ქართული ანბანი (დაწერე და წაშალე)
9.9
გამომცემლობა: სულაკაურის გამომცემლობა
22-გვერდიანი წიგნი + კალამი.
ეს წიგნი ბავშვებს დაეხმარება იმაში, რომ ქართული ანბანი და ქართული ასო-ბგერების წერა მარტივად და ხალისით ისწავლონ. წიგნში ანბანი დალაგებულია თანმიმდევრულად და თითოეულ ასო-ბგერას თან ახლავს საწერი ბადე, რომლის საშულებითაც ბავშვები წერას ისწავლიან. წიგნის გვერდები ილუსტრირებულია და ანბანის შესწავლის პროცესი ასე უფრო გახალისდება ბავშვებისთვის.
წიგნს, ასევე მოყვება ფლომასტერი, რომელიც მარტივად იშლება და ბავშვებს ამ წიგნის გამოყენება მრავალჯერადად შეეძლებათ.
- ფასი
- 9.9
- წონა
- 0.156
- ნანახია
- 858
მსგავსი პროდუქტები
ლოტო: ნახატი და სიტყვა
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცმელობა
კლასი: I-II
ყუთში დაგხვდებათ:
წიგნი
8 დაფა
40 სიტყვა
„ლოტო: ნახატი და სიტყვა“ შექმნილია იაკობ გოგებაშვილის „დედა ენის“ მიხედვით. ლოტოს სათამაშო ნაკრებში მოცემული 4 წითელი დაფა, 4 ლურჯი დაფა და სიტყვების მარაგი 40 ბარათით ოთხი საინტერესო და სახალისო თამაშისთვისაა განკუთვნილი:
ნახატი და სიტყვა
სიტყვების დაჯგუფება
სიტყვის მარცვლები
მინიშნებით სიტყვის პოვნა
თამაშში ჩართვა ორ, სამ ან ოთხ მოთამაშეს შეუძლია. შეიძლება ითამაშოს მეხუთე წევრმაც – ის „სიტყვების მკითხველი“ იქნება. ოთხივე თამაშის ინსტრუქცია პატარა წიგნშია მოცემული. ამავე წიგნის ბოლოს ნახავთ სწორ პასუხებსაც.
ლოტო: ნახატი და სიტყვა საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ბავშვმა თამაშით აღმოაჩინოს ახალი სიტყვები, დაუკავშიროს თავის ყოველდღიურობას, ადვილად დაიმახსოვროს ისინი და, ამგვარად, გაიმდიდროს ლექსიკური მარაგი.
27.9
ქართული ანბანი
ასაკი: 4+
ყუთში იპოვით:
33 წყვილ ფაზლს;
ქართულ ანბანზე შექმნილ გივი ჭიჭინაძის საბავშვო ლექსების წიგნს;
ქართული ანბანის პოსტერს.
„ქართული ანბანის“
ყუთში პატარები იპოვნიან ორ ნაწილიან ფაზლს, ქართული ანბანის პოსტერს და წიგნს გივი ჭიჭინაძის ლექსებით, რომელშიც თითოეულ ასო-ბგერაზე ლექსს შეხვდებიან. ილუსტრირებული პოსტერის დახმარებით ბავშვები ისწავლიან ქართული ანბანის თანმიმდევრობას. ორ ნაწილიანი ფაზლი კი საშუალებას მისცემს მათ, რომ მარტივად დააწყვილონ ასო-ბგერა სიტყვასთან და ქართული ანბანის სწავლის პარალელურად ლექსიკური მარაგიც გაიმდიდრონ.
ყუთში მოთავსებული თითოეული კომპონენტი ეკოლოგიურად სუფთაა და უსაფრთხოა ბავშვების ჯანმრთელობისთვის. ფაზლი კი, დამზადებულია სქელი მუყაოსგან, რაც პატარებს მის მრავალჯერადად გამოყენების საშუალებას მისცემს.
სერია: ითამაშე და ისწავლე
გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
29.9
ჩიპები მოძრავი ქართული ანბანი ა ბ გ
მაგნიტური მოძრავი ანბანისა (ფერადი და ეფექტური ქართული ასოების ნაკრების) დახმარებით ბავშვები შეძლებენ მშობლიურ ენაზე მარტივი სიტყვების შედგენასა და ამოკითხვას.
შეფუთვაში დაგხვდებათ:
წიგნი
მაგნიტური ანბანი (ქართული)
სულაკაურის გამომცემლობა
14.9
მოძრავი ქართული ანბანი ა ბ გ
კლასი: I
საგანი: ქართული ენა
ყუთში დაგხვდებათ:
ილუსტრირებული წიგნი
10 დაფა აქტივობებით
მოძრავი ქართული ანბანი
ყუთში თავმოყრილი რესურსების – ილუსტრირებული წიგნის, დაფებისა და ფერადი მოძრავი ქართული ანბანის – დახმარებით, ბავშვები შეძლებენ ასოების ანბანზე დალაგებას, სიტყვაში გამოტოვებული ასოს ჩასმას, სიტყვის პირველი ასოს მოძებნას და ა.შ. საინტერესო და მხიარული აქტივობების პირობები დაფებზევეა განმარტებული.
მოძრავი ანბანი – ა ბ გ საუკეთესო საშუალებაა იმისთვის, რომ ბავშვმა ადვილად ამოიცნოს და დაიმახსოვროს ქართული ასოები, წერაში გაწაფვამდე შეძლოს მისთვის კარგად ნაცნობი სიტყვების „დაწერა“ და ამოკითხვა.
29.9