santaesperanza
აზრები უკვდავებაზე
ანტონ ნოიჰოიზლერი – უკვდავება – ცნების განსაზღვრება;  გეორგ ზიმელი – სიკვდილი და უკვდავება; გეორგ ზიმელი – შენიშვნა ბედისწერის ცნებაზე; ნიკოლაი ლოსკი – სულის უკვდავების იდეა, როგორც ცოდნის თეორიის პრობლემა; ნიკოლაი ლოსკი – სიკვდილით დასჯის შესახებ; ნიკოლაი ლოსკი – ხორციელად აღდგომის შესახებ; ვოლფჰარტ პანენბერგი – ცოდვა, სიკვდილი და სიცოცხლე; რომანო გუარდინი – სიკვდილი და გარდაცვლილთა სიცოცხლე; რომანო გუარდინი – ქალაქ ნაინის ბჭესთან.  
13.5
Carpe diem
ავტორი: ნონა ხიდეშელი მარადიულ სიცოცხლეს ვესწრაფით, მაგრამ მუდამ ერთი შეკითხვა გვტანჯავს, როგორ ვიცხოვროთ, რა მოვუხერხოთ ამ სიცოცხლეს, საით წავიდეთ? ადამიანი უდიდესი საიდუმლოა საკუთარი თავისთვის. არაფერი ვიცით საკუთარ გონებაზე, ფიქრებზე, ვერაფერს ვუხერხებთ ემოციებს. სულ რაღაცას ვირჩევთ, მაგრამ გვაქვს კი რეალურად არჩევანი? არსებობს უამრავი კითხვა საკუთარ არსებობაზე და ვერ ვპოულობთ პასუხს. რასაც ვწერ, ვსაუბრობ, ჩემი ძიებაა, მუდმივად მაწუხებდა კითხვა ვინ ვარ? რას ვეძებ, რა მინდა? ვაკვირდებოდი საკუთარ ფიქრებს და ხშირად უფრო დიდ გაურკვევლობაში ვვარდებოდი... ერთ დღეს უბრალოდ გავჩერდი, შევწყვიტე ყოველგვარი ძიება, განსჯა და შევეცადე მიმეღო რეალობა ისეთი როგორიც იყო. ეს წიგნი ჩემი ძიების დასაწყისში დავწერე, უბრალოდ შევეცადე გადმომეცა ის განცდები, ის პროცესები, რომლებსაც განვიცდიდი... და რამაც ჩემი წინააღმდეგობრივი გონება ცოტა დაამშვიდა, რა თქმა უნდა, გზა გრძელდება...
15
Nietzsche contra Heidegger
ავტორი: ოთარ ჭულუხაძე   ნიცშეს ჭეშმარიტების პროექტი ორშრიანია. არსებობს მარადიული ჭეშმარიტებები, ოღონდ ეს ისინია, რომელთაც წინა, პლატონურ-ქრისტიანული ჭეშმარიტების პროექტი ვერ, ან მხოლოდ ნაწილობრივ სწვდებოდა. ასეთებია: ქმნადობა, იგივეს მარადიული კვლავდაბრუნება, ძალაუფლების ნება. ნიცშეს ეს განაზრება უთუოდ მონიშნავს თანაკვეთის ასპექტებს ჰაიდეგერის ფილოსოფიასთან... ჰაიდეგერი ნიცშეს ფილოსოფიის კრიტიკას ნიჰილ- იზმის კონტექსტშიც განაგრძობს და მის ფილოსოფიას დეკარტის სუბიექტო-ცენტრული ფილოსოფიის ერთგვარ „დაგვირგვინებად“ მიიჩნევს. ამით ჰაიდეგერი რამდენიმე აზრით სცოდავს ნიცშეს ფილოსოფიის წინაშე. უპირ- ველესად, ნიცშეს ფილოსოფია სუბიექტ-ობიეტურ ტოპი- კას საერთოდ არ მიიჩნევს უმთავრესად, ხოლო ნიცშეს მოსაზრებებს, რომელთა მიხედვითაც, ძალაუფლება საერთოდაც წინასუბიექტურია, ჰაიდეგერთან რატომღაც არასათანადო მნიშვნელობა ენიჭება.
