santaesperanza

50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ

შაგრენის ტყავი
ავტორი: ონორე დე ბალზაკი სერია: 50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო სანამ ცოცხალი ხარ     შაგრენის ტყავის" მთავარი იდეა ერთდროულად ძველთაძველიც არის და მარად ახალიც – დაპირისპირება სურვილსა და შესაძლებლობას, რეალურსა და წარმოსახულს შორის. ამ წინააღმდეგობას რაფაელ ვალენტინი შაგრენის ტყავის თილისმით ებრძვის. შაგრენის თილისმამ რაფაელში გააღვიძა სატანა, რომელიც მზად არის მთელ კაცობრიობაზე იძიოს შური. რაფაელი სიღარიბემ, გამდიდრების დაუოკებელმა ჟინმა, ლამაზ ქალებსა და უზრუნველ ცხოვრებაზე ოცნებამ მიიყვანა ეშმაკის საკურთხეველთან...
16.95
მარტინ იდენი
ავტორი: ჯეკ ლონდონი სერია: 50 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ   წიგნი ინგლისურიდან თარგმნა ვახტანგ ჭელიძემ. ღარიბი მეზღვაური მარტინ იდენი წარმატებასა და მაღალ სოციალურ მდგომარეობაზე ოცნებობს და ცდილობს, ეს ოცნება რეალობად აქციოს. მოტივაციაც დიდი აქვს – უყვარს მდიდარი და გავლენიანი ოჯახის შვილი. გოგონას გულისა და ხელის მოსაპოვებლად კი სიმდიდრე და საზოგადოების პატივისცემა სჭირდება. დიდი მცდელობის შემდეგ, მარტინ იდენთან წარმატება მოდის – ის დიდებას მოიპოვებს, თუმცა... სად გადის ზღვარი ინდივიდუალიზმის შენარჩუნებასა და წარმატებას შორის? რამდენის დათმობა და გაღება შეუძლია ადამიანს მიზნის მისაღწევად?..
16.95
ვეფხისტყაოსანი
ავტორი: შოთა რუსთაველი სერია: 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ    
16.95
სამი მუშკეტერი - წიგნი I
ავტორი: ალექსანდრე დიუმა მთარგმნელი: სერია: 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ გამომცემლობა: პალიტრა L
16.95
სამი მუშკეტერი - წიგნი II
ავტორი: ალექსანდრე დიუმა სერია: 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ   ალექსანდრე დიუმას “სამი მუშკეტერი” XVII საუკუნის საფრანგეთის სამეფო კარის შესახებ მოგვითხრობს. მეფე ლუდოვიკო XIII-ისა და მისი პირველი მინისტრის, კარდინალ რიშელიეს დახლართული ინტრიგების მონაწილე ხდება გასკონიიდან პარიზში ჩასული, მუშკეტერობაზე მეოცნებე დარტანიანი, რომლის უცნაური ცხოვრება მას მერე იწყება, რაც პარიზში მეფის მუშკეტერებს გაიცნობს და დაუმეგობრდება.    
16.95
ჰამლეტი
ავტორი: უილიამ შექსპირი სერია: 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ მიუხედავად იმისა, რომ "ჰამლეტი" ჟამთა სიავის ამსახველი ტრაგედიების კატეგორიას განეკუთვნება, იგი ერთი ამოსუნთქვით იკითხება. გმირის პესიმიზმი თითქოს გადამდებია და ბედის უკუღმართობათა შეცნობას მკითხველი ტრაგედიის გმირებთან ერთად ეძებს. ალბათ, ამიტომ დღესაც ხშირად გვესმის ჰამლეტის ცნობილი მონოლოგი "ყოფნა-არყოფნის" შესახებ.
16.95
80 000 კილომეტრი წყალქვეშ
ავტორი: ჟიულ ვერნი სერია: 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ   წიგნი ფრანგულიდან თარგმნა ნიკო კურდღელაშვილმა. სინამდვილეში, მას არასოდეს უმოგზაურია, თუმცა მილიონობით მკითხველს სამყარო წიგნივით გადაუშალა და ფანტასტიკური მოგზაურობისა და თავგადასავლების დაუვიწყარი ეპიზოდები შესთავაზა. ეს ჟიულ ვერნია - სამეცნიერო-ფანტასტიკური ლიტერატურის ფუძემდებელი და სათავგადასავლო რომანების ავტორი. ჟიულ ვერნი მისი მთავარი წიგნებით დაუვიწყარ მოგზაურობას, თავგადასავლებსა და შთაბეჭდილებებს გპირდებათ. დაემგზავრეთ კაპიტან ნემოსა და პროფესორ არონაკსს წყალქვეშა უკიდეგანო სამყაროსკენ - იქ საოცარი აღმოჩენები გელოდებათ; ინჟინერ სმიტს კი უკაცრიელ, საიდუმლო კუნძულზე გაჰყევით; რობერტ და მერი გრანტები მამას - კაპიტან გრანტს ეძებენ... გაიგეთ, სად ჩაუშვებენ ღუზას და იპოვიან თუ არა მამას; ჩრდილოეთი პოლუსი ახლოს მოგეჩვენებათ, თუ შეუპოვარი და გაბედული კაპიტან ჯონ ჰატერასის საოცარ თავგადასავალს გაეცნობით; ამის მერე კი აღარც აფრიკის სანაპიროებისკენ „პილიგრიმით” მგზავრობის შეგეშინდებათ, თუნდაც გემს თხუთმეტი წლის კაპიტანი მართავდეს. რაც მთავარია, თითოეული “მგზავრობისას” ფათერაკები და მოულოდნელობები ჩვეულებრივი ამბავია, უჩვეულო და წარმოუდგენელი სიტუაციები კი ის თილისმა, რომელიც მკითხველს ჟიულ ვერნისეული ლიტერატურის მოყვარულად აქცევს.    
16.95