santaesperanza
"საქართველო იოსებ სტალინის წინააღმდეგ“
ავტორი: ლაშა ბუღაძე   მიუხედავად იმისა, რომ სტალინი ერთ-ერთი ყველაზე შესწავლილი ისტორიული ფიგურაა, საკუთრივ საქართველოს ბედზე მის გავლენაზე ყურადღება ჯერაც არ გამახვილებულა. დღემდე არ არსებობს ამ ტიპის არც სამეცნიერო, არც სამეცნიერო - პოპულარული და არც თუნდაც მხატვრული ნაშრომი; არ გადაღებულა ფილმი, არ გამართულა კონფერენცია. ეს წიგნი ქართულ დისკურსში მე-20 საუკუნის საქართველოს ბედზე სტალინის როლსა და გავლენაზე ფოკუსირების პირველი მცდელობაა. ამ წიგნის იდეა ორი წლის წინ გაჩნდა, როცა აშკარა გახდა, რომ, სტალინის ფიგურის პოპულარობის ზრდასთან ერთად, რუსული საინფორმაციო ომის დღის წესრიგში მისი მნიშნვნელობა სულ უფრო წინ იწევდა. საბჭოთა წარსულის კვლევის ლაბორატორიის გუნდმა წელიწადზე მეტი ხნის განმავლობაში სიღრმისეული კვლევა ჩაატარა, რასაც ეყრდნობა კიდეც წიგნი. ესაა კოლაბორაციული პროექტი სოვლაბსა და ტექსტის ავტორ მწერალ ლაშა ბუღაძეს შორის, რომელიც აქტიურად მუშაობდა სოვლაბის გუნდთან ერთად.   სიუჟეტი პარალელური თხრობის პრინციპით ვითარდება - ერთი მხრივ, სტალინის ცხოვრებისეული და პოლიტიკური გზა, ხოლო, მეორე მხრივ, მოდერნული და დემოკრატიული საქართველოს პროექტი, რასთან შეუთავსებლობა და კონფლიქტი სტალინის ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დაფარული და, ამავე დროს, დრამატული ნაწილია. მიუხედავად იმისა, რომ წიგნი არ წარმოადგენს აკადემიურ ნაშრომს, იგი აღჭურვილია სამეცნიერო აპარატით. კვლევის პროცესში გუნდმა დაამუშავა დოკუმენტური წყაროების ვრცელი კორპუსი და რამდენიმე, დიდწილად დავიწყებული, მნიშვნელოვანი მემუარები, სადაც ავტორები პირად გამოცდილებას ჰყვებიან. ამ ტექსტების უმრავლესობა არასდროს გამოქვეყნებულა.
20
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
გამოცემა წარმოადგენს ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკისადმი (1918) მიძღვნილ პირველ სამეცნიერო პუბლიკაციას. მასში შესულია საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, ჩრდილოეთ კავკასიის, საბჭოთა რუსეთის, ოსმალეთის იმპერიის, გერმანიისა და უკრაინის ისტორიის ქართველ და უცხოელ მკვლევართა ნაშრომები. პუბლიკაცია Routledge-ის მიერ 2021 წელს გამოცემული წიგნის ქართული თარგმანი გახლავთ.   თემატურად კვლევამ მოიცვა პოლიტიკურ, გეოპოლიტიკურ, სოციალურ და ეკონომიკურ საკითხთა ფართო სპექტრი. კვლევა დაეხმარება სპეციალისტებს, სტუდენტებს და კავკასიის ისტორიით დაინტერესებულ ფართო საზოგადოებას რეგიონის ისტორიის საკვანძო პერიოდის გასააზრებლად.   თარგმნა რუსიკო კობახიძემ
24.95
გზავნილი უკრაინიდან
ავტორი: ვოლოდიმირ ზელენსკი ინგლისურიდან თარგმნა გვანცა ჯობავამ ერთ მშვენიერ დღეს, ერთმანეთისთვის საყვარელი ადამიანები კვლავაც ერთად იქნებიან. ჩვენი დროშა ისევ აღიმართება ოკუპირებულ ქალაქებში. ჩვენი ერი კვლავ გაერთიანდება და ისევ გვექნება მშვიდობა. სამყარო შავ-თეთრ ფერებში აღარ იოცნებებს. ის მხოლოდ ლურჯ და ყვითელ ფერებში იოცნებებს.“   ეს წიგნი, რომელიც აერთიანებს ვოლოდიმირ ზელენსკის საგანგებოდ ამ წიგნისთვის შექმნილ წინათქმას და მის ყველაზე შთამბეჭდავ გამოსვლებს, პრეზიდენტის მიერ მოყოლილი უკრაინის ისტორიაა. ეს იმ ერის ისტორიაა, რომელიც გმირულად იცავს თავს რუსეთის აგრესიისგან. და იმ ხალხის ამბავი, დემოკრატიისთვის ბრძოლაში წინ რომ მიუძღვის სამყაროს. ყველაზე მეტად კი ეს არის საბრძოლო ყიჟინა თითოეული ჩვენგანისთვის, რათა ფეხზე წამოვდგეთ და თავისუფლებისთვის ვიბრძოლოთ. როდისღა, თუ არა დღეს?     
29.95
ვარდი ნაწვიმარ სილაში. წერილები გალაკტიონზე
ავტორი: თეიმურაზ დოიაშვილი   ამ წიგნში გალაკტიონის პოეზიისა და ცხოვრების არაერთი საიდუმლოა გაცხადებული. თურმე: პოეტის პირველი კრებული (1914) მითოპოეტური სიუჟეტის მქონე რომანია ლექსებად; „მე და ღამე“ – რეალური მისტიკური განცდის ანარეკლი, ხოლო „ვარდი სილაში“ – დაპირისპირებულ საწყისთა ღვთაებრივი სინთეზის სიმბოლო... თურმე: თებერვლის საბედისწერო დღეებში გალაკტიონი სამშობლოს დამოუკიდებლობას ედგა დარაჯად; ოციან წლებში დააარსა თავისუფალი ლიტერატურული ჯგუფი „ირმიგალი“. და კიდევ: საბურველი ჩამოეცალა ამაღლებული სიყვარულის ფსევდო-ლეგენდას, რომელიც ბოლო დრომდე მალავდა პოეტის პიროვნულ დრამას...   გალაკტიონის ეპოქალური წიგნი “Crâne aux fleurs artistiques“ (1919) ქართული მოდერნისტული პოეზიის მწვერვალია, რომელმაც სათავე დაუდო თვისებრივად ახალ პოეტურ აზროვნებას და სალექსო ნოვაციებს. ეს იყო ქართულ-ევროპულ კულტურათა სინთეზის ღრმად გაცნობიერებული ცდა, ერთგვარი ჰიჯრა დასავლეთისაკენ, რასაც ცხადყოფს ამ კრებულში შესული შედევრების ინტერტექსტობრივი კვლევა.   ტოტალიტარიზმის პირობებში გალაკტიონი იძულებული იყო კონიუნქტურული ლექსებიც ეწერა. მძიმე ხარკის გაღებით გადაურჩინა მან ერსა და ქვეყანას თავისი გენია – სამარადისოდ აღმართა პირამიდებზე მაღალი ტაძარი პოეზიისა.   გალაკტიონის ბოლო პერიოდის ლირიკამ, რთული სისადავის პოეტიკამ არსებითად განსაზღვრა ქართული პოეზიის შემდგომი განვითარება: ყველა მეტ-ნაკლებად საყურადღებო სტილური ტენდენცია მეოცე საუკუნის შუა წლებიდან დღემდე, პირდაპირ თუ შუალობით, გალაკტიონის გვიანდელ ლირიკას უკავშირდება.
24.95
თვალი თვალში
ამ წიგნში კარგად ჩანს დავით წერედიანის აზროვნების ფართო დიაპაზონი და მაღალი კომპეტენცია. რაზეც უნდა წერდეს და საუბრობდეს, უთქმელად იგულისხმება თითოეულ საკითხში ღრმად წვდომის, არსებითის მიგნებისა და უზუსტესად გადმოცემის შეუდარებელი ალღო და უნარი.   დიალოგები, წერილები, ლიტერატურული პორტრეტები და სატირული ესეები ის აუცილებელი იპოსტასია დავით წერედიანის შემოქმედებიდან, რომელიც იმგვარადვე დაფასებას და ყურადღებას იმსახურებს მკითხველისგან, როგორც წერედიანის პოეზია და თარგმანები.   „თვალი თვალში“ მკითხველისთვის საინტერესო იქნება იმითაც, რომ აქ პირველად მოიყრის თავს ლიტერატურული პერიოდიკის ფურცლებზე გაფანტული თუ სულაც გამოუქვეყნებელი ტექსტები, რომელიც სრულიად ახლებურად, განსხვავებულად დაგვანახებს კლასიკურ თუ მეოცე საუკუნის ქართულ და უცხოურ ლიტერატურას, აღიარებულ შედევრებს თუ აღმოსაჩენ ავტორებს. 
24.95
ინტერვიუ მამასთან
ავტორი: გელა ჩარკვიანი რთულ პირობებში, უხარისხო აპარატურით, ჯერ მეოთხე სამმართველოს ვაკის საავადმყოფოში, მერე კი მშობლების ბინაში, კამოს ქუჩაზე 1989-92 წლებში გელა ჩარკვიანმა მოახერხა მამასთან ცხრასაათიანი ინტერვიუს აუდიო და ვიდეოფირებზე დაფიქსირება. ნაწყვეტები ამ ინტერვიუდან გამოყენებული იყო „რუსთავი 2“-ის 2004 წლის სატელევიზიო ფილმში „ქართველები კრემლში და მის გარეთ“. კანდიდ ჩარკვიანთან საუბრების შეჯერებულ ვარიანტს დღეს უკვე სრული სახით წიგნად გთავაზობთ.
14.95
მე პაოლო ვარ
  ნინო ჩხიკვიშვილის რომანი-მისტიფიკაცია პაოლო იაშვილის ცხოვრებისა და ტრაგიკული აღსასრულის ასახვის პირველი ცდაა, სადაც დოკუმენტური ჩანაწერები და მხატვრული გამონაგონი ერთმანეთს ორიგინალურად ავსებს.     „ყველას ესმოდეს: ჩვენ თვით დავამსხვრევთ ჩვენს თავზე მოელვარე გვირგვინებს, როდესაც ვიხილავთ, რომ პირველი ნაპერწკალი ჩვენი კოცონისა მოკვდა სამუდამოთ“, – წერდა 1916 წელს პაოლო იაშვილი ცისფერყანწელთა მანიფესტში. საუბედუროდ, ეს მხოლოდ პოეტურ თქმად არ დარჩენილა: 1937 წლის 22 ივლისს პაოლომ თავი მოიკლა. მას შემდეგ ქართველი ერის ცნობიერებაში 22 ივლისი პაოლოს უკვდავების დღეა და სიმბოლოც წითელი ტერორისა.     „მე პაოლო ვარ“ აგრძელებს ნინო ჩხიკვიშვილის ნაწარმოებების ციკლს ცისფერყანწელთა შესახებ და კოლაუ ნადირაძეზე დაწერილი ბიოგრაფიული რომანის („უკანასკნელი ცისფერყანწელი“) ერთგვარი გაგრძელებაა.    
8.4
ნაცნობ ქიმერათა ფერხული
ნაცნობ ქიმერათა ფერხული გელა ჩარკვიანის პირადი, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ბიოგრაფიაა. უფრო სწორად, ავტობიოგრაფია, რომელიც საკმაოდ არაორდინარული და ხშირად დრამატული მოვლენების უშუალო მონაწილის მიერ იწერება. წიგნს უამრავი პერსონაჟი ჰყავს. თხრობის პროცესში ისინი კონტრასტულად ენაცვლებიან ერთმანეთს, მაგრამ არსებობს ადგილი, სივრცე, სადაც ავტორი მათ შეკრებას ახერხებს: საბჭოთა საქართველოს უმაღლესი ხელისუფალის ოჯახი და ქვეყნის მეორე პრეზიდენტის კანცელარია.   გელა ჩარკვიანის მრავალმხრივი პერსონის როლებიც განსხვავებულია ამ ავტობიოგრაფიულ საგაში: ის ჯერ კომუნისტი უფლისწულია, შემდეგ არატრადიციული საბჭოთა ახალგაზრდა, რომელსაც აკრძალული მუსიკა და ქალაქური ანდერგრაუნდი იზიდავს; მოგვიანებით – რკინის ფარდის მიღმა არსებული თავისუფალი დასავლური სამყაროს პოპულარიზატორი და არაერთი საზოგადოებრივი ინიციატივის ავტორი; გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან პრეზიდენტ შევარდნაძის მრჩეველი და მისი საგარეო ურთიერთობათა სამსახურის ხელმძღვანელი; პრეზიდენტ სააკაშვილის პრესსპიკერი და გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი.   ავტორი გულწრფელად გვიყვება ადამიანურ ისტორიებს, „ივენთებს“, რომლებმაც სხვადასხვა დროს მასზე გავლენა იქონიეს და ამ ყველაფერთან ერთად გვიზიარებს პროფესიონალის უნიკალურ გამოცდილებას, რომელიც ამ წიგნს განსაკუთრებულად საჭიროს და ღირებულს ხდის.  
29.9
ოდნავ უფრო თავმოყვარე ქვეყანაში
ავტორი: ზაზა ბიბილაშვილი   „ოდნავ უფრო თავმოყვარე ქვეყანაში“ ზაზა ბიბილაშვილის ორნაწილიანი კრებულის მეორე წიგნია, რომელშიც სხვადასხვა დროს დაწერილი წერილებია თავმოყრილი. ამ წერილებს ერთი იდეა აერთიანებს – რა გვიშლის ხელს წარმატებაში და როგორი უნდა იყოს ხვალინდელი საქართველო.
17.95
პირადი წერილები
თარგმნა გვანცა ჯობავამ   ირაკლი ჩარკვიანის ლიტერატურული მემკვიდრეობა – პოეზია, მოთხრობები, რომანი – წარმოუდგენელია მისი პერსონის, ავტობიოგრაფიული ნაკადის გარეშე. უფრო მეტიც, ავტორი თვითონვე ცდილობს, ღრმად ჩაიძიროს საკუთარ თავში და შეუბრალებლად გულწრფელი იყოს. რაღაცის შელამაზებას კი არ ეცადოს, არამედ ყველაზე ნამდვილი სიტყვებით გამოხატოს ის განცდები და შეგრძნებები, რომელიც სხვადასხვა დროს, ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ გარემოში ეუფლება.   პირადი წერილებიც ამ ნაკადის განუყოფელი ნაწილია. ოღონდ აქ გაცილებით მეტი რეალური პერსონაჟი და გეოგრაფიული პუნქტია. ერთმანეთს ენაცვლება აღელვებული და მგრძნობიარე ხელით შევსებული ფურცლები, ევროპის სხვადასხვა ქვეყნიდან გამოგზავნილი ერთადერთ მისამართზე, ერთადერთ ადრესატთან:   საქართველო, თბილისი, ნიკოლაძის ქუჩა, ირაკლი ჩარკვიანს...
14.95
სასიცოცხლო სივრცე
ავტორი: თამაზ ჭილაძე   სასიცოცხლო სივრცე აერთიანებს სხვადასხვა დროს პერიოდულ გამოცემებში დაბეჭდილ საუბრებს თამაზ ჭილაძესთსან. არ დარჩენილა ჩვენი ქვეყნის უახლოესი ისტორიის არც ერთი გარდამტეხი მოვლენა, რომლის შესახებაც ქართული მწერლობის ცოცხალ კლასიკოსს თავისი აზრი არ გამოეთქვას და შეეფასებინოს. ეს პირუთვნელი დამოკიდებულება საკუთარი ქვეყნის აწმყოსთან მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას უღვიძებს მკითხველსაც.   დიალოგებში არის ფიქრიც, ეჭვიც, ძიებაც, განსჯაც და ანალიზიც. საზოგადოებრივ და პოლიტიკურ თემებთან ერთად, მწერლის ყურადღების ობიექტად რჩება კულტურა, სახელოვნებო სივრცე, რომელიც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ქვეყნის მომავალი განვითარებისთვის.
28.6
ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქიძე
ავტორი: ნუგეშა გაგნიძე „გრიგოლ რობაქიძის მსგავსი ხვედრი ცოტას თუ რგებია – სამშობლოდან გაქცევა, ერთი ემიგრაცია, მეორე, უსახლკარობა, უსახსრობა... სწორედ ცხოვრების ეს აწეწილი გზაა იმის მიზეზიც, რომ ემიგრანტი მწერლის შემოქმედების მკვლევრები დღემდე ეძებენ და პოულობენ მის ტექსტებსა თუ ბიოგრაფიის უცნობ დეტალებს. ნუგეშა გაგნიძის მონოგრაფია – ცხოვრება ორ სამყაროში – გრიგოლ რობაქიძე (1880-1962) – ამის კიდევ ერთი დასტურია. იგი წლებია, რაც ქართველი მწერლის ცხოვრების გზას ეძებს ევროპაში. ბიბლიოთეკებში, სახელმწიფო არქივებსა თუ პირად კოლექციებში მოპოვებულმა მასალამ ნუგეშა გაგნიძეს საშუალება მისცა, აღედგინა გრიგოლ რობაქიძის ბიოგრაფიის ჩვენთვის ნაკლებად ცნობილი ნაწილი. გარდა ამისა, მონოგრაფიაში მეცნიერულადაა გამოკვლეული მწერლის პუბლიცისტური და მხატვრული შემოქმედება, შედარებულია ტექსტების ვარიანტები, ობიექტურადაა შეფასებული ისინი იმ პერიოდის ევროპული ლიტერატურის კონტექსტში, თავად ავტორის მიერ თარგმნილია ბევრი საინტერესო გერმანულენოვანი ტექსტი... ყოველივე ერთად კი ამ ნაშრომს განსაკუთრებულ მნიშვნელობას სძენს, როგორც ყველაზე სრულყოფილს გრიგოლ რობაქიძის შემოქმედების შესახებ დღემდე დაწერილ გამოკვლევებს შორის.“ – ადა ნემსაძე
19.95
ცხრის ნახევარზე