21
ადამიანის სული
ავტორი: ერიხ ფრომი გამომცემლობა: აქტი ყდა: რბილი
24
ფასდაკლება
აიხმანი იერუსალიმში
ავტორი: ჰანა არენდტი სერია : NONFICTION   ჰანა არენდტი მეოცე საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი მოაზროვნე იყო. იგი გახდა პირველი ქალი, რომელიც დაჯილდოვდა სონინგის პრიზით, ევროპული ცივილიზაციის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის. უილიამ ჯოვანოვიჩი, მისი გამომცემელი, მას „აბსოლუტურად უშიშარ ინტელექტუალად“ მოიხსენიებდა. მისი კოლეგები კი აღნიშნავდნენ, რომ ჰანა არენდტი არა მხოლოდ განსაკუთრებული ინტელექტუალი, არამედ გამორჩეული პიროვნებაც გახლდათ. მიუხედავად იმისა, ეთანხმებოდნენ თუ არა მას, ის, რაზეც არენდტი ლაპარაკობდა, ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო მსმენელისთვის. „აიხმანი იერუსალიმში“ არენდტის ყველაზე საკამათო ტექსტია, რომელიც პირველად 1963 წელს გამოქვეყნდა. ესაა აიხმანის სასამართლო პროცესის ინტერპრეტაცია, რომელიც დღემდე არ კარგავს აქტუალობას. არენდტი აიხმანის შემთხვევიდან გამომდინარე იკვლევს მთელ ტოტალიტარულ სისტემას და მომხდარს ორიგინალურად და საინტერესოდ აანალიზებს.
14.92 22.95
ამსტერდამული მოხსენებები ფენომენოლოგია
"ამსტერდამული მოხსენებები", წაკითხული 1928 წელს, არის მცდელობა მსმენელისთვის ფენომენოლოგიის მოკლე და ყოველმხრივი შესავლის შეთავაზებისა. მოხსენებები ასევე წარმოადგენს ინტერესს ჰუსერლის მიერ ფენომენოლოგიასა და ფსიქოლოგიას შორის კავშირის ძირითადი ფორმულირების სახით, რაც მისი წინა შრომების ერთ-ერთი საკვანძო საკითხი იყო.  
15
ან/ან: ნაწყვეტი ცხოვრებიდან (ნაწილი პირველი)
ავტორი : სიორენ კირკეგორი მთარგმნელი : რატი ბაინდურაშვილი   სიორენ კირკეგორი – დანიელი ფილოსოფოსი, თეოლოგი, კრიტიკოსი, პოეტი, ქრისტიანული მორალის და ეთიკის წარმომადგენელი, თეისტური ეგზისტენციალიზმის მიმდინარეობის წარმომადგენელი.  ნაწარმოები „ან/ან“ ატარებს ორგვარ ჟღერადობას ორი სხვადასხვა მთხრობელის მხრიდან. პირველ ნაწილში ახალგაზრდა ესთეტიკოსი მამაკაცი (რომელსაც უბრალოდ ჰქვია A), ხოლო მეორე ნაწილში – ეთიკური განმსჯელი, სახელად ვილჰელმი. „ან/ან“ – დუალობის ეს შედევრი გახლავთ შესანიშნავი გამოკვლევა იმ კონფლიქტისა ესთეტიკასა და ეთიკას შორის რომ არსებობს; ორივე მათგანი ირონიულად და მაცდურად განიხილავს ეპიკურ სიამოვნებებს – მთელი თავისი მჭევრმეტყველური ასახვით მორალური ყოფა-ცხოვრების მაღალი სათნოებებისა. წიგნის პირველ ნაწილში ასახული ასპექტები არის „ან“ – ცხოვრების ესთეტიკური ჭვრეტა; ხოლო მეორე ნაწილი „ან“ – მისი ეთიკური აღქმა. ეს უკანასკნელი ეხება პიროვნული ჩამოყალიბების, თავდაჯერებულობისა და თვითრწმენის საკითხებს, რა ყოველივეც საბოლოოდ მიემართება ქორწინების თემას. ნაწარმოების პრობლემის გადაწყვეტა მკითხველისათვის არის მინდობილი, ვინაიდან არ არსებობს არავითარი მესამე ნაწილი, სადაც კი შესაძლებელი იქნება, რომ ცხოვრებისეულ ბილიკზე რაიმე კონკრეტული ეტაპი წარმოჩნდეს.
42
ანარქიზმი, ათეიზმი, ფემინიზმი
ავტორი: ემა გოდლმანი მთარგმნელი: სხვადასხვა გამომცემლობა: აქტი წიგნში შესულია ავტორის ბიოგრაფია და  სხვადასხვა ესეები: ანარქია; ათეიზმის ფილოსოფია; პატრიოტიზმი – საფრთხე თავისუფლებისთვის; ანარქია და გენდერული საკითხი; ქორწინება და სიყვარული; ქალებით ვაჭრობა; ქალთა საარჩევნო უფლებები; ტრაგიკული ქალის ემანსიპაციაში; დუროტი მოკვდა, მაგრამ მაინც ცოცხლობს; დამოუკიდებლობის ახალი დეკლარაცია. 
22
ანარქიზმის ანბანი
ავტორი: ალექსანდრე ბერკმანი მთარგმნელი : გია ბერაძე ალექსანდრე ბერკმანი (დ. 21 ნოემბერი 1870  – გ. 28 ივნისი 1936 ) – XX საუკუნის დასაწყისში ანარქისტული მოძრაობის წამყვანი წევრი, ცნობილი როგორც მისი პოლიტიკური აქტივიზმით, ანარქისტული იდეებითა და მწერლობით. ბერკმანი დაიბადა ვილნაში, რუსეთის იმპერიაში (ახლანდელი ვილნიუსი, ლიეტუვა). 1888 წელს ემიგრაციაში წავიდა შეერთებულ შტატებში. ცხოვრობდა ნიუ-იორკში, სადაც მონაწილეობდა ანარქისტულ მოძრაობებში, იყო ერთ-ერთი ანარქისტი ლიდერი. იყო ანარქისტ ემა გოლდმანის ცხოვრების სიყვარული და სიცოცხლის ბოლომდე მისი მეგობარი. ავადმყოფობის გამო ბერკმანმა თავი მოიკლა 1936 წელს. წიგნი – „ანარქიზმის ანბანი“ უაღრესად მარტივი ენით არის დაწერილი, ის მიჩნეულია ანარქისტული ლიტერატურის კლასიკად თუმცა მისი პოპულარულობის მიზეზი მხოლოდ ეს არ არის, წიგნი მიუხედავად მისი პირველი გამოცემიდან თითქმის 100 წლის გასვლისა კვლავ რჩება ანარქიზმის იდეების ერთ-ერთ საუკეთესო შესავლად, რომელიც კი დაწერილა ამ თემაზე კომუნისტ-ანარქისტის თვალსაზრისით ინგლისურ ენაზე. მისი ავტორი უბრალოდ თეორეტიკოსი და „ინტელექტუალი“ კი არ იყო, არამედ მებრძოლი აქტივისტი მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში.
22
ანტიქრისტე
ავტორი: ფრიდრიხ ნიცშე მთარგმნელი: ვახტანგ გორგიშელი გამომცემელობა: აქტი  
12
აღსარება
სერია:  Magnum Opus   „ჩვენ არ ვიცით, რა დაემართა ტოლსტოის სიკვდილის ჟამს. მის წინაშე, შესაძლოა, ბევრ ისეთ რამეს აეხადა ფარდა, რაც მანამდე მთელი ცხოვრების განმავლობაში დაფარული იყო. აი, რატომ არ უნდა განვსაჯოთ ის და რატომ უნდა შევუერთდეთ მას ჭეშმარიტებასთან ზიარების წყურვილში. ყველაზე ნაკლებად კი მისი განსჯა შეუძლიათ გარეგნულად ქრისტიანებს, ფარისეველ ქრისტიანებს, რომელთაც ტოლსტოი ამხელს“. (ნიკოლაი ბერდიაევი)   რუსულიდან თარგმნა გია ბერაძემ
18.95
აღსარებანი
ავტორი : ნეტარი ავგუსტინე მთარგმნელი : ბაჩანა ბრეგვაძე გამოცემა შესრულებულია 1996 წლის გამოცემის მიხედვით. თარგმანი შედარებულია გერმანულ და ორიგინალ ტექსტს, დაზუსტდა რამოდენიმე ტერმინი. წინა გამოცემაში ბოლოს გადატანილი შენიშვნები გაყოფილია ორ ნაწილად: მოკლე სქოლიოები შეტანილია ტექსტსში, ხოლო ვრცელი შენიშვნები დარჩენილია წიგნის ბოლოს, რაც შესამჩნევად აადვილებს წინამდებარე რთული ნაწარმოების კითხვასა და აღქმას. ასევე, წინამდებარე გამოცემას თან ერთვის ლევან გიგინეიშვილის წინასიტყვაობა. ... საიდან იღებს დასაბამს ბოროტება, თუკი ყველაფერი შექმნა კეთილმა ღმერთმა და კეთილია მისი ქმნილება? უფრო დიდმა და უზენაესმა სიკეთემ უფრო მცირე სიკეთე შექმნა, მაგრამ კეთილია შემოქმედიც და შექმნილიც. მაშ, სადაა ბოროტების სათავე? იქნებ ბოროტი იყო მატერია, რომლისგანაც ღმერთმა შეჰქმნა სამყარო? მაგრამ ფორმა რომ მიანიჭა და მოაწესრიგა მატერია, იქნებ რაღაცა დაუტოვა მას, რაც სიკეთედ არ გარდაუქმნია? კი მაგრამ, რატომ? ნუთუ ყოვლისმძლეს არ შეეძლო მთლიანად გარდაექმნა და შეეცვალა იგი, რათა საერთოდ აღარ დარჩენილიყო რამე ბოროტი? და ბოლოს, რატომ ინება მატერიისაგან შეექმნა სამყარო, ნაცვლად იმისა, რომ თავისი ყოვლისმძლეობის წყალობით მთლიანად მოესპო და არარაობად ექცია იგი? განა მატერიას შეეძლო ღვთის ნების საპირისპიროდ ეარსება? ხოლო თუ მატერია მარადიული იყო, რად დართო ნება, უსასრულო დროის მანძილზე ამ სახით ეარსება და მხოლოდ შემდეგ ინება რაღაცა შეექმნა მისგან...  
40
აშტავაკრა გიტა
ინდური ფილოსოფია მთარგმნელი: ანდრო დგებუაძე ეს არის მსოფლმხედველობა, რომელიც ერთდროულად უცხოცაა და ნაცნობიც. ეს არის საუბარი, რომელიც გამოთქვამს გამოუთქმელს. ეს არის თვალი, რომელიც გიყურებს და გცნობს. ეს არის დიალოგი, რომელშიც ორივე მოსაუბრე შენ ხარ. ეს არის ცოდნა, რომლის შემეცნების დროს ხდები შემოქმედი. ეს არის რეალობა, რომელსაც აღვიძებ ორ სიზმარს შორის. ეს არის სიმაღლე, საიდანაც სიკეთე და ბოროტება უნიღბოდ ჩანს.  ეს არის სიღრმე, რომელიც ზედაპირზეა. ეს არის აღსარება, რომ მთელი არსით ხარ წმინდა.
19.95
ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის #1
ავტორი: გიორგი გურჯიევი მთარგმნელი : გია ბერაძე გიორგი ივანეს ძე გურჯიევი – თეოსოფი, აღმოსავლური ოკულტიზმის მიმდევარი, ქრისტიანული მისტიკურ-ანთროპოლოგისტური მოძღვრების ავტორი. ბევრს მოგზაურობდა მსოფლიოში. წლების მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. მის კალამს ეკუთვნის არაერთი ეზოთერული ნაშრომი. ავტორის წიგნი – „ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის“, წარმოადგენს მის მთავარ ნაშრომს, რომელიც მისი სხვა წიგნებისგან განსხვავებით რომლებიც მისმა მოწაფეებმა გურჯიევის მიერ სხვადასხვა წლებში/ქვეყნებში ჩატარებული ლექციებისგან შეადგინეს, ავტორმა „ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის“ თვითონ დაწერა.  ავტორი მისი იდეების, შეხედულებებისა თუ აზრების გაცნობით დაინტერესებულ ადამიანებს რეკომენდაციას აძლევდა რომ პირველი წიგნი რაც მათ უნდა წაეკითხათ, იყო – „ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის“.
