santaesperanza
ოჯახური ლექსიკა
ოჯახური ლექსიკა

ოჯახური ლექსიკა


14.95

ავტორი: ნატალია გიძბურგი

მთარგმნელი: მადონა ბოკუჩავა

სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა

მე-20 საუკუნის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იტალიელი ქალი ავტორი „დიოგენეში“ პირველად გამოიცემა. ნატალია გინძბურგი (1916 - 1991) პალერმოში დაიბადა. ბავშვობა და სიყმაწვილე ტურინში გაატარა. გინძბურგმა წერა ადრე დაიწყო, ახალგაზრდობიდან ლიტერატორებისა და გამომცემლების წრეში ტრიალებდა. მეორე მსოფლიო ომის დაწყების წინ აქტიურად მონაწილეობდა ანტიფაშისტურ მოძრაობაში.

„ოჯახური ლექსიკა“ ნატალია გინძბურგმა 1963 წელს დაწერა. რომანმა იტალიის ყველაზე პრესტიჟული პრემია „სტრეგა“ მიიღო. წიგნში ნახსენები ადგილები, ამბები და მოქმედი გმირები ნამდვილია, მწერალს არაფერი გამოუგონია, თუმცა, როგორც თვითონ წერს: „მეხსიერება მყიფე რამაა და წიგნები, რომლებიც რეალობას ასახავს, სხვა არაფერია, თუ არა მკრთალი ანარეკლი და ნამსხვრევები იმისა, რაც გვინახავს ან გვსმენია“.

ამ რომანმა ავტორს განსაკუთრებული პოპულარულობა მოუტანა. ეს არის იუმორით განზავებული, მსუბუქი და ლაკონური ენით დაწერილი მოგონებები დიდ ოჯახში გატარებულ ბავშვობასა და სიყმაწვილეზე, ომისწინა მღელვარე დროსა და ცხოვრების სირთულეებზე, რომლებიც ავტორმა ახლობლებთან ერთად გამოიარა.


გამომცემლობა
დიოგენე
ფასი
14.95
წონა
0.235
ნანახია
982
გაზიარება: