Error: Connection timed out after 15001 millisecondsError: Connection timed out after 15001 milliseconds წიგნის მაღაზია სანტა ესპერანსა - Bookshop Santa Esperanza | ბუნკერი
santaesperanza
ბუნკერი
ბუნკერი

ბუნკერი


12

ავტორი: ივა ფეზუაშივილი

გამომცემლობა: ინტელექტი

ქმარდაკარგული მილა მომავალს გენას გარეშე დაგეგმავს. მათი ქალიშვილი ზემა სისტემის ნაწილი ხდება და გადაწყვეტს, რომ შურისძიებაა ერთადერთი, რასაც უნდა ემსახუროს. ლაზარე კი – ოჯახის უმცროსი წევრი, რომელსაც მემარცხენე იდეების გატარება ცხოვრების წესად უქცევია, ერთხელაც თავისი პრინციპების დათმობის წინაშე დგება.

 

ივა ფეზუაშვილის ახალ რომანში ყარაბაღის ომიდან თბილისში გამოქცეული სიმონიანების საგაა მოთხრობილი – ერთი ოჯახის ამბავი ერთი დღე-ღამის განმავლობაში. ყველა კონფლიქტი, დრამა და გამოცდა ერთიანად დაატყდებათ ამ წიგნის პერსონაჟებს, წარსულის დემონებიც იღვიძებენ და პრობლემის მარტივად, რაციონალურად გადაწყვეტის შესაძლებლობას არ აძლევენ...

წიგნისთვის ავტორს 2020 წელს წინანდლის პრემია გადაეცა.

წიგნისთვის ავტორს 2021 წელს გადაეცა „საბასა“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ სპეციალური პრემია: საბჭოთა და პოსტსაბჭოთა ისტორიის რეფლექსია ქართულ ლიტერატურაში.

ივა ფეზუაშვილი პირველი ავტორია, ვინც განახლებული ფორმატის, ევროკავშირის ლიტერატურული პრემიის (EUPL) მფლობელი გახდა ამ რომანისთვის 2022 წელს. სხვა წლებისგან განსხვავებით, ჟიურიმ ამჯერად მხოლოდ ერთი, მთავარი გამარჯვებული დაასახელა. 


    {sabugaltro}

ფასდაკლება
30
გამომცემლობა
ინტელექტი
ფასი
12
ნანახია
604
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები