santaesperanza

ჰომო ფაბერი | ვიქნები თუნდაც განტენბაინი


25.9

ავტორი: მაქს ფრიში

მთარგმნელი: დალი ფანჯიკიძე

სერია: მსოფლიო ბიბლიოთეკა

,,ვიქნები თუნდაც განტენბაინი” ნაწარმოებია, რომელშიც არ არის სიუჟეტური ხაზი, გამოკვეთილი.მთავარი პერსონაჟები და დაძაბულობა, თუმცა ერთმანეთიდან გამომდინარე და შემდეგ.დამოუკიდებელი გზით განვითარებული ისტორიები ბოლომდე.ითრევს მკითხველს და რომანის დამთავრების შემდეგაც დიდხანს აფიქრებს. სიუჟეტის ერთ-ერთ ძირითად ხაზად შეიძლება.მივიჩნიოთ ამბავი ადამიანისა, რომელმაც გადაწყვიტა, ბრმის ცხოვრებით.იცხოვროს და ამ ხერხით სინამდვილეს ჩახედოს თვალებში.

„ყოველი კაცი ადრე თუ გვიან თხზავს ისტორიას, რომელსაც თავის.ცხოვრებად თვლის, ერთ ან რამდენიმე ისტორიას ერთად“ – სწორედ ამ შეხედულებას ავითარებს ავტორი.რომანში და სხვადასხვა პერსონაჟის ამბავს მრავალი.ვარიაციით ჰყვება. შეიძლება ითქვას, რომ რაც წიგნში ხდება, სინამდვილეში არ ხდება.და ცხოვრებაც, როგორც რომანი, ფიქციაა.

Homo Faber მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომხდარი სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად ადამიანის ცხოვრებასა და ცნობიერებაში მომხდარი ცვლილებების, ადამიანის ადამიანური გრძნობებისა და განცდების, უფრო სწორად კი, მათთან გაუცხოების შესახებ მოგვითხრობს. შუახნის წარმატებულ ინჟინერს, ვალტერ ფაბერს (მეტსახელად HOMO FABER-ს), რომელიც აგდებით უყურებს ადამიანურ სენტიმენტებს, თავისზე გაცილებით ახალგაზრდა ქალი, ზაბეტი შეუყვარდება და განცდები უბრუნდება – იცვლება. მისი  დამოკიდებულება ადამიანების, მთლიანად გარესამყაროს მიმართ და ამ ცვლილებებს უკვე ზაბეტის ტრაგიკული სიკვდილიც ვეღარ აფერხებს.

მაქს ფრიშის ეს გამორჩეული რომანი მწარმოებელი, ტექნოლოგიური პროგრესის საუკუნეში „დაკარგული“ ადამიანის მიერ საკუთარი თავის პოვნის ამბავია.


გაზიარება:

გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
ფასი
25.9
წონა
0.705
ნანახია
492

მსგავსი პროდუქტები