ოლგა
19.95
ავტორი: ბერნჰარდ შლინკი
მთარგმნელი: მაია ფანჯიკიძე
მსოფლიო ბესტსელერის – „წამკითხველის“ ავტორის ბერნჰარდ შლინკის ახალი რომანი „ოლგა“ დიდი სიყვარულის ამბავს მოგვითხრობს.
წარჩინებული გვარის წარმომადგენელი ჰერბერტი და ობოლი, უბრალო ოჯახის შვილი ოლგა, მიუხედავად არაერთი წინააღმდეგობისა, ცდილობდნენ ერთმანეთის ერთგულნი დარჩნენ, თუმცა, მათ სიყვარულს ბევრი გამოცდა ელის. ორიგინალური ფორმით დაწერილ რომანს ფონად გასდევს მე-20 საუკუნის ყველა გარდამტეხი მოვლენა, სადაც კი გერმანიის ძლევამოსილებისკენ სწრაფვის გამოვლინება საბედისწერო გამხდარა კაცობრიობისთვის.
- გამომცემლობა
- ინტელექტი
- ფასი
- 19.95
- წონა
- 0.301
- ნანახია
- 690
მსგავსი პროდუქტები
საუბარი კათედრალში
ავტორი: მარიო ვარგას ლიოსა
მთარგმნელი: ლანა კალანდია
სერია: ახალი თარგმანები, "ინტელექტი'' 25 წლისაა
გამომცემლობა: ინტელექტი
34.95
საუკუნის სკანდალი
ავტორი: გაბრიელ გარსია მარკესი
ესპანურიდან თარგმნეს ელზა ახვლედიანმა და მაკა გოგოლაშვილმა
სერია: "ინტელექტი'' 25 წლისაა
ამ წიგნს სამსჯავროზე გამოჰყავს ჟურნალისტი გაბრიელ გარსია მარკესი, ბოლოს და ბოლოს თავი რომ დაიხსნა ახალგაზრდა, დაღმართზე დამდგარი ბოჰემური გაბოსგან, რომელიც ცოტაც და როგორც მწერალი დაიკარგებოდა, და შემდგომ ორმოცი წლიდან სიკვდილამდე, ჩამოყალიბებულმა, დაფასებულმა და ზეაღმატებულმა ღირსეულად იცხოვრა.
„საუკუნის სკანდალი“ ამ კრებულში ერთ-ერთი ვრცელი და მთავარი რეპორტაჟია. კრებულის სათაურადაც სწორედ ისაა შერჩეული. აქ წარმოდგენილი ტექსტები 1950-1987 წლებში იბეჭდებოდა გაზეთებში. მკითხველი ახალგაზრდა მარკესის საგაზეთო სტატიების კითხვისას ამოიცნობს ახალბედა მთხრობლის სურვილს – სწრაფვას ლიტერატურისკენ, იპოვის ფრაგმენტებს, რომლებშიც იკვეთება ბუენდიების ოჯახი, არაკატაკა...
34.95
ღვთის გლახა
ავტორი: ნიკოს კაზანძაკისი
მთარგმნელი: მაია კაკაშვილი
სერია: "ინტელექტი'' 25 წლისაა
„ღვთის გლახა“ ბიოგრაფიული რომანია, რომელიც დიდი კათოლიკე წმინდანისა და ფრანცისკელთა ორდენის დამაარსებლის – ფრანცისკე ასიზელის შესახებ გვიამბობს.
დიდ ბერძენ მწერალს მუდამ აინტერესებდა ის პიროვნებები, რომლებმაც თავიანთი მოღვაწეობით ეპოქა შექმნეს. ამდენად, გასაკვირი არ არის მისი დაინტერესება ფრანცისკე ასიზელის ცხოვრებით.
რომანში სისხლსავსედ არის გადმოცემული მე-13 საუკუნის იტალია. ვეცნობით იმ დროს ახლად ჩამოყალიბებულ ბერთა ორდენებს და მათ შორის არსებულ განსხვავებებს. თხზულება გაჯერებულია როგორც ქრისტიანული, ისე აღმოსავლური სწავლებებითა და იგავებით. რომანში ვხვდებით იტალიელებსა და სარკინოზებს, დიდებულებსა და ჯვაროსნებს, რომის პაპს, სულთანსა და იერუსალიმის ქრისტიან მეფეს, მრავალ ღირსეულსა და უღირს პერსონაჟს.
34.95
კონტრაპუნქტი
ავტორი: ოლდოს ჰაქსლი
მთარგმნელი: გია ბერაძე
სერია: „ინტელექტი“ 25 წლისაა
„კონტრაპუნქტი“, რომელსაც ოლდოს ჰაქსლი (1894-1963) თავის საუკეთესო რომანად მიიჩნევდა, 1928 წელს გამოიცა და, ერთგვარად, დიდი მწერლის შემოქმედების პირველი ეტაპი შეაჯამა.
მუსიკაში კონტრაპუნქტი ისეთ მრავალხმიანობას ეწოდება, რომელშიც ყველა ხმა თანაბრად მნიშვნელოვანია. ეს პრინციპი დაცულია ოლდოს ჰაქსლის რომანში – წიგნს არ ჰყავს მთავარი გმირი, არ აქვს ერთიანი სიუჟეტური ხაზი, ძირითადი შინაარსი პერსონაჟების მონოლოგებსა და საუბრებშია გადმოცემული.
რამდენიმე თვე ლონდონის ინტელექტუალური ელიტის ცხოვრებიდან – წვეულებები, მოგზაურობები, მეგობრული საუბრები, დავები, მაღალი წრის ჭორები. აქ ვერ შეხვდებით სიმპათიურ პერსონაჟებს. სამაგიეროდ, შეგიძლიათ დატკბეთ ავტორის ფაქიზი ირონიით, დროდადრო სარკაზმში რომ გადადის. ათობით ადამიანი-ინსტრუმენტი, რომელთაგან თითოეული თავის პარტიას უკრავს, ქმნის მწყობრ სიმფონიას, რომელიც მე-20 საუკუნის 20-იანი წლების ატმოსფეროს გადმოგვცემს.
ოლდოს ჰაქსლის „კონტრაპუნქტი“ მოდერნისტული ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და დღემდე აქტუალური ნიმუშია.
34.95
რევოლუციები
ავტორი: ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიო
მთარგმნელი: ფრანგულიდან თარგმნა დალი იაშვილმა
სერია: „ინტელექტი“ 25 წლისაა
„რევოლუციები“ ნობელის პრემიის ლაურეატის – ჟან-მარი გუსტავ ლე კლეზიოს უმნიშვნელოვანესი ნაწარმოებია, რომელიც წარმატებული ლიტერატურული დებიუტიდან ორმოცი წლის თავზე დაიწერა.
მთავარი გმირის – ჟან მაროს თავგადასავალი ძალიან ჰგავს მწერლის ბიოგრაფიას: ორივე ერთდროულად ინგლისელიცაა და ფრანგიც, ორივეს ბრეტონელი წინაპრები ჰყავთ, რომლებიც საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ილ-დე-ფრანსზე დასახლდნენ, რომელსაც შემდგომ მავრიკია ეწოდა; ორივემ ბავშვობა ნიცაში გაატარა, სადაც, თავისუფლებას მიჩვეულებს, უჭირდათ სკოლის გარემოსთან შეგუება; ორივემ, ალჟირის ომის დროს სამხედრო სამსახურიდან თავდაღწეულმა, ინგლისს შეაფარა თავი; ორივე მექსიკაში წავიდა; ორივე კაბილიელზე დაქორწინდა...
ნაწარმოების მთავარი გმირი ჟან მარო პაპიდა კატრინის მონათხრობების წყალობით (პაპიდისა, რომელიც „ოჯახის მეხსიერების და საიდუმლოებების უკანასკნელი მცველია“), თვითონვე ხდება ამ „განძის“ მცველი, რომელიც შთამომავლებს უნდა გადასცეს. იგი ერთ-ერთი რგოლია ამ ოჯახის მეხსიერების ჯაჭვში.
ლე კლეზიო მისთვის ჩვეული ჰუმანიზმით აღწერს ურთიერთობებს თაობათა შორის. მისი გმირისთვის „უცხო“ არავინაა, მისი თვალთახედვის არეში ხვდება ყველა დაჩაგრული, ყველანაირი უსამართლობა. ის, მისი წინაპრების მსგავსად, ცდილობს ამ „რევოლუციებსა“ და არეულობებში მთავარი – ღირსება, სამართლიანობა და ადამიანის სიყვარული – შეინარჩუნოს.
34.95
გარდავედ, მოსე
ავტორი: უილიამ ფოლკნერი
ინგლისურიდან თარგმნეს პაატა და როსტომ ჩხეიძეებმა
სერია: „ინტელექტი“ 25 წლისაა
„გარდავედ, მოსე“ (1942) უილიამ ფოლკნერის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწარმოებია. ავტორი რომანში შინაგან მონოლოგსაც მიმართავს და ცნობიერების ნაკადსაც, წინადადების სტრუქტურასაც არღვევს და პუნქტუაციასაც უგულებელყოფს, თუმცა კი მასში იუმორიც უხვადაა და სატირაც, უაღრესად დრამატულსა და ტრაგიკულ პასაჟებთან ერთად.
რომანში ადამიანისთვის უმთავრესი საკითხების ფონზეა თხრობა გაშლილი: ადამიანი, მიწა, ბუნება, ღმერთი. წიგნის სტრუქტურაა მაკქასლინების ოჯახის გენეალოგია, ყველაზე ჩახლართული საოჯახო ხე იოკნაპატოფას ოლქში.
რომანის უმთავრესი ნაწილი, ნოველა „დათვი“, ყველაზე ადრე ითარგმნა და გამოიცა. მაგრამ მას აკლდა უმთავრესი ნაწილი, მეოთხე თავი, ურომლისოდაც ის მხოლოდ სანადირო მოთხრობად დარჩებოდა. „დათვის“ მეოთხე თავი არა მხოლოდ ამ ნოველის, არამედ მთელი რომანის გასაღებია, ამიტომაც ხელახლა ითარგმნა, რომ სტილისტური მთლიანობა არ დარღვეულიყო.
22.95
ასო „ბ“ სიტყვებში: „ბინა“, „ბეირუთი...“
ავტორი: იმან ჰუმაიდან იუნისი
მთარგმნელი: დარეჯან გარდავაძე
სერია: „ინტელექტი“ 25 წლისაა
თანამედროვე ლიბანელი მწერალი ქალის, იმან ჰუმაიდან იუნისის რომანი: ასო „ბ“ სიტყვებში: „ბინა“, „ბეირუთი...“, მწერლის პირველი რომანია, რომელიც 1997 წელს გამოიცა. მისი მთავარი თემა ლიბანის თხუთმეტწლიანი სამოქალაქო ომია, რომლის ბრმა, უაზრო სისასტიკის თვითმხილველი და მოწმეც მწერალი თავად იყო.
ომის პირისპირ დარჩენილი ქალები და მათი ემოციური სამყარო – ასე შეიძლება მოკლედ რომანის შინაარსის აღწერა. ტექსტი ოთხი ქალური ნარატივისგან შედგება, რომელთაც პირობითად შეიძლება ვუწოდოთ დამოუკიდებელი ნარატივები, რადგან მათი მთხრობელი ოთხივე ქალი სამოქალაქო ომში მოწინააღმდეგე კვარტლებად დაყოფილი ბეირუთის ერთი კორპუსის მაცხოვრებელი მეზობლები არიან, რომლებსაც თავ-თავისი ისტორია აქვთ და საკუთარი ანგარიშები ამ ომთან, თუმცა ისინი ამასთანავე ერთმანეთის ცხოვრების ნაწილებიც არიან და მათი ისტორიები ესაა ამბები ომზე და ერთმანეთზე – მკითხველის აღქმაში ისინი ერთმანეთს ავსებენ და ერთმანეთს უკავშირდებიან.
ოთხივე პერსონაჟის ამბავი სუბიექტური ემოციების სარკეა და ამ სარკეში ეს ოთხი ქალი უმაკიაჟოდ, შეულამაზებლად, ნამდვილი სახით ეჩვენება და თავს ამახსოვრებს მკითხველს, დაუფარავად ესაუბრება მას თავის ყველაზე დაფარულზეც. მწერალი ქალი ამსხვრევს აღმოსავლელი ქალის სტერეოტიპულ იმიჯს როგორც რომანის გმირი ქალების ტიპაჟებით, ისე თავად, რომანის ავტორის ამპლუაში.
17.95
კუპე N6
ავტორი: როზა ლიქსომი
ფინურიდან თარგმნა დიმიტრი გოგოლაშვილმა
სერია: „ინტელექტი“ 25 წლისაა
ფინელი სტუდენტი გოგონა, რომელიც მოსკოვში სწავლობს, ვაგონის კუპეს ჯანიან და „კომბოსტოსყურებიან“ შუა ხნის მამაკაცთან ინაწილებს. გოგონა ხმას არ იღებს, კაცი კი, პირიქით, ენას ვერ აჩერებს. კაცის სკაბრეზული ლექსიკონი და დამახინჯებული მსოფლმხედველობა ქუჩის სასტიკი ცხოვრებისეული პირობების შედეგია. გოგონა, ფაქტობრივად, კაცის ტყვე ხდება და იძულებულია, უსმინოს მის მონოლოგებს, ხანგრძლივ გაჩერებებზე კი საკუთარ თავზეც გამოსცადოს მისი ხეპრეობა.
ფანჯრის მიღმა ერთიმეორის მსგავსი ქალაქები მიცურავენ, სტაგნაციისა და ლპობის ფაზაში შესული ქარხნებით, მათ მიერ მოწამლული ტყეებითა და ადიდებული, ქუჩებში გადმოსული მდინარეებით. მწვანე ცაში ვარსკვლავები ლოლუებივით ბრჭყვიალებენ და ღამის წყვდიადში ქუჩის წვინტლიანი კატები კნავიან.
როზა ლიქსომის ეს რომანი საბჭოთა კავშირის ერთგვარი ავტოფსიაა – ასევე გზა, ჩაკეტილი ქვეყნის სულიერ ცხოვრებაში, მის არსში და იქ მოხვედრილი უცხოელი გოგონას გულში გამავალი.
17.95