santaesperanza
 ქონდრისკაცები
 ქონდრისკაცები

ქონდრისკაცები


16.95

ავტორი: ჰაროლდ პინტერი

ინგლისურიდან თარგმნა რუსუდან მახათაძემ

 

 

კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე თავის ჩანაწერებში წერს: „მიხარია, რომ ქართულმა თეატრმა ჯერ კიდევ 80-იან წლებში პატივი მიაგო ჰაროლდ პინტერს: ნანა ხატისკაცმა რუსთაველის თეატრის პატარა სცენაზე დადგა მისი „კარისკაცი“, იმდროინდელი ქართული რეპერტუარისთვის უჩვეულო, დახვეწილი, შავი იუმორითა და

ტრაგიზმით სავსე სპექტაკლი.

 

 

ორი ძმა და კარისკაცი ავთო მახარაძე, მერაბ თავაძე და ბორის წიფურია... სამი ადამიანი, აბსურდულ სიტუაციაში

ჩართული, ერთმანეთში ჩახლართული ბედით, ერთმანეთზე ბატონობის წყურვილით შეპყრობილნი. ნანამ, რომელიც

სულით ხორცამდე რეჟისორი და ნამდვილი ნოვატორი იყო, მხატვრული ინტუიციით შექმნა ის სივრცე, რომელიც

თურმე არსებითი იყო პინტერის დრამატურგიაში. სპექტაკლში ბატონობდა პინტერისეული დუმილი, პერსონაჟთა უეცარი გაჩუმება, რომლის საშუალებითაც ადამიანები ურთიერთობენ და გამოხატავენ აგრესიას ერთმანეთის მიმართ. დუმილი, რომელიც თავის თავში იტევს ტყუილს. რეჟისორმა ამოატივტივა პიესის არსი: ყველაზე ბანალურ  სიტუაციაში – ორი ძმის ურთიერთობაში – გამოააშკარავა ადამიანის შემაშფოთებელი მისწრაფება, დაიმორჩილოს მეორე ადამიანი, ძალაუფლების მოპოვების წყურვილი – ადამიანის იმპერატიული მოთხოვნილება.

 

 

სამწუხარო ის არის, რომ სპექტაკლი მაყურებელმა თითქმის ვერ ნახა. ის გენერალური რეპეტიციის მერე აკრძალეს; როგორც ჩანს, ცენზურამ მასში საბჭოთა სინამდვილისთვის შეუფერებელი ტენდენციები დაინახა“.


გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
16.95
ნანახია
519
გაზიარება: