santaesperanza

საოცრება

ფრედი იეიტსის სუპერ სასწაულებრივი მოგზაურობა
ავტორი:ჯენი პირსონი მთარგმნელი: ლაშა გველესიანი სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი 11 წლის ფრედი იეიტსს ფაქტები ძალიან უყვარს და მათ კოლექციონერივით აგროვებს. ბებიის გარდაცვალების შემდეგ, მამობილის ამარა დარჩენილი ბიჭი ბიოლოგიური მამის მოძებნას გადაწყვეტს და საუკეთესო მეგობრებთან, ბენთან და ჩარლისთან, ერთად სახლიდან იპარება. საიდუმლო მოგზაურობისას ისინი ათას შარში ეხვევიან – გაურბიან მძარცველს, მონაწილეობენ ხახვის ჭამის ჩემპიონატში და სუპერგმირებადაც კი შეირაცხებიან. ამ უჩვეულო თავგადასავლის შედეგად ფრედი აღმოაჩენს, რომ მთავარი არა ფაქტები, არამედ სასწაულია, სასწაული კი სხვა არაფერია, თუ არა ოჯახი და მეგობრები.
12.9
კეთილიონი
ავტორი: არნფინ ქოლერუ მთარგმნელი:  სოფო ქარჩხაძე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა სერია: საოცრება ყდა: რბილი 10 წლის ფრანკის ცხოვრება იმ დღეს იცვლება, როცა ის და დედამისი 24 მილიონ კრონას მოიგებენ. დედა კი გადაწყვეტს, ბანკში შეინახოს ფული და არავის გაანდოს ეს ამბავი, მაგრამ პატარა დაბაში რაიმეს დამალვა ძალიან რთულია… ყველაფერი მაშინ აირევა, როცა ფრანკის დედა გადაწყვეტს, სიკეთის კონკურსი გამოაცხადოს, „კეთილიონის“ გამარჯვებული კი 1 მილიონით დააჯილდოოს.
12.9
ულისი
ავტორი: ინგუნ თონი მთარგმნელი: სოფო ქარჩხაძე სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი ულისი ათი წლის გოგონაა. რაც თავი ახსოვს, დედასთან ერთად მწვანე სახლში ცხოვრობს, მაგრამ ერთ დღესაც ყველაფერი იცვლება: მათ ოჯახში პატარა, საყვარელი ძამიკო იანი ჩნდება და იანთან ერთად მისი მამიკოც – სისუფთავისა და წესრიგის მოყვარული აინარი, რომელიც გოგონას პატარა ბავშვივით ექცევა. ამას ისიც ემატება, რომ იანისა და აინარის გამო დედას თითქმის აღარ ახსოვს ულისის არსებობა.
12.9
ხოჭოების დედოფალი #2
ავტორი: მ.ჯ. ლეონარდი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი დარკუსი, ვირჯინია და ბერტოლტი ლუკრეცია კატერის წინააღმდეგ საბრძოლველად ახალ გეგმებს აწყობენ, თუმცა მეგობრებს მრავალი წინააღმდეგობის გადალახვა უწევთ: დარკუსის მამამ მათ კატერის მიერ მისი გატაცების საქმის გამოძიება აუკრძალა, ყალთაბანდი ბიძაშვილები, ჰამფრი და პიკერინგი კი ეს-ესაა ციხიდან გამოვიდნენ… ამ  ბრძოლაში ბავშვებს  ლუკრეციას ქალიშვილი ნოვაკიც ეხმარებათ, რომელიც დესპოტ დედას აუმხედრდა, მაგრამ  შეძლებენ კი ისინი ხოჭოების დედოფლის დამარცხებას?
12.9
თევზი ხეზე
ავტორი: ლინდა მალალი ჰანთი მთარგმნელი: მთარგმნელი: ლია ჯამბურია სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი ელის კლასელების უმეტესობა არანორმალურს ეძახის და დასცინის. მასწავლებლებიც ვერ უგებენ, რის გამოც გოგონა ხშირად ხვდება დირექტორის კაბინეტში… თუმცა, მთავარი პრობლემა ისაა, რომ ელის ვერაფრით გაუგია, როგორ კითხულობენ სხვები, როცა მისთვის ასოები პეპლებივით დაფრინავენ… ერთ დღესაც სკოლაში ახალი მასწავლებელი, მისტერ დენიელსი მოდის და ყველაფერი იცვლება. ის ხვდება, რომ ელის დისლექსია, ანუ წერა-კითხვის უნარის დარღვევა, აქვს და დახმარება სჭირდება; მისი დამსახურებით, თანდათან მთელი სკოლა რწმუნდება, რომ ელი არანორმალური კი არა, პირიქით, ნიჭიერი მხატვარი და მოაზროვნე მოსწავლეა. „თევზი ხეზე“ არის წიგნი, რომელიც ყველა მოსწავლემ და მასწავლებელმა უნდა წაიკითხოს. ეს საოცარი ამბავი ბავშვებსაც და მოზრდილებსაც უდავოდ დაგარწმუნებთ, რომ „შეზღუდული შესაძლებლობა“ პირობითი ტერმინია; რომ სინამდვილეში, როგორც ცნობილი მეცნიერი ალბერტ აინშტაინი იტყოდა: „ყველა ჭკვიანია, მაგრამ თუ თევზის შესაძლებლობებს იმის მიხედვით განსჯი, ხეზე ასვლა შეუძლია თუ არა, ის დაიჯერებს, რომ სულელია“. სხვათა შორის, დისლექსია ბავშვობაში აინშტაინს და კიდევ ბევრ ცნობილ ადამიანს  ჰქონდა.
12.9
პაქსი
ავტორი: სარა პენიპეკერი მთარგმნელი: მთარგმნელი: ანი კოპალიანი სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი მელია მყავდა… მყავს… გავუშვით. გზის პირას დავტოვეთ. მამამ თქვა, ასე აჯობებსო, მაგრამ არ უნდა დამეჯერებინა. ნამდვილი მეგობრობის, ერთგულებისა და თავდადების  გულისამაჩუყებელი ამბავი.
12.9
ბალადა გატეხილ ცხვირზე
ავტორი: ერნე სვინგენი მთარგმნელი: თამარ კვიჟინაძე სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი არნე სვინგენი თანამედროვე ნორვეგიელი მწერალია. ის ახალგაზრდა თაობის ერთ-ერთი საყვარელი ავტორია და მისი ნაწარმოებები დიდი პოპულარობით სარგებლობს ნორვეგიაში. ამ წიგნის დამსახურებით კი მწერალმა მრავალ ქვეყანაში გაითქვა სახელი. „ბალადა გატეხილ ცხვირზე“ სიმამაცის, შიშის, სპორტისა და მუსიკის შესახებ მოთხრობილი ამბავია, მაგრამ ყველაზე მეტად ისეთი დღეების შესახებ, როცა მოულოდნელად აცნობიერებ, რომ შენი ცხოვრება სამუდამოდ შეიცვალა. ცამეტი წლის ბარტს მეტად რთული ცხოვრება აქვს, მაგრამ ის ყოველთვის ოპტიმისტად რჩება, რადგან  ერთი რამ ზუსტად იცის: გულგატეხილობითა და მოწყენით ვერაფერს შეცვლის. დედას სურს, ბარტმა კრივი ისწავლოს, რათა თავის დაცვა შეძლოს, მაგრამ ბიჭს თავდაცვა სხვაგვარად ესმის: ეს არის დადებითი განწყობა და… ოპერა.
12.9
ჯაფარა
ავტორი: ქეთრინ ერსკინი მთარგმნელი: ანი კოპალიანი სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი კეიტლინს ხატვა და ლექსიკონები უყვარს, და კიდევ ფილმი „ნუ მოკლავ ჯაფარას“. სწორედ ამ ფილმის მთვარი გმირის მეტსახელს, „სკაუტს“ ეძახდა უფროსი ძმა. მაგრამ ძმა, ერთადერთი ადამიანი, ვინც გულისყურით უსმენდა და ასწავლიდა, მასობრივ მკვლელობას ემსხვერპლა… და დევონის გარეშე დარჩენილი კეიტლინი ცდილობს როგორც საკუთარ, ისე მამას გაუსაძლის ტკივილს რამე მოუხერხოს და იწყებს  საშველის ძებნას, რასაც კათარზისს ეძახის. არადა ის მხოლოდ 11 წლის არის და თანაც ასპერგერის სინდრომით დაავადებული – მისი თითქმის არავის ესმის. კეიტლინი ახერხებს არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის იპოვოს კათარზისი, არამედ დაეხმაროს სასოწარკვეთილ მამას და კიდევ ბევრი ადამიანისთვის იქცეს სიმამაცის სიმბოლოდ.
12.9
ავგუსტი და მე
ავტორი: რ.ჯ. პალაციო მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი „ავგუსტი და მე“ რ.ჯ. პალაციოს ბესტსელერის „საოცრების“ გაგრძელებაა, უფრო სწორად, როგორც ავტორი ამბობს, არა გაგრძელება, არამედ დამატება. „საოცრება“ ავგი პულმანის ისტორიაა, „ავგუსტი და მე“ კი სამი პერსონაჟის მიერ მოთხრობილი საკუთარი ამბავი. ამ სამ ამბავში მხოლოდ გაკვრით არის ნახსენები ავგუსტი, თუმცა თავისდა უნებურად, სწორედ ეს ხდება ჯულიანის, ქრისტოფერისა და შარლოტის გარდაქმნის მიზეზი. „ავგუსტი და მე“ სიკეთისა და სიმამაცის საოცარ ამბავს აგრძელებს. ეს წიგნიც აუცილებლად დაგაფიქრებთ, გულს აგიჩუყებთ, გაგამხნევებთ, და რაც მთავარია, დაგიმტკიცებთ, რომ ყოველთვის ჯობია, აირჩიოთ სიკეთე.
12.9
ხოჭო ბიჭი (წიგნი 1)
ავტორი: მ.ჯ. ლეონარდი მთარგმნელი: რუსუდან ჯაყელი სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი დარკუსის მამა უკვალოდ გაუჩინარდა. დარკუსი საცხოვრებლად ბიძასთან გადადის და სკოლასაც იცვლის. სწორედ ახალ სკოლაში იწყება უცნაურობებითა და ხიფათით სავსე თავგადასავალი: დარკუსი თავის ახალ მეგობრებთან ერთად იდუმალ საქმეს იძიებს. ბავშვებს ხოჭოებიც ეხმარებიან, განსაკუთრებით მარტორქა ხოჭო – ბაქსტერი. მაგრამ ბიჭისა და ხოჭოს მეგობრობა ვის გაუგია? ან რა კავშირი აქვს დოქტორ ქათლის გაუჩინარებას უჩვეულო ხოჭოებთან, აუტანელ მეზობლებთან და იშვიათი სამკაულების მოყვარულ ლუკრეცია კატერთან?
12.9
ჩვენი სამხრეთი
ავტორი: მარიანე კაურინი მთარგმნელი: სოფიო ქარჩხაძე სერი: საოცრება ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
12.9
ხოჭოების ბრძოლა (წიგნი 3)
ავტორი: მ.ჯ. ლეონარდი მთარგმნელი: ციცო ხოცუაშვილი სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი დარკუსი, ვირჯინია და ბერტოლტი ისევ ერთად არიან. უჩვეულო, მაგრამ ერთგული მეგობრების დახმარებით, ისინი კვლავ ცდილობენ, წინ აღუდგნენ ლუკრეცია კატერს, რომელიც ამაზონის ჯუნგლებშია გამაგრებული და მზაკვრულ გეგმებს აწყობს. მას გიგანტური ხოჭოების მთელი არმია ჰყავს, რომლის საშუალებითაც მსოფლიოს დაპყრობა სურს და თუ არავინ შეაჩერებს, სამყაროს გარდაუვალი განადგურება ემუქრება…
12.9
ცირკი მირანდუსი
ავტორი: ქესი ბიზლი მთარგმნელი: ნინო გოგალაძე სერია: საოცრება გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი მიკას უსაყვარლესი ბაბუა ძალიან ავადაა, ავადმყოფის მოსავლელად ჩამოსული პაპიდა კი ბიჭს ბაბუას ოთახში შესვლის ნებას თითქმის აღარ რთავს. მაგრამ მიკას სასწაულის იმედი აქვს. თუმცა მანამდე ჯადოსნური ცირკი „მირანდუსი“ უნდა იპოვოს და მასთან ერთად – სინათლის მომთვინიერებელი – ჯადოსანი, რომელიც ოდესღაც ბაბუას ერთ სასწაულს დაჰპირდა… მაგრამ ნუთუ შეიძლება მართლა არსებობდეს ცირკი, რომელიც უხსოვარი დროიდან დღემდე უცვლელი სახით მოგზაურობს მსოფლიოს გარშემო, თუ ეს ყველაფერი მხოლოდ გამონაგონია? ეს საოცარი წიგნი მიკასთან ერთად გამოგზაურებს ჯადოსნურ სამყაროში და დაგარწმუნებს, რომ სასწაულის მოხდენა ერთი შეხედვით არაფრით გამორჩეულ ბავშვსაც შეუძლია.
12.9