერალი არაერთი ესპანური და საერთაშორისო ლიტერატურული ჯილდოს მფლობელია. 2006 წელს აირჩიეს ესპანეთის სამეფო აკადემიის წევრად, რაც ყველაზე დიდი აღიარებაა ესპანურენოვან სამყაროში. 2021 წელს კი, როგორც უცხოელი ავტორი, კიდევ ერთი ავტორიტეტული  ორგანიზაციის – ლიტერატურის სამეფო აკადემიის (დიდი ბრიტანეთი) წევრად აირჩეს. 

 

„ბერტა ისლა“ მარიასის  თავისთავად გამორჩეულ შემოქმედებაშიც კი სრულიად გამორჩეული ტექსტია. ეს არის ნაწარმოები ყველაფერზე, რაც ადამიანისათვის ახლობელი და მნიშვნელოვანია – სიყვარულზე, სიძულვილზე, შიშზე, გაბედულებაზე, ბედნიერებაზე, უბედურებაზე, ერთგულებაზე, ღალატზე, მოდერნული ტიპის ადამიანის დაბადებაზე დიქტატურის წიაღში... „ბერტა ისლაში“ ეს მარადიული საკითხები ერთდროულად ფილოსოფიისა და ლიტერატურის პრიზმაშია გატარებული,  რაც გასაკვირი არ არის – ხავიერ მარიასმა, ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ესპანელი ფილოსოფოსის ვაჟმა, თავადაც ბრწყინვალე ფილოსოფიური და ლიტერატურული განათლება მიიღო, ეს ცოდნა კი შემდეგ მისი ლიტერატურული ნაწარმოებების მძლავრ  შენაკადად იქცა.   

 

შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ სწორედ „ბერტა ისლას“ გამოსვლის შემდეგ გამოჩნდა მსოფლიო პრესაში ფრაზა – Nobel laureate in waiting. ლიტერატურის მოყვარულები და სპეციალისტები  მთელ მსოფლიოში თითქმის დარწმუნებული არიან, რომ ეს დღე შორს არ არის და ლიტერატურის ოლიმპოს დაპყრობამდე ათვლა დაწყებულია. თუმცა, ამავე ლიტერატურის მოყვარულებმა მარიასი უკვე დიდი ხანია, რაც ყველაზე ძვირფასი დაფნის გვირგვინით – სიყვარულით, აღტაცებითა და მკითხველისათვის დამახასიათებელი ერთგულებით შეამკეს. 

 


გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
34.95
წონა
0.599
ნანახია
1361
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები