გვირაბი
15.95
ავტორი: ერნესტო საბატო
სერია: ''ინტელექტი'' 25 წლისაა
მთარგმნელი: ნინო ფიფია
მთავარი გმირი, მხატვარი ხუან პაბლო კასტელი ჰყვება თუ როგორ და რატომ მოკლა მარია ირიბარნე, ერთადერთი ადამიანი, რომელსაც „მისი ესმოდა“. ნაწარმოები გაჟღენთილია ეგზისტენციური ეჭვებით, მარტოობითა და სასოწარკვეთით, რასაც თან ერთვის კასტელის ფსიქიკური აშლილობა.წიგნი, რომელიც კრიტიკოსებმა სამართლიანად მონათლეს, როგორც XX საუკუნის ლიტერატურაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი, ქართულ ენაზე პირველად ითარგმნა.
- გამომცემლობა
- ინტელექტი
- ფასი
- 15.95
- წონა
- 0.229
- ნანახია
- 987
მსგავსი პროდუქტები
საუკუნის სკანდალი
ავტორი: გაბრიელ გარსია მარკესი
ესპანურიდან თარგმნეს ელზა ახვლედიანმა და მაკა გოგოლაშვილმა
სერია: "ინტელექტი'' 25 წლისაა
ამ წიგნს სამსჯავროზე გამოჰყავს ჟურნალისტი გაბრიელ გარსია მარკესი, ბოლოს და ბოლოს თავი რომ დაიხსნა ახალგაზრდა, დაღმართზე დამდგარი ბოჰემური გაბოსგან, რომელიც ცოტაც და როგორც მწერალი დაიკარგებოდა, და შემდგომ ორმოცი წლიდან სიკვდილამდე, ჩამოყალიბებულმა, დაფასებულმა და ზეაღმატებულმა ღირსეულად იცხოვრა.
„საუკუნის სკანდალი“ ამ კრებულში ერთ-ერთი ვრცელი და მთავარი რეპორტაჟია. კრებულის სათაურადაც სწორედ ისაა შერჩეული. აქ წარმოდგენილი ტექსტები 1950-1987 წლებში იბეჭდებოდა გაზეთებში. მკითხველი ახალგაზრდა მარკესის საგაზეთო სტატიების კითხვისას ამოიცნობს ახალბედა მთხრობლის სურვილს – სწრაფვას ლიტერატურისკენ, იპოვის ფრაგმენტებს, რომლებშიც იკვეთება ბუენდიების ოჯახი, არაკატაკა...
34.95
კონტრაპუნქტი
ავტორი: ოლდოს ჰაქსლი
მთარგმნელი: გია ბერაძე
სერია: „ინტელექტი“ 25 წლისაა
„კონტრაპუნქტი“, რომელსაც ოლდოს ჰაქსლი (1894-1963) თავის საუკეთესო რომანად მიიჩნევდა, 1928 წელს გამოიცა და, ერთგვარად, დიდი მწერლის შემოქმედების პირველი ეტაპი შეაჯამა.
მუსიკაში კონტრაპუნქტი ისეთ მრავალხმიანობას ეწოდება, რომელშიც ყველა ხმა თანაბრად მნიშვნელოვანია. ეს პრინციპი დაცულია ოლდოს ჰაქსლის რომანში – წიგნს არ ჰყავს მთავარი გმირი, არ აქვს ერთიანი სიუჟეტური ხაზი, ძირითადი შინაარსი პერსონაჟების მონოლოგებსა და საუბრებშია გადმოცემული.
რამდენიმე თვე ლონდონის ინტელექტუალური ელიტის ცხოვრებიდან – წვეულებები, მოგზაურობები, მეგობრული საუბრები, დავები, მაღალი წრის ჭორები. აქ ვერ შეხვდებით სიმპათიურ პერსონაჟებს. სამაგიეროდ, შეგიძლიათ დატკბეთ ავტორის ფაქიზი ირონიით, დროდადრო სარკაზმში რომ გადადის. ათობით ადამიანი-ინსტრუმენტი, რომელთაგან თითოეული თავის პარტიას უკრავს, ქმნის მწყობრ სიმფონიას, რომელიც მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ატმოსფეროს გადმოგვცემს.
ოლდოს ჰაქსლის „კონტრაპუნქტი“ მოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დღემდე აქტუალური ნიმუშია.
34.95
კუპე N6
ავტორი: როზა ლიქსომი
ფინურიდან თარგმნა დიმიტრი გოგოლაშვილმა
სერია: „ინტელექტი“ 25 წლისაა
ფინელი სტუდენტი გოგონა, რომელიც მოსკოვში სწავლობს, ვაგონის კუპეს ჯანიან და „კომბოსტოსყურებიან“ შუა ხნის მამაკაცთან ინაწილებს. გოგონა ხმას არ იღებს, კაცი კი, პირიქით, ენას ვერ აჩერებს. კაცის სკაბრეზული ლექსიკონი და დამახინჯებული მსოფლმხედველობა ქუჩის სასტიკი ცხოვრებისეული პირობების შედეგია. გოგონა, ფაქტობრივად, კაცის ტყვე ხდება და იძულებულია, უსმინოს მის მონოლოგებს, ხანგრძლივ გაჩერებებზე კი საკუთარ თავზეც გამოსცადოს მისი ხეპრეობა.
ფანჯრის მიღმა ერთიმეორის მსგავსი ქალაქები მიცურავენ, სტაგნაციისა და ლპობის ფაზაში შესული ქარხნებით, მათ მიერ მოწამლული ტყეებითა და ადიდებული, ქუჩებში გადმოსული მდინარეებით. მწვანე ცაში ვარსკვლავები ლოლუებივით ბრჭყვიალებენ და ღამის წყვდიადში ქუჩის წვინტლიანი კატები კნავიან.
როზა ლიქსომის ეს რომანი საბჭოთა კავშირის ერთგვარი ავტოფსიაა – ასევე გზა, ჩაკეტილი ქვეყნის სულიერ ცხოვრებაში, მის არსში და იქ მოხვედრილი უცხოელი გოგონას გულში გამავალი.
17.95
იისფერი ჰიბისკუსი
ავტორი: ჩიმამანდა ნგოზი ადიჩი
ინგლისურიდან თარგმნა ლალი ყუშიტაშვილმა
სერია: „ინტელექტი“ 25 წლისაა
„იისფერი ჰიბისკუსი“ ნიგერიელი ინგლისურენოვანი მწერლის, გაერთიანებული სამეფოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ლიტერატურული პრემიის – Women's Prize for Fiction-ის „გამარჯვებულთა-გამარჯვებულის“ რომანია.
წიგნში მოქმედება დასავლეთ ნიგერიაში მიმდინარეობს. მთხრობელი, თხუთმეტი წლის კამბილი, ტკივილით სავსე პირქუშ ცხოვრებას აღწერს. ქვეყანაში გამეფებული სამხედრო ტირანია, ადამიანების მიმართ ჩადენილი სასტიკი დანაშაულებები, უფლებების ფეხქვეშ გათელვა და ამავე დროს, ოჯახური ძალადობა, რელიგიური პირფერობა და მორჩილების იძულება ანგრევს თხუთმეტი წლის კამბილის შინაგან სამყაროს, მაგრამ ის ცდილობს ცხოვრებას თავი გაართვას და შავ-თეთრის გარდა სხვა ფერებიც დაინახოს...
29.95