santaesperanza
ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი
ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი

ბარონ მიუნჰაუზენის თავგადასავალი


7.9

ავტორი: რუდოლფ რასპე

მთარგმნელი: მზია ერისთავი

სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა

 

ვინ არ იცნობს ბარონ მიუნჰაუზენს და მის საოცარ თავგადასავლებს?! სამფეხა ადამიანებთანაც უცხოვრია და ყველის კუნძულზეც ; ირემიც უნახავს, თავზე ხე რომ ამოუვიდა და ორჯერ მთვარეზეც უმოგზაურია… სად აღარ ყოფილა, რა ფათერაკი არ გადახდენია თავს, მაგრამ თავისი მოხერხებულობის წყალობით ყოველთვის უპოვია გამოსავალი.

ბარონი მიუნჰაუზენი – დიდცხვირა, ჩია ბერიკაცი ნამდვილად ცხოვრობდა გერმანიაში XVIII საუკუნეში და მართლაც უყვებოდა თავის მეზობლებს საოცარ ისტორიებს. ამ ცრუპენტელა ბარონის დაუჯერებელი ამბები რუდოლფ ერიხ რასპემ შეკრიბა და წიგნად გამოსცა. ეს წიგნი დროთა განმავლობაში საბავშვო კლასიკად იქცა, ბარონი მიუნჰაუზენი ბავშვების საყვარელი გმირი გახდა და აგერ უკვე მერამდენე თაობას აკვირვებს და ამხიარულებს თავისი არაჩვეულებრივი თავგადასავლებით.

მოსწავლის ბიბლიოთეკა  მოსწავლეებს მკითხველებად ჩამოყალიბებაში ეხმარება, მშობლებს – შვილებისათვის ასაკის შესაბამისი ლიტერატურის შერჩევაში, პედაგოგებს კი – მოსწავლეთათვის კლასგარეშე საკითხავის ეტაპობრივად მიწოდებაში.


გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
ფასი
7.9
წონა
0.199
ნანახია
1177
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები