თამაზ ჭილაძე - 55 ამბავი #31


11.7

სერია: თან საკითხავი

ამ წიგნში თამაზ ჭილაძის თანამედროვეები – მწერლები, მსახიობები, ჟურნალისტები, მისი მეგობრები თუ მასთან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გარემოებაში მოხვედრილი ადამიანები ჰყვებიან მრავალმხრივ საინტერესო და გამორჩეული პიროვნების შესახებ.

თამაზ ჭილაძემ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა თანამედროვე ქართულ კულტურაში როგორც მწერალმა, დრამატურგმა, არაერთი საეტაპო მნიშვნელობის ლიტერატურული მონოგრაფიისა და წერილის ავტორმა, თეატრის თეორეტიკოსმა, უმნიშვნელოვანესი სახელოვნებო და ლიტერატურული გამოცემების რედაქტორმა, მწერალთა/დრამატურგთა თაობების აღმზრდელმა და მასწავლებელმა.

თამაზ ჭილაძე ერიდებოდა საჯაროობას – თავისი ცხოვრებისა და პროფესიული ამბების გამოქვეყნებას. დღეიდან ეს ბიოგრაფიული დეტალები, ის ამბები, რაც კერძო საუბრებად რჩებოდა და ხშირად ადრესატამდე (მთავარ პერსონაჟამდე) ვერაღწევდა, უკვე ხელმისაწვდომია მკითხველისთვის.


გაზიარება:

გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
11.7
წონა
0.121
ნანახია
131

მსგავსი პროდუქტები