santaesperanza
საპიენსი
კაცობრიობის მოკლე ისტორია ავტორი: იუვალ ნოახ ჰარარი სერია: აკადემია მთარგმნელი:ნ. სამუშია გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა რბილი
19.9
სახეობების წარმოშობა
ავტორი: ჩარლზ დარვინი მთარგმნელი: ხათუნა ხაბულიანი და ზაალ კიკვიძე გამომცემლობა: დიოგენე  
36.95
ფასდაკლება
სიზმრის ინტერპრეტაცია
ავტორი: ზიგმუნდ ფროიდი მტარგმნელი: მაია ბადრიძე სერია: NONFICTION   ზიგმუნდ ფროიდის (1856-1939) – ფსიქოანალიზის ფუძემდებლის – ერთ-ერთი უმთავრესი ნაშრომი „სიზმრის ინტერპრეტაცია“ 1900 წელს გამოიცა (ფაქტობრივად, 1899 წლის ნოემბერში დაიბეჭდა). ითვლება, რომ ფსიქოანალიზის საუკუნე სწორედ ამ წიგნით დაიწყო. ავტორის სიცოცხლეში „სიზმრის ინტერპრეტაცია“ რვაჯერ დაიბეჭდა განახლებული რედაქციით. თავისი თეორიის განვითარების კვალდაკვალ, ფროიდს შესაბამისი ცვლილებები შეჰქონდა ტექსტში. წიგნის ქართული გამოცემა პირველი, 1900 წლის, გამოცემის თარგმანია – ტექსტის, რომელშიც ყველაზე ნაკლებია კრიტიკული შენიშვნებისა და გავლენებისაგან გამოწვეული ცვლილებები.     რატომ ვხედავთ სიზმრებს? რას გვაუწყებენ ისინი? რა ფუნქციას ასრულებს სიზმრის ფენომენი ადამიანის ფსიქიკურ ცხოვრებაში? ფროიდის „სიზმრის ინტერპრეტაცია“ ამომწურავი პასუხების გაცემის მცდელობაა კითხვებზე, რომლებიც კაცობრიობას დასაბამიდან აღელვებს.
19.47 29.95
სიყვარული
“Amo, ergo sum” – “მიყვარს, მაშასადამე ვარსებობ” არის ბრიტანელი პოეტის კეტლინ რეინის ერთ-ერთი ლექსის სახელწოდება, რომელშიც იგი აჩვენებს თუ რა არსებითი კავშირი აქვს სიყვარულს არსებობასა და სიცოცხლესთან. წინამდებარე წიგნში წარმოდგენილია აზროვნების აკადემიაში სიყვარულის ირგვლივ გამართული საუბრები. განხილულია სიყვარულის ფსიქოლოგიური და ფილოსოფიური ასპექტები, სიყვარულის რა განსხვავებული ტიპი არსებობს, როგორ ვლინდება სიყვარული ცალკეულ ფსიქოტიპში და როგორ არის შესაძლებელი მათი ურთიერთშეწყობა, რამდენად მნიშვნელოვანია სიყვარული ურთიერთობებსა და გარემომცველ სამყაროსთან დამოკიდებულებაში, რას ფიქრობდნენ სიყვარულის შესახებ ფილოსოფოსები და რით არის მნიშვნელოვანი ეს ნააზრევი ჩვენთვის და დასასრულს კი მსჯელობა ეხება იმ საკითხს, თუ რატომ უნდა წარმოვიდგინოთ სიყვარული, როგორც არსებობის აუცილებელი პირობა.
28
სიყვარული, ტყუილი, ემოციები და თვითშეფასება ურთიერთობებში
ავტორი: ზურა მხეიძე ზურა მხეიძის ლექციების თემატიკა თითქმის მთლიანად მოიცავს იმ ფსიქოლოგიურ სამყაროს, რომელშიც ჩვენ ყოველდღიურად ვცხოვრობთ: სიყვარული – თავისი უამრავი ფორმით, ტყუილი – ავ-კარგით, ემოციის ამოცნობა და მართვა, საკუთარი თავის განთავისუფლება საკუთარივე ზღვრისგან, ბავშვის და ზრდასრულის შეფასება და თვითშეფასება, ინდივიდუალური და ჯგუფური სტერეოტიპები, ურთიერთობები დასავლურ თუ აღმოსავლურ კულტურებში და ჩვენი ადგილი მათ შორის, ურთიერთობა ქალსა და მამაკაცს შორის, ურთიერთობა ბავშვებთან და ხანდაზმულებთან, ურთიერთობები სამსახურში… ზურა მხეიძის საუბრებიდან ყოველთვის ახალს აღმოაჩენ, იქაც კი, სადაც ათასჯერ გაგივლია და აღარ აქცევ ყურადღებას, რადგან გგონია, რომ ყველაფერი იცი. აღმოჩენას ყოველთვის ახლავს სიახლის სიამოვნება, მაგრამ, ამასთანავე, აღმოჩენა ხელს უწყობს ახალ შესაძლებლობათა დანახვას, მათ შორის, პრაქტიკული პრობლემების გადაჭრაში. ბევრ ინტელექტუალურ სიამოვნებას მიიღებთ და პრაგმატულად გამოსაყენებელ ცოდნასაც შეიძენთ.
28
სიყვარული, შიში და ბევრი სხვა რამ (ფსიქოთერაპიული ნოველები)
ავტორი : ირვინ იალომი   ირვინ იალომი – სტენფორდის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის პროფესორი,  ეგზისტენციალურ-ჰუმანისტური ფსიქოლოგიის ერთ-ერთი დამფუძნებელი, ფსიქოთერაპიის „მესამე ტალღის“ წარმომადგენელი და მრავალი მხატვრული და სამეცნიერო წიგნის ავტორი, რომელიც ბესტსელერებად იქცა.  დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, თუ რა სასწაულების მოხდენა შესძლებია ფსიქოთერაპიას. მას უნარი შესწევს, სრულიად გარდაქმნას ადამიანის ცხოვრება, მისი ცნობიერება, ფსიქიკა.  სტენფორდის (აშშ) უნივერსიტეტის პროფესორის – ირვინ იალომის ჯადოსნური საქმიანობა სწორედ ამის ნათელი დასტურია. ავტორის ათ ნოველაში მკითხველი გაეცნობა, ფსიქოთერაპიული სეანსების შედეგად როგორ აღივსო სიცოცხლის ხალისით სუიციდისკენ მიდრეკილი პიროვნება; როგორ დაუბრუნდა ოჯახს და საზოგადოებას ცხოვრებაზე ხელაღებული შვილმკვდარი დედა; როგორ იქცა ტანწეწეტა, ლამაზ ქალიშვილად ქონისა და ხორცის გროვად ქცეული უფრომო არსება; როგორ შეიძლება დაიძლიოს სიკვდილის შიში. ირვინ იალომის თერაპიული პრაკტიკა, სამეცნიერო ნაშრომები, ლიტერატურული შემოქმედება, თუ ლექციები კაცობრიული აზროვნების ისტორიისათვის ფასდაუდებელი სიმდიდრეა. 
30
სიყვარულის 8 წესი
ავტორი: ჯეი შეტი სერია: ლურჯი ოკეანე გვერდით არავინ არ მოგვიჯდება და სიყვარულს ასე არავინ გვასწავლის. ასე რომ, ხშირად ურთიერთობაში რომანტიკული ფილმებიდან და პოპკულტურიდან მიღებული ინფორმაციით ძლივძლივობით ვერკვევით. ყოველ შემთხვევაში, აქამდე ასე იყო. ნაცვლად იმისა, რომ სიყვარული რაღაც არამიწიერ ცნებად ან მთელი რიგი კლიშეების სახით წარმოგვიდგინოს, ჯეი შეტი კონკრეტულ, პრაქტიკულ ნაბიჯებს გვთავაზობს, რომელთა გადადგმაც დაგვეხმარება იმაში, რომ სიყვარულის სწავლისა და მისი განმტკიცებისთვის საჭირო უნარების განვითარება იმაზე უკეთ მოვახდინოთ, ვიდრე ოდესმე. იმ სამყაროში, რომელიც სავსეა ზედაპირული ურთიერთობებით და მოწყურებულია ღრმა ადამიანურ კავშირებს, ჯეი შეტი გვთავაზობს წიგნს, რომელსაც ყველანი ველოდით, რომელშიც მოცემულია უძველესი სიბრძნე, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ ყველაზე მნიშვნელოვან ამოცანაზე – საკუთარ თავთან ჩვენსავე ურთიერთობაზე ვიმუშაოთ.
19.95
სოციალიზმ-ფედერალიზმი საქართველოში
ავტორი: არჩილ ჯორჯაძე ყდა: რბილი
21
სოციოლოგია
ავტორი: სტივ ბრიუსი მთარგმნელი: ლაშა გველესიანი სერია: ძალიან მოკლე შესავალი ბრძნული, ინფორმაციული და თავშესაქცევი. ყველამ, ვისთვისაც ეს დარგი ახალია, სოციოლოგიის გაცნობა ამ წიგნით უნდა დაიწყოს“. პროფესორი გორდონ მარშალი, ბრიტანეთის აკადემიის წევრი „სტივ ბრიუსი შესანიშნავი მეგზურია: დარგს იცნობს, იცის , რა არის მნიშვნელოვანი და ისიც, ამბავ ს როგორ მოჰყვეს. იშვიათ შედეგს ვიღებთ: წიგნს სოციოლოგიაზე, რომელსაც ხელიდან ვერ გააგდებთ“. დევიდ ვოუსი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯი სოციალური კლასის, დანაშაულისა და ნორმიდან გადახრის, განათლების, ბიუროკრატიზმის, რელიგიური და პოლიტიკური დაყოფის კვლევებზე აგებული ეს „ძალიან მოკლე შესავალი“ გვიხსნის სოციოლოგიის ფუნდამენტურ პრინციპებს, თან ითვალისწინებს, როგორ აყალიბებს ინდივიდს საზოგადოება და პირიქით. ამ ახალ გამოცემაში სტივ ბრიუსი აზუსტებს სოციოლოგიის, როგორც დარგის ბუნებას. იცავს რა „მეცნიერებას“ საკუთრივ სოციალურ მეცნიერებებში, ავტორი ამტკიცებს: ვიდრე სოციოლოგიას განსაზღვრავს ახალი დღის წესრიგი და იდეები, არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ აუცილებელიცაა ობიექტური, მიუმხრობელი სოციალური ანალიზი. სტივ ბრიუსი საერთაშორისოდ აღიარებული რელიგიის სოციოლოგია. 1978-1991 წლებში ასწავლიდა ქუინსის უნივერსიტეტში, ბელფასტში. 2001 წლიდან აბერდინის უნივერსიტეტში სოციოლოგიის პროფესორია. 2003 წელს ბრიტანეთის აკადემიის, 2005 წელს კი ედინბურგის სამეფო საზოგადოების წევრად აირჩიეს. სტივ ბრიუსი რამდენიმე წიგნის ავტორია, მათ შორისაა: „სეკულარული ამარცხებს სულიერს“ (ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2017), „ბრაიან უილსონის რელიგია სეკულარულ საზოგადოებაში: 50 წლის შემდეგ“ (ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2016), და „შოტლანდიელი ღმერთები: რელიგია თანამედროვე შოტლანდიაში“ (ედინბურგის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014)
10.9
სიახლეფასდაკლება
სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეების სწავლება ინკლუზიურ გარემოში
ავტორი:  დაიენ ბრაიანტი | ბრაიან ბრაიანტი | დებორა სმითი       სამეცნიერო რედაქტორი ბავშვთა და მოზარდთა ფსიქოლოგი მარიამ უგუზაშვილი მთარგმნელი რამაზ ხატიაშვილი   სკოლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეთა საჭიროებების დაკმაყოფილება, სამწუხაროდ, დღემდე სირთულეს წარმოადგენს, და ინკლუზიურ გარემოში მომუშავე ბევრი მასწავლებელი ჯერაც დაურწმუნებელი და მოუმზადებელია ამ ტიპის სიძნელეებთან გასამკლავებლად. წინამდებარე წიგნის მიზანია მასწავლებელთა დახმარება, რათა მიიღონ საჭირო ცოდნა, რომელიც უახლესი კვლევებითაა დადასტურებული და პრაქტიკაში მრავალგზისაა გამოცდილი, და შეძლონ სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის სათანადო განათლების მიცემა. მკაფიო ენისა და პრაქტიკული მაგალითების საშუალებით, ავტორები, წამყვანი მეცნიერები და დარგის სპეციალისტები – დაიენ ბრაიანტი, ბრაიან ბრაიანტი და დებორა სმითი – აჩვენებენ, როგორ შევქმნათ მართლაც ინკლუზიური საკლასო გარემო მტკიცებულებებზე დაფუძნებული პრაქტიკისა და პრაქტიკული სტრატეგიების მეშვეობით. ვიმედოვნებთ, ეს გამოცემა შთაგონების წყარო გახდება ბევრი მასწავლებლისთვის. შესაბამისი ცოდნისა და ინსტრუმენტების წყალობით, ყველა მასწავლებელს შეუძლია დადებითი ცვლილებები შეიტანოს სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეების საგანმანათლებლო პროცესში.
27.93 39.9
სურვილების ასრულების "მასტერ-გასაღები"
ავტორი:ჩარლზ ენელი   ეს წიგნი, რომელიც კლასიკად ითვლება აზრის შემოქმედებითი ძალის შესახებ, გვაძლევს ყველაზე ნათელ, ამომწურავ და ამასთან მოკლე ახსნას იმ კანონებისა, რომლებიც ეხებიან ისეთ მოვლენას, როგორიცაა წარმატება. თუ თქვენ გინდათ რაღაცის მიღწევა - არა მხოლოდ ბიზნესში, არამედ უბრალოდ ცხოვრებაში, - "მასტერ-გასაღების" სისტემა გასწავლით, ეს როგორ გააკეთოთ. ჩარლზ ენელის ეს წიგნი ბილ გეიტსს და სილიკონის ველის მილიონერებს თავის სამაგიდო წიგნად მიაჩნიათ.
11.95
სქესთა შორის ურთიერთობები
 ავტორი: ალფრედ ადლერი   დიდი ავსტრიელი ფსიქოლოგის და ფსიქიატრის ალფრედ ადლერის ამ შესანიშნავ წიგნში გადმოცემულია მის მიერ შექმნილი სექსუალობის თეორია, რომელშიც მკვეთრად დაუპირისპირდა ზ. ფროიდის შეხედულებებს. ადლერი, ფროიდისგან განსხვავებით, ამტკიცებდა, რომ პიროვნება, მთელი მისი მრავალფეროვნებით განსაზღვრავს სექსუალური მისწრაფებების ხასიათს.
10.5
სხეულის ენა
მთარგმნელი: გიორგი დოლიძე   ალან პიზი და ბარბარა პიზი სხეულის ენის და ადამიანთა კომუნიკაციის საერთაშორისოდ აღიარებული ექსპერტები არიან. მათი წიგნები მსოფლიოში 53 ენაზეა თარგმნილი და 25 მილიონზე მეტი ტირაჟითაა გაყიდული. ადამიანთა შორის კომუნიკაციის მხოლოდ 7-10 პროცენტი ხორციელდება მეტყველების საშუალებით. დანარჩენს სხეულის ენა იღებს თავის თავზე. სხეულის ენა სრული ვერსია გახლავთ საბაზისო ლექსიკონი, რომელიც გაგიკვლევთ გზას ადამიანთა განწყობების, ემოციების და ქცევების წასაკითხად. ეს წიგნი ცხოვრების ყველა ასპექტში დაგეხმარებათ - სახლში, პაემანზე თუ სამსახურში. - როგორ მოვახდინოთ დადებითი შთაბეჭდილება სხვებზე - როგორ მივხვდეთ, თუ ვინმე იტყუება - როგორ მოვიქცეთ და არ მოვიქცეთ საპირისპირო სქესის წარმომადგენლებთან - როგორ მივაღწიოთ მაქსიმალურ მხარდაჭერას პარტნიორებისგან და თანამშრომლებისგან - როგორ წარვმართოთ მოლაპარაკებები - როგორ წარვდგეთ დიდი აუდიტორიის წინაშე - რა განასხვავებს სხვადასხვა კულტურების სხეულის ენას - როგორ ლაპარაკობენ ხელები, თვალები, ტუჩები, ფეხები - ღიმილის ძალა - პიროვნული სივრცე - სასიყვარულო სიგნალები
20
ტიმეოსი
ავტორი : პლატონი   „ტიმეოსი“ გენიალური ბერძენი მოაზროვნის პლატონის (427-347 ქრისტემდე) შემოქმედების გვიანდელი პერიოდის შედევრია, რომელშიაც ზღვრული ლაკონიურობითაა გადმოცემული ავტორის ნატურფილოსოფიური შეხედულებანი, ხოლო ამ შეხედულებებს პლატონისავე მეტაფიზიკა უდევს საფუძვლად. ანტიკური ეპოქის ამ „ყველაზე ბნელსა და ბუნდოვან წიგნში“, რომლის იდუმალებით მოცულ სიღრმეშიც ორგანულად ერწყმის ერთმანეთს უნატიფესი მისტიკა და მკაცრი რაციონალიზმი, მთელი სისრულით ვლინდება არა მარტო ავტორის უმდიდრესი სულიერი გამოცდილება, არამედ წარსულისა თუ მისი თანამედროვე ზუსტი თუ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების, ისევე როგორც პლასტიკური და მუსიკალური ხელოვნების სხვადასხვა დარგის თითქმის ყველა უმნიშვნელოვანესი მიღწევა, რომლებზე დაყრდნობითაც პლატონი აყალიბებს თავისი სირთულით, სითამამითა და ორიგინალობით ჭეშმარიტად განსაცვიფრებელ მეცნიერულ კონცეფციას, ათასწლეულებით წინ რომ უსწრებს თავის ეპოქას და ახალი ევროპული მეცნიერების შორეულ წინამორბედად გვევლინება. ამ თვალსაზრისით, „ტიმეოსს“ სამართლიანად უწოდებენ არა მარტო „პლატონიზმის ენციკლოპედიას“, არამედ მთელი ეპოქისა და მთელი ცივილიზაციის მეცნიერულ შედეგთა ჯამსაც.
15
უსაზღვროება
ავტორი:ჯიმ კვიკი თარგმანი: ლიკა გურაბანიძე   რა იქნება, თუ შევძლებთ მოვემზადოთ უფრო სწრაფად სწავლისთვის? რა მოხდება, თუ შევძლებთ მეხსიერების გაუმჯობესებას?ჯიმ კვიკმა, მსოფლიოში №1 ტრენერმა ნეიროდისციპლინაში, დაწერა წიგნი ,,უსაზღვროება”ტვინის განვითარების, მეხსიერების გაუმჯობესების და დაჩქარებული სწავლისთვის. ეს წიგნი ადამიანებს აძლევს შესაძლებლობას მიაღწიონ მეტ პროდუქტიულობას, მეტ ტრანსფორმაციას, მეტ პერსონალურ და ბიზნეს მიღწევებს - აზროვნების, მოტივაციისა და მეთოდების შეცვლით.
45
უფრო ახლოს სხეულთან
„უფრო ახლოს სხეულთან“, იგივე „ტონოპლასტიკა“ არის წიგნი, რომელიც სხვადასხვა ფსიქოფიზიკური სავარჯიშოებით გვეხმარება იმ დაძაბულობებისგან გათავისუფლებაში, რომელიც ჩვენს სხეულში სტრესის და სხვადასხვა უსიამოვნო განცდების შედეგად არის დარჩენილი. რას გვაძლევს ტონოპლასტიკა ტონოპლასტიკა გვეხმარება დაღლილობის მოხსნასა და არიდებაში, შრომისუნარიანობის ამაღლებაში, მახსოვრობის გაუმჯობესებაში ტონოპლასტიკა გვეხმარება სხვებთან ურთიერთობისას თავი ვიგრძნოთ თავისუფლად, თავდაჯერებულად და მსუბუქად, ყველაზე საპასუხისმგებლო სიტუაციებში ვიყოთ გულისყურით და მშვიდად, გავთავისუფლდეთ შიშებისა და მოუსვენრობისგან
32.5
ფსიქოანალიზი და რელიგია
ავტორი: ერიხ ფრომი   წინამდებარე გამოცემაში შესულია მსოფლიოში ცნობილი ფსიქიატრის, ფსიქოლოგისა და ფილოსოფოსის ერიხ ფრომის ორი ნაწარმოები: "ფსიქოლანალიზი და რელიგია" და "დოგმატი ქრისტეზე". პირველ ნაწარმოებში ავტორი განიხილავს ისეთ რთულ საკითხს, როგორიცაა ათეიზმი და რელიგია. ზოგადი იდეა სულაც არ მდგომარეობს ერთი მათგანის დამდაბლებასა და მეორის ამაღლებაში. "დოგმატი ქრისტეზე" საინტერესოა იმით, რომ ფრომი ცდილობს მიუახლოვდეს ადამიანის საიდუმლოს, უპასუხოს კითხვაზე, თუ ბოლოს და ბოლოს ვინ არის ადამიანი.
10.5
ფსიქოანალიზის შესავალი
ავტორი: ალენ ვანიე მთარგმნელი: გიგა მამინაშვილი ფსიქოანალიზის, როგორც ფილოსოფიის, მედიცინისა და რელიგიის გზაჯვარედინზე აღმოცენებული დისციპლინის, როლი განმსაზღვრელია XX საუკუნის აზროვნებისათვის. თანამედროვე ფრანგი ფსიქოანალიტიკოსი და ფსიქიატრი, პროფესორი ალენ ვანიე „ფსიქოანალიზის შესავალში“ ამ მოძღვრების ფუნდამენტურ კონცეპტებსა და ფსიქოანალიზის ისტორიის გარდამტეხ მომენტებს განიხილავს. წიგნი განკუთვნილია როგორც ფსიქოლოგების, ფსიქოანალიტიკოსებისა და მომიჯნავე პროფესიების წარმომადგენლების, ისე მკითხველთა ფართო წრისთვის, რადგან კვლევის ფსიქოანალიზური მეთოდი და მისი კონცეპტუალური სისტემა არა მხოლოდ პიროვნების ფსიქიკური ცხოვრების, არამედ სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ფენომენების გაგების უმნიშვნელოვანესი ინსტრუმენტია.
16.95
ფსიქოანალიზის შესავალი
ავტორი : ზიგმუნდ ფროიდი მთარგმნელი : დიმიტრი უჩანეიშვილი   ზიგმუნდ ფროიდი (1856-1939) – ავსტრიელი ნევროლოგი და ფსიქიატრი, ფსიქოანალიზის ფუძემდებელი. ფროიდმა უდიდესი გავლენა იქონია სხვადასხვა დარგებზე, რომელთა შორისაა ფსიქოლოგია, მედიცინა, სოციოლოგია, ანთროპოლოგია, ლიტერატურა და ხელოვნება. „ფსიქოანალიზის შესავალი“ წარმოადგენს ზიგმუნდ ფროიდის ოცდაათწლიანი თავგანწირული და გულმოდგინე კვლევა-ძიების ერთგვარ შეჯამებას. მასში გადმოცემულია ოცდარვა ლექცია, რომელიც განკუთვნილია ყველა ტიპის მკითხველისათვის. ის ხიბლი, რომელიც, როგორც ამბობენ, ფროიდის ლექციების სტილს ახასიათებდა, ნაბეჭდ ტექსტსაც მსჭვალავს და იმდროინდელ მსმენელთან გამართული დიალოგი დღესაც ცოცხლად იკითხება. ავტორი წიგნში გულწრფელად წარმოაჩენს ფსიქოანალიზის განსაცვიფრებელ სირთულეებსა და შეზღუდვებს და ისე აღწერს მის ძირითად მეთოდებსა და შედეგებს, როგორც მხოლოდ აზროვნების ახალი სკოლის ფუძემდებელსა და ოსტატს ძალუძს. საკითხთა სხვადასხვაობის მიუხედავად, ოცდარვავე ლექცია მიმართულია ადამიანის ჯანსაღი გონების ცნებასა და არანორმალურ ფსიქიკას შორის არსებულ კონტრასტებზე. ფროიდს არასოდეს შეუქმნია რეალური სახელმძღვანელო, მაგრამ „ფსიქოანალიზის შესავალი“ შეიძლება ასეთ ტექსტად იქნეს მიჩნეული. მის მიერ აღმოჩენილი ფსიქიკური პროცესების ძირითადი კანონები, განსაკუთრებით, არაცნობიერი, ნაბიჯ-ნაბიჯ არის ახსნილი მრავალი შედარების, ამბისა და სამედიცინო ისტორიიდან ამონარიდის გამოყენებით, ფსიქოანალიტიკური კვლევის სამ კლასიკურ მიმართულებაზე დაყრდნობით, ესენია – შეცდომები, სიზმრები და ნევროზული სიმპტომები.  
42
ფსიქოლოგია
ავტორი: ჯილიან ბატლერი; ფრედა მაკმანუსი მთარგმნელი: თამარ სუბელიანი სერია: ძალიან მოკლე შესავალი კაცობრიობას, დიდი ხანია, აინტერესებს, რა არის ადამიანის გონება, როგორ ფუნქციონირებს ის. „ძალიან მოკლე შესავალში“ ჯილიან ბატლერი და ფრედა მაკმანუსი მიმოიხილავენ ფსიქოლოგიის მთავარ მიმართულებებს; აკვირდებიან დასწავლას, მეხსიერებას, ყურადღებასა თუ ადამიანის ფსიქოლოგიურსა და სოციალურ განვითარებას. იმისთვის, რომ ნათელი გახდეს, თუ როგორ მუშაობს ტვინი, ამ წიგნის ავტორები მიმოიხილავენ უახლეს მნიშვნელოვან მიღწევებს და განვითარების საფეხურებს ნეირომეცნიერებაში, ევოლუციურსა და კოგნიტურ ფსიქოლოგიაში...
10.9
ფსიქოლოგია და ალქიმია
ავტორი: კარლ გუსტავ იუნგი სერია : NONFICTION   „ფსიქოლოგია და ალქიმია“, ანალიზური ფსიქოლოგიის ფუძემდებლის, კარლგუსტავ იუნგის (1875-1961) ერთ-ერთი უმთავრესი ნაშრომი, 1944 წელს გამოიცა. წიგნში იუნგი იკვლევს ინდივიდუალური სიზმრების სიმბოლიკას და მისმიმართებას ალქიმიასთან, ისევე, როგორც რელიგიური იდეებისა და ალქიმიის ურთიერთკავშირს. ფუნდამენტური თეზისი, რომლის განვითარებასაც იუნგი ფსიქოლოგიისა და ალქიმიის კავშირის შესახებ ცდილობს, იმაში მდგომარეობს, რომ ალქიმია ეყრდნობა კოლექტიური არაცნობიერის სიმბოლოებსა და ხატებს. მეცნიერებამდელიადამიანისთვის არ არსებობდა მკაფიო ზღვარი სუბიექტსა და ობიექტს შორის. იგი არაცნობიერად ახდენდა შინაგანი მდგომარეობის პროეცირებას გარე ობიექტებზე (განსაკუთრებით, მისთვის უცხო ობიექტებზე). იუნგის აზრით, ალქიმიური სიმბოლიკის ანალიზი ბევრის მთქმელია ადამიანის არაცნობიერი ფსიქიკური ცხოვრების შესახებ.
29.95
ფასდაკლება
ფსიქოლოგია და რელიგია/პასუხი იობს
ავტორი: კარლ გუსტავ იუნგი მთარგმნელი: მაია ბადრიძე სერია: დიოგენე NONFICTION წიგნში წარმოდგენილია ანალიზური ფსიქოლოგიის ფუძემდებლის, მეოცე საუკუნის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ინტელექტუალის, კარლ გუსტავ იუნგის (1875 – 1961) ორი ფუნდამენტური ნაშრომი, რომლებშიც იგი რელიგიაზე მსჯელობს. „ფსიქოლოგია და რელიგია“ იუნგის მიერ 1937 წელს წაკითხულ სამ ლექციას აერთიანებს. „პასუხი იობს“ მისი მოღვაწეობის ბოლო პერიოდში, 1952 წელს დაწერილი წიგნია. მკვლევართა ნაწილი ამ მცირე ზომის ტექსტს იუნგის ყველაზე მნიშვნელოვან წიგნად თვლის.
13.62 20.95
ფსიქოპათოლოგიის ბუნება - რა განაპირობებს ფსიქიკურ აშლილობას
ნაშრომში წარმოდგენილი ძირითადი ინფორმაცია აქამდე აღწერილი მდგომარეობების ანალიზს არ ეყრდნობა, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ მასში განხილულია აქამდე უცნობი ფსიქიკური პათოლოგიები და მათი განვითარების მიზეზები. ნაშრომში მნიშვნელოვანი ადგილი ეთმობა გარკვეული ქიმიური ნივთიერებების გავლენას ადამიანის ფსიქიკასა და ორგანიზმზე. ქიმიური ინგრედიენტების ზუსტი მოქმედების მექანიზმის განსაზღვრა ფსიქიკურ აშლილობათა განვითარებისას საშუალებას იძლევა.
21
ღმერთი, რომელიც არასდროს ყოფილა
ავტორი: ოშო   ოშო მკითხველს მოუწოდებს, ახალი თვალით შეხედოს ცხოვრებას, გათავისუფლდეს სტერეოტიპული აზროვნებისგან, რომელიც ადამიანს აჯაჭვებს, ხელს უშლის, ცხოვრებისგან მიიღოს სიამოვნება. „მე არ ვარ ღმერთის წინააღმდეგი, - ამბობს ოშო. - მე მას ყველგან ვეძებდი და, აი, რა აღმოვაჩინე: ის არსად არ არის. მე ვეძებდი შიგნითაც და გარეთაც, მე ყველაფერს ვაკეთებდი, რაც შემეძლო. ღმერთი არ არის. ეს უბრალო კონსტატაციაა ფაქტის, სიბრაზის, მტრობის გარეშე. რისი გაკეთება შემიძლია, თუ ის არ არსებობს?! მე არ ვარ დამნაშავე“.
25