santaesperanza
 ოქროს გუნდი და სხვა
 ოქროს გუნდი და სხვა

ოქროს გუნდი და სხვა


34.9

ავტორი: გურამ ფანჯიკიძე

 

გურამ ფანჯიკიძის საფეხბურთო ნონფიქშენი გასული საუკუნის 70-80-იან წლებში იწერებოდა და დღესაც საინტერესო და ემოციური საკითხავია.  ესაა თვითმხილველის მიერ მოყოლილი დიდი სპორტული ეპოქის ამბები, თავისი კაშკაშა გმირებითა და ახდენილ-აუხდენელი ოცნებებით. 

ეს წიგნები, რომელმაც ახლა ერთად მოიყარა თავი, საბჭოთა სინამდვილეში რამდენიმე თაობისთვის მსოფლიო საფეხბურთო მოვლენების გაცნობისა და გააზრების მნიშვნელოვანი წყარო იყო.  თბილისის „დინამოს“ ტრიუმფულ სვლაზე საუბრობს თუ მარადონას ფენომენზე,  გურამ ფანჯიკიძეს ყოველთვის აინტერესებს პროცესი და განწყობები, რამაც ეს დიდი წარმატებები შეამზადა. 

ამიტომ, დაწერიდან 40-50 წლის შემდეგაც გურამ  ფანჯიკიძის იმდროინდელ ბესთსელერებს ახლაც ინტერესით  წაიკითხავს სხვადასხვა თაობის მკითხველი,  რადგან ტიტულების, ვარსკვლავებისა და სტატისტიკის მიღმა არსებობს მხოლოდ ის (ისინი) – რისი დანახვა და გაზიარებაც მხოლოდ მწერალს შეუძლია.


გამომცემლობა
არტანუჯი
ფასი
34.9
წონა
0.729
ნანახია
318
გაზიარება: