Error: Connection timed out after 15001 millisecondsError: Connection timed out after 15001 milliseconds წიგნის მაღაზია სანტა ესპერანსა - Bookshop Santa Esperanza | ბიჭი და ძაღლი და სხვა მოთხრობები
santaesperanza
ბიჭი და ძაღლი და სხვა მოთხრობები
ბიჭი და ძაღლი და სხვა მოთხრობები

ბიჭი და ძაღლი და სხვა მოთხრობები


10.9

ავტორი: არჩილ სულაკაური

სერია: მოსწავლის ბიბლიოთეკა

ამ კრებულში თავმოყრილია მე-20 საუკუნის ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მწერლის, არჩილ სულაკაურის მოთხრობები: „ბიჭი და ძაღლი“, „გაბო“, „მტრედები“, „ძველი ამბავი“ და სხვები.

მწერლის განსაკუთრებული თხრობის მანერა, უმცირესი წვრილმანების დანახვის უნარი, ანალიტიკური თვალთახედვა, ადამიანის ფსიქიკის სიღრმეთა წვდომა გამორჩეულს ხდის ამ მოთხრობებს. აქ გამოგონილ პერსონაჟებთან ერთად შეხვდებით რეალურ გმირებსაც, მაგალითად, ნიკოლოზ ბარათაშვილს („ღამე ყაბახზე“), პირველ ქართველ ფიზიოლოგ ივანე ბერიტაშვილს („ბრმა ლეკვები ივანე ბერიტაშვილისთვის“)…

ჰუმანიზმით სავსე, გულის ამაჩუყებელი ამბავია გადმოცემული მოთხრობაში „ბიჭი და ძაღლი“. ეს არის ამბავი უანგარო სიყვარულზე, ბიჭისა და ძაღლის თავდადებულ მეგობრობაზე.

არჩილ სულაკაურის მოთხრობები დიდი პოპულარობით სარგებლობდა მის თანამედროვეთა შორის და შემდგომ თაობებშიც. ისინი მრავალ ენაზეა ნათარგმნი.


    {sabugaltro}

გამომცემლობა
სულაკაურის გამომცემლობა
ფასი
10.9
წონა
0.356
ნანახია
1229
გაზიარება:

მსგავსი პროდუქტები