santaesperanza
სუმო - 90 ამბავი #38
სუმო - 90 ამბავი #38

სუმო - 90 ამბავი #38


13.95

შეადგინეს ბექა ხოჯავამ, ნიკა ხოფერიამ და დიმიტრი სილაქაძემ

სერია: თან საკითხავი

ას შემდეგ, რაც 2018 წელს ტოჩინოშინი იმპერატორის თასს დაეუფლა და ოძეკის წოდება მოიპოვა, საქართველოში სუმოს გულშემატკივრობის ნამდვილი ბუმი დაიწყო. რეპორტაჟებს უყურებენ საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ლექციებზე, პარლამენტის სხდომებზე, საქმიან შეხვედრებზე. იყენებენ სპეციფიკურ ტერმინებს: იუშო, კაჩი-კოში, იორიკირი, ბანძუკე, ტორიკუმი. კარგი ნაცნობებივით ახსენებენ სუმოტორთა სახელებს: ჰაკუჰო, კაკურიუ, ტაკაკეიშო, გოეიდო, იჩინოჯო, ენდო თუ ტამავაში, განიხილავენ მათ ძლიერ და სუსტ მხარეებს. ადამიანებს უფრო და უფრო იზიდავთ სპორტის ეს სახეობა და ცდილობენ მეტი ინფორმაცია მიიღონ ამ ჯადოსნური სამყაროს შესახებ.

სუმო კი, რომელიც იაპონელთათვის სპორტზე გაცილებით მეტია, დიდი სკივრივითაა და უამრავ საინტერესო ამბავს ინახავს. ელიტარული დივიზიონების სუმოტორები წლის განმავლობაში 90 ბრძოლას მართავენ და რამდენიმე ასეული კილოგრამის სიმძლავრის დარტყმის ძალით ეჯახებიან ერთმანეთს. სწორედ ამდენ საინტერესო ამბავს გიამბობთ ამ წიგნით სუმოს წესების, ისტორიის, გამორჩეული მებრძოლებისა თუ სხვა საინტერესო დეტალების შესახებ.


გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
13.95
წონა
0.222
ნანახია
1094
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები