santaesperanza
ვინ ეკითხება კურიერს
ავტორი: ანუკი ნატაძე   ტექსტი მოურიდებლად აშიშვლებს ეროვნულ კლიშეებში გამომწყვდეული ქართველის რიოშ სულს. კითხვისას თვალწინ ჩაიქროლებენ ნაცნობი პერსონაჟები, რომლებიც თითქოს ბევრჯერ გვინახავს, სადღაც ძალიან ახლოს, იქნებ სულაც საკუთარი კარის ზღურბლზე. იუმორით აღსავსე მძაფრი სიუჟეტი სკაბრეზული მსოფლიო ლიტერატურის მკვეთრ და გემოვნებიან ტრადიციებშია გამოხატული და მისი გაცნობა მკითხველს არა მხოლოდ სიამოვნებას მოგვრის, არამედ დააფიქრებს კიდეც
12.9
ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი
ავტორი: მაია ენჯელოუ სერია: აკრძალული წიგნების თარო ინგლისურიდან თარგმნა ანი კოპალიანმა   ვიცი, რად გალობს გალიის ჩიტი ცნობილი ამერიკელი პოეტის, მაია ენჯელოუს ავტობიოგრაფიული რომანია. წიგნი იწყება სამი წლის მაიასა და მისი ძმის ჩასვლით სტემპსში, არკანზასის შტატის პატარა ქალაქში, სადაც მათი ბებია ცხოვრობდა და აღწერს პოეტის ცხოვრებას თექვსმეტ წლამდე, როდესაც ენჯელოუ დედა ხდება.   ნაწარმოები მოგვითხრობს, თუ როგორ იპოვა საკუთარი თავი და ადგილი ავტორმა, რომელიც ერთდროულად იმდროინდელი ამერიკული საზოგადოების სამ ყველაზე მოწყვლად სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნებოდა – იყო „შავკანიანი, ღარიბი და ქალი, თანაც ულამაზო ქალი“. უჩვეულო გულწრფელობითა და დიდი ოსტატობით დაწერილი რომანი ორი წლის განმავლობაში იყო ნიუ იორკ თაიმსის ბესტსელერების სიის სათავეში, თუმცა რასიზმის, არასრულწლოვნის გაუპატიურებისა და სექსუალურობის თემების წინ წამოწევის გამო დღემდე შედის იმ წიგნების ხუთეულში, რომლებიც ამერიკის სკოლებსა და ბიბლიოთეკებში ყველაზე ხშირად იკრძალებოდა.    
19.95
ვოროშილოვგრადი
ავტორი: სერგეი ჟადანი მთარგმნელი: ზურაბ ქუთათელაძე გამომცემლობა ინტელექტი სერგეი ჟადანის რომანი „ვოროშილოვგრადი“ ბესტსელერად იქცა გამოცემისთანავე და იმავე წელს გახდა BBC-ის უკრაინული კონკურსის გამარჯვებული. რომანი თარგმნილია ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, პოლონურ და რუსულ ენებზე.   რომანის მთავარი გმირი – გერმანი, ერთ დღეს იგებს, რომ უგზო-უკვლოდ დაიკარგა მისი უფროსი ძმა და მიემგზავრება დონბასში – თავის მშობლიურ ქალაქში, რომელიც სიმინდის ყანებითაა გარშემორტყმული და დასახლებულია მეგაზეებით, ბოშებითა და კონტრაბანდისტებით. გერმანის ცხოვრება მთლიანად იცვლება, მას, ნებით თუ უნებლიეთ, ჩაითრევენ მაფიოზური საქმის გარჩევებში, ჩახლართულ ურთიერთობებსა და ფანტასტიკურ ხეტიალში – რეალურსა თუ სიზმრისეულში. ქორწილები, დაკრძალვები, სხვადასხვა რიტუალი და ადათ-წესი, მითებით შეკაზმული წარსულისა და აწმყოს აბსურდები, მატერიალური და მისტიკური სამყაროების სიახლოვე – აი, ეს არის „ვოროშილოვგრადი“, რომელიც ამქვეყნად ყველას თავისი აქვს.
18
ზამთრის ზღვა
  „ზამთრის ზღვა“ გაგა ნახუცრიშვილის პირველი რომანია.  რომანს სამი თაობის პერსონაჟები ჰყავს – საბჭოთა ხელისუფლების მიერ რეპრესირებული, ტოტალიტარული სისტემის რღვევაში მოყოლილი და დამოუკიდებელ საქართველოში დაბადებული ადამიანები. მათი ცხოვრება ისეთია, როგორიც ის დრო, რომელშიც ცხოვრობენ.  მთავარი გმირი ანდრო „ხორცსაკეპ მანქანაში გატარებული“ თაობიდანაა. ანდრო ბებიის ანდერძს ასრულებს და რეპრესირებული ოჯახის ტრაგიკულ ამბავს წერს, ის საკუთარ თავზეც გვიყვება – ჯერ იყო ომი, რომელიც თითქოს არც დაწყებულა და არც არასდროს დამთავრდება, ემიგრაცია, როგორც გადარჩენის მცდელობა, მეგობრობა, კიდევ ერთი გადარჩენის გზა და სიყვარული, რომელიც მას წარსულის დავიწყებასა და სინამდვილესთან დაბრუნებაში ეხმარება.
11.3
ზაოდი
ავტორი: ელზა გურგენიძე   ზაოდი ქუთაისის ერთ-ერთ სამრეწველო გარეუბანს შეარქვეს საბჭოთა დროს და ეს სახელი შემორჩა ურბანულ ზეპირსიტყვიერებას, როგორც საბჭოთა ინდუსტრიის რუკაზე ჩაკარგული ფსევდო-ტოპოსი, ერთდროულად შემზარავიც და მომნუსხველიც, გამოუვალიც და გამოსავალიც.    სწორედ ეს ფსევდო-ტოპოსი აქცია ელზა გურგენიძემ რომანის მთავარ მეტაფორად. ზაოდი არის ადგილი, სადაც ეპიკური სიმძაფრით ვითარდება ტრაგიკომიკური მოვლენები. რომანი მოგვითხრობს ტოტალიტარული რეჟიმით ცნობიერება დაზიანებულ ადამიანებზე და სისტემასთან შეურიგებელ ტრაგიკული ბედის ინდივიდებზე.   ოსტატურად, ზომიერი იუმორით მოხელთებული ქუთაისური ატმოსფერო, თხრობის სილაღე, პერსონაჟების შთამბეჭდავი გალერეა – ეს და კიდევ მრავალი რამ „ზაოდს“ სულმოუთქმელად საკითხავ რომანად აქცევს.
19.95
თავისუფლება და სიყვარული (მედიტაციები)
ავტორი: ენტონი დე მელო   მსოფლიოში აღიარებული ინდოელი ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, მისტიკოსი, ღვთისმსახური ენტონი დე მელო მრავალი წიგნის ავტორია გაცნობიერების საკითხზე, რომლებიც ბესტსელერებადაა ქცეული და მილიონობით მკითხველი ჰყავს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში.
5.9
თვალი თვალში
ამ წიგნში კარგად ჩანს დავით წერედიანის აზროვნების ფართო დიაპაზონი და მაღალი კომპეტენცია. რაზეც უნდა წერდეს და საუბრობდეს, უთქმელად იგულისხმება თითოეულ საკითხში ღრმად წვდომის, არსებითის მიგნებისა და უზუსტესად გადმოცემის შეუდარებელი ალღო და უნარი.   დიალოგები, წერილები, ლიტერატურული პორტრეტები და სატირული ესეები ის აუცილებელი იპოსტასია დავით წერედიანის შემოქმედებიდან, რომელიც იმგვარადვე დაფასებას და ყურადღებას იმსახურებს მკითხველისგან, როგორც წერედიანის პოეზია და თარგმანები.   „თვალი თვალში“ მკითხველისთვის საინტერესო იქნება იმითაც, რომ აქ პირველად მოიყრის თავს ლიტერატურული პერიოდიკის ფურცლებზე გაფანტული თუ სულაც გამოუქვეყნებელი ტექსტები, რომელიც სრულიად ახლებურად, განსხვავებულად დაგვანახებს კლასიკურ თუ მეოცე საუკუნის ქართულ და უცხოურ ლიტერატურას, აღიარებულ შედევრებს თუ აღმოსაჩენ ავტორებს. 
24.95
იდუმალებით მოცული საქმე სთაილზში / ფარდა: პუაროს უკანასკნელი საქმე
ავტორი: აგათა კრისტი მთარგმნელი: პაატა ჩხეიძე "ერკიულ პუაროს პირველი და უკანასკნელი საქმე. იდუმალებით მოცული საქმე სთაილზში. აგათა კრისტის პირველი წიგნია ერკიულ პუაროს, კაპიტან ართურ ჰასტინგსისა და ინსპექტორ ჯეპის შესახებ. გაზეთი The Times 1921 წლის 3 თებერვალს წერდა: ”ამბობენ, ავტორმა სანაძლეო დადო, რომ ისეთ დეტექტიურ ამბავს გამოიგონებდა, მკითხველი ბოლო გვერდამდე ვერ მიხვდებოდა, ვინ იქნებოდა მკვლელი. მკითხველმა უნდა აღიაროს, რომ აგათა კრისტიმ ნაძლევი მოიგო“. ფარდა: პუაროს უკანასკნელი საქმე. ლეგენდარული ბელგიელი მაძებრის, ერკიულ პუაროს ტრიუმფალური კარიერის საბოლოო წერტილია. პატარა ბელგიელმა პირველი საქმე მრავალი წლის წინათ სთაილზში გამოიძია და სთაილზშივე გახსნა უკანასკნელიც. ართრიტით გატანჯულმა, როცა იცოდა, რომ დიდი ხნის სიცოცხლე აღარ დარჩენოდა, იპოვა იდეალური მკვლელი _ მისტერ იქსი."
15.95
ინტერვიუ მამასთან
ავტორი: გელა ჩარკვიანი რთულ პირობებში, უხარისხო აპარატურით, ჯერ მეოთხე სამმართველოს ვაკის საავადმყოფოში, მერე კი მშობლების ბინაში, კამოს ქუჩაზე 1989-92 წლებში გელა ჩარკვიანმა მოახერხა მამასთან ცხრასაათიანი ინტერვიუს აუდიო და ვიდეოფირებზე დაფიქსირება. ნაწყვეტები ამ ინტერვიუდან გამოყენებული იყო „რუსთავი 2“-ის 2004 წლის სატელევიზიო ფილმში „ქართველები კრემლში და მის გარეთ“. კანდიდ ჩარკვიანთან საუბრების შეჯერებულ ვარიანტს დღეს უკვე სრული სახით წიგნად გთავაზობთ.
14.95
იყო
ავტორი: ტორესა მოსი   იყო ახალგაზრდა ქართველი მწერლის, ლიტერატურული პრემია საბას ლაურეატის, მუსიკოსის, სცენარისტისა და სამოქალაქო აქტივისტის, ტორესა მოსის მესამე რომანია.   ავტორი ტრადიციას არც ამჯერად ღალატობს და მოქმედება კვლავ პატარა ქალაქ თელავში ვითარდება.   „წიგნი შესაქმისა თქმული პირველ მამათაგან ღმერთთა და კაცთათვის“ ძველი ქართული წარმართული წარმოდგენების ყველაზე ადრეული ლიტერატურული ქმნილება შეიძლება იყოს და ვინაიდან ისტორიას ყოველთვის აქვს გაგრძელება აწმყოში, მასაც თავისი ბედი ექნება, რომელიც მთავარი გმირის ბედს დაუკავშირდება. ანტიკვარების ერთი ჩვეულებრივი მაღაზია შესაძლოა მნიშვნელოვანი სამეცნიერო აღმოჩენის ადგილად იქცეს. თუმცა ყველაფერი არც ისე მარტივადაა, როგორც ერთი შეხედვით შეიძლება გეგონოთ.   წიგნში დრამას ძველი მითების სამყარო, დეტექტივი და თრილერი ენაცვლება. რეაქციონერული გაზეთი „ალაზნის სიო“ ანონიმი ავტორით „ღვარძლიანი ელიკო“, „ნემცების“ ოჯახი ელექტრონული მუსიკის წვეულებებით და „მენაპირე ბერების საძმო“ ერთ სივრცეში იყრის თავს და როცა წარსული აწმყოს გადაეჯაჭვება, იქ სადაც განსხვავებული იდეები დომინანტობისთვის იბრძვიან, ყველაფერი შეიძლება მოხდეს და მართლაც, ყველაფერი მოხდება, რაც შეიძლება, რომ მოხდეს და ისიც, რაც რთულად წარმოსადგენია.
17
კავკასიის ისტორია II ტომი
კავკასია, როგორც კაცობრიობის ცივილიზაციის უძველესი კერა და ბუნებრივი ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს, ჩრდილოეთსა და სამხრეთს შორის, უდიდეს როლს ასრულებდა ხალხთა დაახლოებასა და ურთიერთგაგებაში. მუდამ უმნიშვნელოვანესი რეგიონი იყო, უნიკალური გეოპოლიტიკური, გეოკულტურული თუ ეკონომიკური მდგომარეობით, მაგრამ უკანასკნელ ათწლეულებში იმ მრავალმხრივმა და მრავალფეროვანმა მოვლენებმა, პოლიტიკური თვალსაზრისით, კავკასიის თითქმის ყველა კუთხეში რომ დატრიალდა, ნებსით თუ უნებლიეთ, სხვა ფაქტორებთან ერთად, ეს რეგიონი ე. წ. „ცხელ წერტილად“ აქცია და მსოფლიოს განსაკუთრებული ყურადღების არეალში მოაქცია. ცივილიზებული მსოფლიოს პოლიტიკური, ეკონომიკური თუ კულტურულიცხოვრება წარმოუდგენელი, ნაკლული და უსრულია კავკასიის გარეშე.   „კავკასიის ისტორია“ მოიცავს ორ ტომს და ამგვარი სრული გამოცემა პირველად ქვეყნდება. ნაშრომში წარმოჩენილია ის დიდი გზა, რომელიც კავკასიის ქვეყნებმა და ხალხებმა გაიარეს – ადრინდელი, პროტოფეოდალური, ფეოდალური შუღლისა და დაქუცმაცების ხანა, უცხოელთა ბატონობა, ცარიზმის კოლონიური ჩაგვრისა და საბჭოთა იმპერიის სირთულეები. კავკასიის ქვეყნების ტრადიციები, პოლიტიკური ვითარება და დიპლომატიური ურთიერთობები; ეროვნული, რელიგიური, სოციალური თუ კულტურული სიჭრელე და სწრაფვა შიდა კავკასიური მშვიდობის მოგვარებისათვის. გამოკვლევაში არის მცდელობა დასაბუთებისა, რომ კავკასიის ხალხის მშვიდობიანი თანაარსებობის, ინტეგრაციის საფუძველია კავკასიური ცივილიზაცია, რომელიც ეყრდნობა ერთიან ისტორიულ წარსულში ჩამოყალიბებულ საერთო ღირებულებებს.   ავტორთა ჯგუფის [როინ მეტრეველი (ხელმძღვანელი), ვალერი ვაშაკიძე, ვახტანგ გურული, ალექსანდრე დაუშვილი, ლელა მიქიაშვილი, ჯონი კვიციანი, გიორგი ჭეიშვილი, ოთარ ჯანელიძე] მიერ შექმნილ ორტომეულში კავკასიის ისტორია გადმოცემულია ქართული და უცხოენოვანი წყაროების, არქეოლოგიური და ეთნოლოგიური, ნუმიზმატიკური და ფოლკლორული მასალის შესწავლის საფუძველზე; გათვალისწინებულია სხვადასხვაეროვანი ავტორების ნაშრომები – ფართო ისტორიოგრაფიული მასალა. ამგვარი სახის ნაშრომი ჩვენში პირველად ქვეყნდება და ის მკითხველთა ფართო წრისთვის (სპეციალისტები, სტუდენტები, ისტორიის მოყვარულები) საინტერესო იქნება.  
79.95
კავკასიური ნოველები
ავტორი: გრიგოლ რობაქიძე     გერმანულიდან თარგმნა თამარ კოტრიკაძემ   გრიგოლ რობაქიძის „კავკასიური ნოველები“ ორჯერ გამოიცა გერმანულ ენაზე – 1932 წელს გამომცემლობა „ინზელის“, ხოლო 1979 წელს – „ზურკამპის“ მიერ.   კრებულს, რომელშიც სამი ნოველა იყო შესული, დიდი პოპულარობა ხვდა წილად. აკრძალვის მიუხედავად, ქართველ მკითხველს მაინც მიუწვდებოდა ხელი ემიგრანტულ ჟურნალ „ბედი ქართლისაში“ გამოქვეყნებულ ნოველებზე – „ენგადი“ და „იმამ შამილ“. „წმინდა ხარის მოკვლა“ კი დღემდე უცნობი იყო და საგანგებოდ ითარგმნა თამარ კოტრიკაძის მიერ გერმანულოვანი გამოცემის წინათქმასთან ერთად, რითაც სრულყოფილად წარმოჩნდება „კავკასიური ნოველები“ – გამორჩეული ფურცელი გრიგოლ რობაქიძის შემოქმედებიდან
8.4
კალათბურთი საქართველოში – ძველი დიდებიდან ახალი მიზნებისკენ
ავტორი: ვაჟა სიმონიშვილი საქართველო მსოფლიო რუკაზე ძალიან პატარად მოჩანს, თუმცა ამ ქვეყანაში ცხოვრობს და ცხოვრობდა დიდი ხალხი, რომლებსაც მაღალი მწვერვალები აქვთ დაპყრობილი. შეუპოვრობა, შრომისმოყვარეობა, ნიჭი და მიზანდასახულობა – თვისებების ჩამონათვალია, რაც ქართველებს ძველ დროშიც გამოარჩევდა, კომუნისტურ ეპოქაშიც და დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგაც. ყველაზე მკაფიოდ ისინი სპორტში ჩანან, რადგან სპორტსმენისთვის ძალიან მარტივია გულშემატკივრის აყოლიება და მსოფლიოს მასშტაბის სახელის მოხვეჭა. კალათბურთი ქართველების ერთ-ერთი ყველაზე საყვარელი სპორტია და მდიდარი ისტორიაც აქვს. ოდითგან გვყავდა დიდი სპორტსმენები, რომლებიც ევროპის ჩემპიონატებსაც ერთმანეთის მიყოლებით იგებდნენ და NBA-საც. ამ წიგნში სწორედ მათ ამბებს მოგითხრობთ.
11.95
კმარა მობოდიშება, დაო
ავტორი: რეიჩელ ჰოლისი სერია: ლურჯი ოკეანე   წიგნში „კმარა მობოდიშება, დაო“ რეიჩელ ჰოლისი გამოფხიზლებისკენ მოგვიწოდებს. ის უამრავ ქალს იცნობს, რომლებიც საკუთარი თავის სხვათა მოსაზრებების საფუძველზე შეფასებას მიეჩვივნენ, ნაცვლად იმისა, რომ წარმოაჩინონ, ვინ არიან და რა სურთ თავად. ჰოლისი მთელი მსოფლიოს ქალებს მოუწოდებს, უარი არ თქვან საკუთარ ოცნებებზე და, ამასთან, შეახსენებს მიზეზებს, რომლებიც უნდა დაივიწყონ, ქცევებს, რომლებიც უნდა გამოიმუშაონ, და უნარებს, რომლებიც უნდა შეიძინონ განვითარებისა და თავდაჯერებულობის მიღწევის გზაზე.
15.95
ლუკა
37.95
მანიფესტი
ავტორი: გელა ჩქანავა   გელა ჩქვანავას მცირე რომანი „მანიფესტი“ ერთგვარ გრაფიკულ რუკასაც მოგვაგონებს, რომელზეც სიკვდილ-სიცოცხლის გადაკვეთის წერტილები მკაფიოდაა აღბეჭდილი. რომანის იდეური არქიტექტონიკა სწორედ ამ წერტილებს ემყარება – პერსონაჟების მოტივაციაც და ინსპირაციაც მათი დაძლევა, ამ ხილული თუ უხილავი საზღვრების გადალახვაა.   ძარცვის დროს, არასრულწლოვანი ყაჩაღების მიერ მოკლული ახალგაზრდა კაცის (მანქანის პატრონის) გასვენებისწინა დღეები მის უახლოეს სანათესაოში ახალი სასიცოცხლო ვნებების და საბედისწერო ურთიერთობების დასაწყისად იქცევა. ექსტრემალური, არაკონვენციური სიტუაცია ახალ სახიფათო კავშირებს ბადებს, და რაც უნდა პარადოქსული იყო, სიკვდილის შიშის და სიცარიელის დაძლევის ძალა სწორედ ამ კავშირებში ჩნდება.   მსუბუქი სარკაზმით და იუმორით სავსე თხრობა, მუდმივი დაძაბულობის სიხშირე და ფატალური დასასრულის მოლოდინი რომანს თვალმოუწყვეტლად საკითხავ ტექსტად აქცევს. „მანიფესტი“ ქალისა და მამაკაცის მარადიულ კონფლიქტს ეძღვნება, ომს, რომელიც ანგრევს კიდეც, თუმცა სიკვდილის შემდგომი სიცარიელის ჰარმონიად ქცევაც შეუძლია.
15.95
მე და ჩემი წილი მამა
ავტორი: მანანა ამირეჯიბი   ამ წიგნის უმთავრესი თავისებურება ის არის, რომ ეს წიგნი-აღსარებაა... ავტორი შემაცბუნებელი გულახდილობით მოგვითხრობს თავის თავზე, თავისიანებზე, ნაცნობ-მეგობრებზე, ანუ საბოლოო ჯამში – ცხოვრებაზე. იმ ტექსტთაგან, რომელთა მთავარი „პერსონაჟი“ ცხოვრება, ანუ, როგორც ძველად იტყოდნენ, საწუთროა, ეს წიგნი ერთი რამით გამოირჩევა – აქ არ არის წუწუნი ამა სოფლის და მისთა მდგმურთა არასრულყოფილების გამო – ამ წიგნის ავტორი ცხოვრების ინტერესიანი დამკვირვებელი და მახვილგონიერი კომენტატორია – ჩინებული მთხრობელი, განგებისაგან იუმორის ნიჭით დაჯილდოებული, რაც მას, ძნელცხოვრებაგამოვლილს, სასოწარკვეთილებისაგან იცავს და, დარწმუნებული ვარ, მკითხველის სიმპათიასაც მოაპოვებინებს. (ლევან ბრეგაძის წინასიტყვაობიდან)
11
მე პაოლო ვარ
  ნინო ჩხიკვიშვილის რომანი-მისტიფიკაცია პაოლო იაშვილის ცხოვრებისა და ტრაგიკული აღსასრულის ასახვის პირველი ცდაა, სადაც დოკუმენტური ჩანაწერები და მხატვრული გამონაგონი ერთმანეთს ორიგინალურად ავსებს.     „ყველას ესმოდეს: ჩვენ თვით დავამსხვრევთ ჩვენს თავზე მოელვარე გვირგვინებს, როდესაც ვიხილავთ, რომ პირველი ნაპერწკალი ჩვენი კოცონისა მოკვდა სამუდამოთ“, – წერდა 1916 წელს პაოლო იაშვილი ცისფერყანწელთა მანიფესტში. საუბედუროდ, ეს მხოლოდ პოეტურ თქმად არ დარჩენილა: 1937 წლის 22 ივლისს პაოლომ თავი მოიკლა. მას შემდეგ ქართველი ერის ცნობიერებაში 22 ივლისი პაოლოს უკვდავების დღეა და სიმბოლოც წითელი ტერორისა.     „მე პაოლო ვარ“ აგრძელებს ნინო ჩხიკვიშვილის ნაწარმოებების ციკლს ცისფერყანწელთა შესახებ და კოლაუ ნადირაძეზე დაწერილი ბიოგრაფიული რომანის („უკანასკნელი ცისფერყანწელი“) ერთგვარი გაგრძელებაა.    
8.4
მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობა
ავტორი: ბოჰუმილ ჰრაბალი მთარგმნელი:  სულხან მუხიგულაშვილი სერია:  დიოგენეს ბიბლიოთეკა   პატარა ადამიანი და მისი უკიდეგანო სამყარო, რეალობის კომიკურობა და უკიდურესი ტრაგიზმი - ეს დიდი ჩეხი მწერლის ბოჰუმილ ჰრაბალის (1914 - 1997) საყვარელი თემებია, რომლებსაც ავტორი ამ პატარა, მაგრამ მის შემოქმედებაში უმნიშვნელოვანეს რომანში კიდევ ერთხელ უბრუნდება. ამბის მთხრობელი მაკულატურის მწნეხელი ჰანტაა, რომელიც თავის Love-story-ს ჰყვება, თუმცა „მეტისმეტად ხმაურიანი მარტოობის“ მთავარი გმირის გამორჩევა რთულია: ყველა პერსონაჟი - მზეთუნახავი მანჩინკა, ბოშა ქალები, ახალგაზრდა მუშები ფერად-ფერადი ხელთათმანებით თუ ჰანტას რკინიგზელი ბიძა, რომელიც ხეხილის ბაღში ვაგონეტზე შემომდგარა - მწერლისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანი ადამიანები არიან.
12.95
მეხამრიდი
ავტორი: მართა ურუშაძე გამომცელობა: ინტელექტი
14.95
მკვდარი ქვიშის უდაბნო
ავტორი: გელა ჩქვანავა   გელა ჩქვანავას მკვდარი ქვიშის უდაბნო აშიშვლებს სხვადასხვა სოციალური ფენის ადამიანთა ნატურას და მათი ყველაზე ინტიმური – აღვირახსნილი, პათოლოგიური, ამბიციური ლტოლვები და ეფემერულობისთვის განწირული სურვილები სააშკარაოზე გამოაქვს.   აქ ყველა მარტოა საკუთარი ქვიშისფერი, უჩრდილო სიკვდილის – თვითრეფლექსიის საშუალების წინაშე, რასაც ქვეცნობიერად გაურბიან და მიელტვიან კიდეც სასოწარკვეთის მომენტებში. აქ ყველა თავის კაბალურ ტვირთს – წარსულ ცხოვრებასა და ცოდვებს – ატარებს ბედუინთა ტვირთასხმული აქლემებივით...  
10.9
მოთხრობები და პიესები
ავტორი: დავით კლდიაშვილი სერია: პალიტრა კლასიკა გამომცემლობა: პალიტრა L  წიგნში შესულია - მოთხრობები: სამანიშვილის დედინაცვალი, ქამუშაძის გაჭირვება, სოლომონ მორბელაძე, მიქელა, შერისხვა, მსხვერპლი, მრევლში, როსტომ მანველიძე, ბაკულას ღორები; პიესები: ირინეს ბედნიერება, დარისპანის გასაჭირი, უბედურება.  
19.95
მოკლე წერილი, ხანგრძლივი დამშვიდობება
„როგორც იქნა, ეს დღეც დადგა!" – ასეთი იყო ელფრიდე იელინეკის რეაქცია, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა შვედეთის აკადემიის გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც 2019 წლის ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში პეტერ ჰანდკეს მიენიჭა.   ჰანდკე დამკვირვებელია და არა – ჩასაფრებული მოთვალთვალე, იგი აღმწერია და არა – შემფასებელი: შეუდარებლად თვალმახვილი დამკვირვებელი და გასაოცრად სიტყვამახვილი აღმწერი. თავადვე ამბობს, რომ ნამდვილი ხელოვანის ნაწარმოებში ადამიანმა უნდა შეძლოს ცხოვრების მდინარების შეცნობა, ამგვარი ნაწარმოების შექმნას კი მხოლოდ მაშინ მოახერხებს, თუ სიცოცხლეში, სამჯერ-ოთხჯერ მაინც, თავად გაივლის მეტამორფოზას, და ამ, ზოგჯერ ძალიან მტკივნეულ განსაცდელს გაუმკლავდება.   ჰანდკეს ვრცელი მოთხრობის „მოკლე წერილი, ხანგრძლივი დამშვიდობება“ მთავარი გმირი მაძიებელია, რომელსაც სამყაროსა და საკუთარი თავის შემეცნება სურს, რადგან სასურველი ჭეშმარიტებები მისთვის დაფარულია. ის გარბის ავსტრიიდან, თავისი ტრავმირებული ბავშვობიდან, დედის თვითმკვლელობით გაჩენილი უზარმაზარი და აუტანელი სიცარიელიდან და იწყება თავგადასავლებით სავსე ამერიკული მოგზაურობა, რომელიც სინამდვილეში საკუთარი თავისგან გაქცევის მცდელობა და იმავდროულად საკუთარი თავის გამალებული ძიებაა. მთხრობლის მიერ აღწერილი ყველა ეპიზოდის უკან – როგორც კულისებს მიღმა – სრულიად სხვა, უფრო ღრმად ეგზისტენციალური პრობლემები იმალება და ბევრი დეტალი აშკარად მიგვანიშნებს ცალკეულ მომენტებზე მწერლის ავტობიოგრაფიიდან.   გერმანულიდან თარგმნა მზია გალდავაძემ
18.95
მტრედების იონა
ავტორი:  ბექა ახალაია     ოპტიკური ილუზიის თვალთახედვით, ამ წიგნს/პოეზიას ჯვრის ფორმა აქვს: ერთმანეთს მოულოდნელი ეფექტებით კვეთს ჰორიზონტის და ვერტიკალის სიმეტრია – მითის სიღრმიდან ყოფის მწვერვალამდე და ფსკერის სოციუმიდან წმინდანთა სამყოფელამდე. ჯვარცმის მისტერია პოეტურ პათოსსაც მსჭვალავს და შინაარსშიც ერევა. მკითხველს რჩება განცდა, რომ თვითონაც ამ აქტის მონაწილეა, მით უფრო, რომ პოეტს „ტკივილის შესამსუბუქებლად“ მისთვის პატარ-პატარა პოსტმოდერნისტული სიურპრიზებიც აქვს. მძაფრი (თვით)ირონია, ვერსიფიკაციული მრავალფეროვნება, ენობრივი ალუზიები და სიტუაციები კი მისტერიის სტრუქტურას იმგვარ პოეზიად გარდაქმნის, რომელიც აღარ იმღერება, არამედ იცხოვრება. ან, ითამაშება – უზადო ოსტატობით და სინამდვილესთან ეჭვმიუტანელი მსგავსებით. (ნინო სადღობელაშვილის წინასიტყვაობიდან.)
11.95