ავტორი: გია მურღულია   ეს გია მურღულიას ახალი წიგნია. რატომ „ცხრის ნახევარზე“? რატომ და – თითქმის ყოველთვის სწორედ ამ დროს დებს ის საკუთარ ფეისბუკ გვერდზე ახალ პოსტებს, რომლებსაც ხშირად ათასობით ადამიანი კითხულობს და იწონებს. ბევრი მათგანი ამბობს, რომ დილას სწორედ ამ პოსტების გაცნობით იწყებს. უცნაური ფენომენია, არა? რა შეიძლება მას ქმნიდეს? ეს პოსტები ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა სფეროს ეხება – საინტერესოდ, ლაკონიურად, სიბრძნით, იუმორით, კითხვებით, რომლებზე პასუხებსაც დაფიქრება სჭირდება. ბევრნი პირდაპირ აცხადებენ, რომ ეს სასიამოვნო დაფიქრებაა. მეტიც – რომ ეს ფიქრის გაადვილება და გაცხადებაა.   თქვენ ამ წიგნში შეხვდებით პოსტებს განათლებაზე, მასწავლებელსა და მოსწავლეზე, ღმერთზე, სამშობლოზე, ლიტერატურაზე, ხელოვნებაზე, ფილოსოფიაზე, სიყვარულზე, ღირსებასა თუ პასუხისმგებლობაზე. ყველა ეს პოსტი დიალოგურია – წამკითხველის აზრის ამეტყველებასაც მუდმივად გულისხმობს. სწორედ ამიტომ მოსწონს ის ყველა ასაკის ადამიანს – კარგია, როდესაც ტექსტი გენდობა და კეთილგანწყობილია შენ მიმართ.   წიგნი უკვე დაიბადა. ახლა ის მკითხველისთვის იცოცხლებს.    
25.95
Delirium
ავტორი: ზაზა ბიბილაშვილი   ზაზა ბიბილაშვილის „Delirium” მხატვრულ-დოკუმენტური პროზის, წერილებისა და ნოველების კრებულია. მასში მოთხრობილი ისტორიები პირველივე ფურცლიდან გვაფიქრებინებს, რომ თითოეული პერსონაჟის მსგავსი, შესაძლოა, გვერდით გვეგულებოდეს ან რომელიმე მათგანი თავად ჩვენ ვიყოთ.   ჩვენია კომიკურობამდე მისული, სტერეოტიპული „ქართული ხასიათისთვის“ დამახასიათებელი ყველა ის ნიუანსი, რომლებიც წიგნის გმირებში ადვილად ამოიცნობა.   სახალისო ამბებს მიღმა, ავტორი გვესაუბრება იმაზე, თუ რატომ გვჭირს ის, რაც გვჭირს და რა უნდა ვაკეთოთ უკეთესი მომავლის გამოსაძერწად. გემოვნებიანი იუმორით, ზომიერი ირონიითა და თვითირონიით სავსე სატირულ ტექსტებში, ამასთანავე, დიდი სიყვარული, თანაგრძნობა და ოპტიმიზმი იკითხება, კრებულში შესული ნოველები კი მხატვრული ფსიქოლოგიზმის სრულიად გამორჩეული ნიმუშებია.
14.95
ENGLISH – როგორ ვისწავლე და როგორ ვასწავლიდი
ავტორი: გელა ჩარკვიანი   გელა ჩარკვიანის ახალი წიგნი ანგლოფილის მასტერკლასია – იმ ბიჭის ამბავი, რომელმაც ჯერ კიდევ გასული საუკუნის 50-იან წლებში მიზნად დაისახა, სრულყოფილად შეესწავლა ინგლისური ენა; შეესწავლა ისე, რომ ამ ენაზე შეძლებოდა შეუცდომლად გამოეთქვა ყველაფერი, რასაც მშობლიურ ენაზე წერდა და ლაპარაკობდა, და ცოტა მეტიც.   ავტორის დაკვირვებით, ეს რთული გზა აუცილებელ ჩვევათა გამომუშავებაზე გადიოდა, რაც ყოველდღიურად საათობით თავაუღებელ შრომას და მტკიცე ნებისყოფას მოითხოვდა. გელა ჩარკვიანი შთამბეჭდავად აღწერს თავისი მიზნისკენ სვლას – მარცხითა და შელახული თავმოყვარეობით აღძრულ დაუოკებელ სურვილს, რომ შეემეცნებინა ენის სული და ის კულტურული კონტექსტი, რასაც ეფუძნება ინგლისური ენა; ჯერ თვითონ შეესწავლა, შემდეგ კი თავისი უნიკალური მეთოდით სხვებისთვისაც ესწავლებინა ათეული წლების განმავლობაში.   ეს წიგნი აუცილებელი საკითხავია მათთვის, ვინც ჯერ კიდევ ფიქრობს ინგლისურის შესწავლაზე, მათთვის, ვისაც ჰგონია, რომ უკვე შეისწავლა ენა, მათთვის, ვინც ასწავლის ინგლისურს და უფროსი კოლეგის ფასდაუდებელი რჩევა სჭირდება, და მათთვისაც, ვისაც უბრალოდ აინტერესებს საბჭოთა კავშირში დაბადებული კაცის ამბავი, რომელმაც უცხო ენა თავისი ცხოვრებისა და კარიერის მუდმივ, განუყრელ პერსონაჟად აქცია.
16.95
ალპური ყვავილები
ავტორი:  სოსო მეშველიანი   ალპური ყვავილები“ სოსო მეშველიანის დოკუმენტური მოთხრობებისა და ჩანაწერების ციკლის ერთგვარი გაგრძელებაა, სადაც პოეტის მხატვრული მეხსიერების მძაფრი შთაბეჭდილებებია თავმოყრილი.     ამ კრებულშიც ერთმანეთს ორი სამყაროს მისტიკა და ესთეტიკა ენაცვლება – კავკასიურ/სვანური და ევროპულ/ესპანური. ორივეს შესახებ პოეტმა ბევრი რამ იცის, ხოლო ამ აღქმულ და დანახულ ცოდნას მკითხველისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს – მის წინაშე აქამდე უცხო და უცნობი სინამდვილე თამაშდება, ბასრი აქცენტებით და დაუნდობელი მშვენიერებით.     „ალპური ყვავილები“ იმ ადამიანურ ოცნებებსაც იუნჯებს, რომლებიც ხშირად მიუწვდომელ მწვერვალებზე გვეგულება, სინამდვილეში კი საკუთარ ან გვერდზე მყოფის გულშიც შეგვიძლია მათი აღმოჩენა.     – ნინო სადღობელაშვილის ბოლოსიტყვაობიდან
9.95
ამარგი/ალუდას ნახტომი
ავტორი: ზურაბ კიკნაძე სერია: MAGNUM OPUS ზურაბ კიკნაძის წიგნის სათაური ამარგი, შუმერული სიტყვა, „დედასთან დაბრუნებას" ნიშნავს და თავისუფლების იდეას ატარებს. თავისუფლება შენს გენეზისთან, შენს თავთან დაბრუნებაა. ქვესათაური ალუდას ნახტომი, ყველასთვის ნაცნობია, მშობლიურიც არის. ბევრი გვიფიქრია მასზე. ალუდა მიდის და, სადაც უნდა წავიდეს, ვიცით, თავის თავს დაუბრუნდება. ის ტოვებს თავის ემპირიულ მეს და სიღრმისეულში ბრუნდება. ამ წიგნში თითოეული ჩანაწერი, რომელიც სურვილისა და მოცალეობის შემთხვევაში, შესაძლოა, კულტურულ-ანთრო პო ლოგიურ ნაშრომადაც ქცეულიყო, ცხადად თუ შეფარვით საკაცობრიო პრობლემას შეიცავს. ავტორი გვთავაზობთ კაცობრიობის ისტორიაში ნათქვამ სიტყვებს და ქმნილ საქმეებს, და თავის ფიქრებს და განსჯას მათზე. ბევრი მათგანი, შესაძლოა, ეფემერულად და მარგინალურად მოგვეჩვენოს, მაგრამ ისინი ღირს დაფიქრებად, გამოგვადგება მედიტაციების საყრდენად. გამოცდილებით ვიცით, რომ ადამიანისგან ფასი ხშირად წარმავალს უფრო ადევს, სწორედ იმის გამო, რომ წარმავალია და, ამდენად, განუმეორებელი.
29.95
ბართლომეოსი – მოციქული და წინასწარმეტყველი
ავტორი: იოანე ხრისავგისი   უდავოა, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას შეუძლია ჩვენს სამყაროში მნიშვნელოვანი როლი შეასრულოს; მას შეუძლია იყოს მასზე მინდობილი ხალხების კრიტიკული და წინასწარმეტყველური სინდისი. თუმცა, ამისთვის მან, პირველ ყოვლისა, თავი უნდა აარიდოს ვიწრო სამრევლო მიდგომებისა და ნაციონალიზმის გაკერპებას, რათა უფრო ფართო, მსოფლიო მართლმადიდებლობა მოიცვას. მეტიც, მართლმადიდებელმა ეკლესიამ უნდა ისწავლოს ერთი ხმით ლაპარაკი, რათა მისი გაიგონონ და მის სიტყვას მნიშვნელობა ჰქონდეს.   აქ იკვეთება მსოფლიო საპატრიარქოს მნიშვნელობა; სწორედ ესაა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მისია თავისი მართლმადიდებელთაშორისი კონფერენციებით, მწყემსმთავართა სინაქსისებით, ეპისკოპოსთა კრებებითა და კრეტის წმინდა და დიდი კრებით. მსოფლიო საპატრიარქოს წინამძღვრობით მართლმადიდებელმა ეკლესიამ შეიძლება შეწყვიტოს წარსულისკენ ორიენტირებულ ინსტიტუციად ყოფნა და სანაცვლოდ დაამტკიცოს, რომ ის არის ევანგელიზაციით დატვირთული ინსტიტუცია, რომელიც აღდგომის სიცოცხლისა და იმედის მოწმეა და აწმყოში არსებობს მთელი მსოფლიოს ცხოვრებისათვის.
39.95
გასტრონომიული სიზმრები
ავტორი: დალილა ცატავა   „დაგსიზმრებიათ გასტრონომიული სიზმრები? მეხსიერების მონატრებული ადგილები, ბავშვობის სამოთხე, სივრცე, სადაც ყველაზე უკეთ გრძნობ, როგორი ცოცხალი ხარ?   იცით, როგორია საქართველოს, ამ უძველესი ქვეყნის, ხორბლის, ღვინის, თაფლისა და ყველის სამშობლოს მთავარი გემო? იქნებ საიდუმლო მითიურ კოლხეთშია? იქნებ პირიქით, აწმყოში, თანამედროვე გემოების წაკითხვაში?   წაგიკითხავთ წიგნი, რომელიც ერთდროულად გასტრონომიული თუ ეთნოგრაფიული კვლევაა, თან კულინარიული პროზა, თან ყველაზე მტკივნეული მოგონებების საცავი? ამოგიხსნიათ ჩვენი ქვეყნის რიტუალების მაგიური გემო და უხსოვარ წარსულში დაფლული კულინარიული საიდუმლო?   „რა ბედნიერებაა, რომ არსებობს მოგონება, ტკბილი და სანუკვარი, რომელსაც ყოველთვის ახლავს სევდა“ – წერს დალილა ცატავა თავის წიგნში, რომელიც ყველა იმ შეგრძნებისა და ემოციის საცავია, რომელიც ადამიანს ადამიანად აქცევს, პროდუქტებისა და ნივთიერებების ქიმიურ ზავს კი – ჯადოსნურ პროცესად.“ –  დიანა ამფიმიადი
30.95
გოეტეს ცხოვრების რომანი - ბელადი
ავტორი: კონსტანტინე გამსახურდია    
30
დაუსრულებელი ფიქრები
ავტორი; თემურ ალასანია    "დაუსრულებული ფიქრები“ - ასე ქვია ცნობილი ქართველი დიპლომატის, თემურ ალასანიას ახალ პუბლიცისტურ ნაშრომს. მისი დიპლომატიური მოღვაწეობა მოიცავს 4 ათწლეულს და 4 კონტინენტს - დაკარი, ვაშინგტონი, მონრეალი, ჟენევა, ნიუ იორკი და სხვა. კითხულობს ლექციებს პრესტიჟულ უნივერსიტეტებში და მრავალი სტატიის ავტორია პოლიტიკურ, თავდაცვის სტრატეგიის, საერთაშორისო ურთიერთობების და მრავალმხრივ დიპლომატიის საკითხებზე.
20
ეპოქა და ადამიანები
გელა ჩარკვიანის ლექციებში ყოველთვის იგრძნობოდა ეპოქის სულისკვეთება. მას, შეიძლება ითქვას, ეპოქის ადამიანიც კი ეთქმის, რომელიც მისივე სიტყვებით, „მეფის ძე და მეფის მამა იყო“. მასთან ერთად და მის ხელში მთელი თაობები გაიზარდა. მის ძარღვიან სიტყვას ყოველთვის ბევრი მსმენელი ჰყავდა. „აზროვნების აკადემიაში“ ჩატარებული შეხვედრები ამ საინტერესო ადამიანების მთელ მატიანეს ინახავს. ეს წიგნი, ამ ისტორიის ერთი მონაკვეთის გაზიარების მცდელობაა. გელა ჩარკვიანი ერთი მხრივ ძალიან პირად, მეორე მხრივ კი სრულიად გლობალურ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას, რის გამოც წიგნი განსაკუთრებულ უნიკალურობას იძენს.
28
ექვსი ნოეს კიდობანი
ავტორი: ეკატერინე ტოგონიძე   ექვსი ამბავი. ექვსი პერსონაჟი. მოქმედების ადგილი და დრო: საქართველო. 1918-1921 წლები. პირველი დამოუკიდებელი რესპუბლიკა.   „მაშინ საქართველო რაღაცნაირად მოულოდნელად და თითქოს არაკანონზომიერად, რამდენიმე წლით იქცა თანამედროვე, პროგრესულ, ევროპულ, დემოკრატიულ ქვეყნად. სწორედ ამიტომ ძალიან ბუნებრივია დღევანდელ, ისევ გზისგასაყარზე მდგარ ქვეყანაში ასეთი ცხოველი ინტერესი იმ დროის მიმართ.    „ექვსი ამბავი“ არ არის ტრაქტატი, მას თავისი – მხატვრული – ფორმა აქვს მოძებნილი. ეკატერინე ტოგონიძემ შეძლო ისტორია დღევანდელობის ყოფით სივრცეში მოექცია.   მწერალთა სახლის კაფე, მხატვრის სახელოსნო, ბიჭი, რომელსაც მუზეუმმა შეუკვეთა ერთ-ერთი პირველი დეპუტატი ქალის – მინადორა ტოროშელიძის პორტრეტი; მეორე ქალი დეპუტატის – ქრისტინე შარაშიძის ამბავს წერდა კაცი, რომელმაც მხედველობა დაკარგა, ახლა ამ ამბით მისი შვილიშვილი ინტერესდება; ქუჩა, რომელსაც კიდევ ერთი დეპუტატი ქალის სახელი მიენიჭა, მისი დატბორილი სარდაფი, სადაც საფრანგეთიდან ჩამოსული საბა პოულობს დოკუმენტებს მისი ბაბუის იმ დროში დამსმენობის შესახებ. ბათუმის უნივერსიტეტი, სტუდენტი ელენე, რომელმაც არაფერი არ იცის ნიკო ნიკოლაძის შესახებ. ტელე-თამაში „რა? სად? როდის?“, სადაც ერთ-ერთი შეკითხვა კიდევ ერთ დეპუტატ ქალს ეხება. და ბოლოს, თეატრის სცენა, „ნოეს კიდობნის“ რეპეტიცია, მსახიობები, რომლებიც ნოე ჟორდანიას ექვს სხვადასხვა სახეს განასახიერებენ... ეს კარგად მოფიქრებული ქარგა აძლევს საშუალებას ავტორს ბევრი რამ გვიამბოს ერთი მრავლისმთქმელი ეპოქის და იმ დროის ადამიანების შესახებ.   ერის მეხსიერება შედგება ჟამთაღმწერელთა, ისტორიკოსთა, მოგზაურთა, მწერალთა მონათხრობიდან. ეს მონათხრობი იფილტრება საუკუნეთა მანძილზე და ჩვენამდე აღწევს ის, რაც მართლა ღირებული და მნიშვნელოვანია... რასაც შეუძლია გავლენა მოახდინოს დღევანდელობაზე, და მასთან ერთად მომავალზე.“ – ლანა ღოღობერიძე
19.95
ზვიად გამსახურდია პოლიტიკა, მეცნიერება, ლიტერატურა (კონფერენციის მასალები)
ამ წიგნში თავმოყრილია ზვიად გამსახურდიას დაბადებიდან 80 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენციის მასალები; გამოცემის თემატიკა მრავალფეროვანია და შეეხება საქართველოს პირველი პრეზიდენტის პოლიტიკური, სამეცნიერო და ლიტერატურული მოღვაწეობის თითქმის ყველა სფეროს.       კრებულში შესულ ნაშრომებში ზვიად გამსახურდიას მოღვაწეობა განხილულია ქართული იდენტობის ისტორიის კონტექსტში; წარმოჩენილია მისი დისიდენტური საქმიანობის ისეთი ეპიზოდი, როგორიცაა ალექსანდრ სოლჟენიცინის აკრძალული წიგნის – „არქიპელაგ გულაგის“ არალეგალური გავრცელება საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ; ზვიად გამსახურდიასა და მისი პოლიტიკური გუნდის მიერ საქართველოს გასაბჭოების შემდეგ ჩატარებულ პირველ მრავალპარტიულ არჩევნებში გამარჯვებისა და ეროვნული ხელისუფლების მიერ სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობისკენ მიმავალი ევოლუციური, მშვიდობიანი გზა; პუბლიკაციები ეხება ზვიად გამსახურდიას საშინაო (ცხინვალის რეგიონი და ეთნიკურად ოს მოსახლეობასთან ურთიერთობის თემა, აჭარისა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკების საკითხები) და საგარეო პოლიტიკის (ურთიერთობები აშშ-სთან, ბალტიისპირეთის სახელმწიფოებთან და ვატიკანთან) მნიშვნელოვან მიმართულებებს.  წიგნის მეორე ნაწილში განხილულია ზვიად გამსახურდიას თეორიულ-ლიტერატურული და ენობრივი შეხედულებები, გაანალიზებულიამისი პოეზიისა და იგავების მხატვრული თავისებურებები, წარმოჩენილია მისი რუსთველოლოგიური ღვაწლი,ზვიად გამსახურდიას კავკასიური იდეა და სხვ.
19.9