santaesperanza

ჩვენ შესახებ

ლიტერატურული კუნძული, საიდანაც იწყება მოგზაურობა წიგნების სამყაროში

 

წიგნის მაღაზია "სანტა ესპერანსა" 2005 წელს წელს დაარსდა სულაკაურის გამომცემლობის მიერ.

პირველივე დღიდან ჩვენ მიზნად დავისახეთ  ქართული გამომცემლობების და განსაკუთრებით ქართველი ავტორების პოპულარიზაცია. თუმცა ჩვენთან ბევრ საინტერესო წიგნს ინგლისურ ენაზეც იპოვნით.

დღეს სანტა ესპერანსას სამ ფილიალში შეხვდებით: მხატვრულ და საბავშვო, განმავითარებელ და შემეცნებით წიგნებს, ისტორიულ ნარკვევებს და ფილოსოფიურ/ფსიქოლოგიურ ნაშრომებს, ლექსიკონებსა და  ცნობარებს. განსაკუთრებით საინტერესო არჩევანი ელოდებათ ხელოვნების მოყვარულებს, არქიტექტორებსა და დიზაინერებს.

სანტა ესპერანსას მყუდრო მაღაზიებში, ნებისმიერი გემოვნების და ინტერესების მკითხველი აღმოაჩენს საკუთარ წიგნს და არა მარტო წიგნს. ჩვენთან საკანცელარიო ნივთების, ბლოკნოტების და წიგნებთან დაკავშირებული სხვადასხვა სუვენირების დიდი არჩევანია.

თუ ეძებ წიგნს, იკითხე სანტა ესპერანსაში