28
ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის #2
ავტორი: გიორგი გურჯიევი მთარგმნე გიორგი ივანეს ძე გურჯიევი – თეოსოფი, აღმოსავლური ოკულტიზმის მიმდევარი, ქრისტიანული მისტიკურ-ანთროპოლოგისტური მოძღვრების ავტორი. ბევრს მოგზაურობდა მსოფლიოში. წლების მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. მის კალამს ეკუთვნის არაერთი ეზოთერული ნაშრომი. ავტორის წიგნი – „ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის“, წარმოადგენს მის მთავარ ნაშრომს, რომელიც მისი სხვა წიგნებისგან განსხვავებით რომლებიც მისმა მოწაფეებმა გურჯიევის მიერ სხვადასხვა წლებში/ქვეყნებში ჩატარებული ლექციებისგან შეადგინეს, ავტორმა „ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის“ თვითონ დაწერა.  ავტორი მისი იდეების, შეხედულებებისა თუ აზრების გაცნობით დაინტერესებულ ადამიანებს რეკომენდაციას აძლევდა რომ პირველი წიგნი რაც მათ უნდა წაეკითხათ, იყო – „ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის“. ლი : ვაჟა ნარიმანიძე  
28
ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის (ნაწილი მეორე)
ავტორი : გიორგი გურჯიევი   „ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის“ წარმოადგენს პირველ ნაწარმოებს ბატონი გიორგი გურჯიევის ტრილოგიისა „ყველა და ყველაფერი“. აგრეთვე, ეს უკანასკნელი მოიცავს ნაწარმოებებს, როგორიცაა – „შეხვედრები შესანიშნავ ადამიანებთან“ და „ცხოვრება რეალურია მხოლოდ მაშინ, როცა „მე ვარ““. „ყველა და ყველაფრის“ დასაწყისში გიორგი გურჯიევი აღნიშნავს, რომ წიგნის მიზანია მკითხველს დაანახოს, „გამანადგურებლად, უმოწყალოდ, ყოველგვარი კომპრომისის გარეშე, მკითხველის მენტალობასა და გრძნობებში საუკუნეების განმავლობაში ფესვგადგმული რწმენები და წარმოდგენები ამ სამყაროში არსებული ყოველივეს შესახებ“. ნაწარმოებში გამოყენებულია ე.წ. ჩარჩოებიანი ხერხი მხატვრული წერის მანერისა – არამიწიერი არსების, ბელზებელის (რომელიც ატარებს ამავე სახელის მქონე დემონის სახელწოდებას) ჩაფიქრებები და სხვადასხვა ისტორიები. თავს გადახდენილ ამბებს ბელზებელი უყვება თავის შვილიშვილ ჰასეინს, რომელთან ერთადაც ხომალდ „კარნაკით“ მოგზაურობს კოსმოსში თავისი მშობლიური პლანეტის (კარატაზი) მიმართულებით. ბელზებელი დეტალურად აღწერს ისტორიებს, ადათ-წესებს, ჩვეულებებს, კულტურასა თუ ფსიქოლოგიას ადამიანური არსებების შესახებ. ისტორია ალეგორიულად გამოხატავს ავტორის მიერ თავისებურად აღქმული ადამიანური ყოფიერების, მდგომარეობისა და პირობების განმარტებას. ნაწარმოების პროტაგონისტი პერსონაჟი გვიყვება დედამიწაზე  არაერთი სტუმრობის შესახებ, სადაც მას გარკვეული შეხედულებები ჩამოუყალიბდა კაცობრიობაზე. მისი ეს აღნიშნული ნარატივი მთელ ნაწარმოებში მიჩნეულია, როგორც ერთგვარი ახსნა-განმარტება ბატონი გურჯიევის ფილოსოფიური მსოფლმხედველობისა. წინამდებარე წიგნი განკუთვნილი გახლდათ გურჯიევის „მეოთხე გზის“ სწავლებისათვის, როგორც ერთ-ერთი მთავარი სასწავლო ინსტრუმენტი. „ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის“ შესულია ბრიტანელი პოეტისა და ბიოგრაფის მარტინ სეიმურ სმიტის ნაწარმოებთა სიაში „100 ყველაზე გავლენიანი წიგნი, რაც კი ოდესმე დაწერილა“, ავტორისეული კომენტარითურთ: ყველაზე სარწმუნო შერწყმა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფიქრებისა... გამომცემლობის რეკომენდაციაა რომ მკითხელი გიორგი გურჯიევის შემოქმედებას გაეცნოს შემდეგი თანმიმდევრობით: 1. ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის, 2. შეხვედრები შესანიშნავ ადამიანებთან, 3. ცხოვრება რეალურია მხოლოდ მაშინ, როცა „მე ვარ“, 4. გრძნეულთა ბრძოლა, 5. დანახული რეალური სამყაროდან.
55
ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის (ნაწილი პირველი)
ავტორი : გიორგი გურჯიევი   „ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის“ წარმოადგენს პირველ ნაწარმოებს ბატონი გიორგი გურჯიევის ტრილოგიისა „ყველა და ყველაფერი“. აგრეთვე, ეს უკანასკნელი მოიცავს ნაწარმოებებს, როგორიცაა – „შეხვედრები შესანიშნავ ადამიანებთან“ და „ცხოვრება რეალურია მხოლოდ მაშინ, როცა „მე ვარ““. „ყველა და ყველაფრის“ დასაწყისში გიორგი გურჯიევი აღნიშნავს, რომ წიგნის მიზანია მკითხველს დაანახოს, „გამანადგურებლად, უმოწყალოდ, ყოველგვარი კომპრომისის გარეშე, მკითხველის მენტალობასა და გრძნობებში საუკუნეების განმავლობაში ფესვგადგმული რწმენები და წარმოდგენები ამ სამყაროში არსებული ყოველივეს შესახებ“. ნაწარმოებში გამოყენებულია ე.წ. ჩარჩოებიანი ხერხი მხატვრული წერის მანერისა – არამიწიერი არსების, ბელზებელის (რომელიც ატარებს ამავე სახელის მქონე დემონის სახელწოდებას) ჩაფიქრებები და სხვადასხვა ისტორიები. თავს გადახდენილ ამბებს ბელზებელი უყვება თავის შვილიშვილ ჰასეინს, რომელთან ერთადაც ხომალდ „კარნაკით“ მოგზაურობს კოსმოსში თავისი მშობლიური პლანეტის (კარატაზი) მიმართულებით. ბელზებელი დეტალურად აღწერს ისტორიებს, ადათ-წესებს, ჩვეულებებს, კულტურასა თუ ფსიქოლოგიას ადამიანური არსებების შესახებ. ისტორია ალეგორიულად გამოხატავს ავტორის მიერ თავისებურად აღქმული ადამიანური ყოფიერების, მდგომარეობისა და პირობების განმარტებას. ნაწარმოების პროტაგონისტი პერსონაჟი გვიყვება დედამიწაზე  არაერთი სტუმრობის შესახებ, სადაც მას გარკვეული შეხედულებები ჩამოუყალიბდა კაცობრიობაზე. მისი ეს აღნიშნული ნარატივი მთელ ნაწარმოებში მიჩნეულია, როგორც ერთგვარი ახსნა-განმარტება ბატონი გურჯიევის ფილოსოფიური მსოფლმხედველობისა. წინამდებარე წიგნი განკუთვნილი გახლდათ გურჯიევის „მეოთხე გზის“ სწავლებისათვის, როგორც ერთ-ერთი მთავარი სასწავლო ინსტრუმენტი. „ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის“ შესულია ბრიტანელი პოეტისა და ბიოგრაფის მარტინ სეიმურ სმიტის ნაწარმოებთა სიაში „100 ყველაზე გავლენიანი წიგნი, რაც კი ოდესმე დაწერილა“, ავტორისეული კომენტარითურთ: ყველაზე სარწმუნო შერწყმა აღმოსავლეთისა და დასავლეთის ფიქრებისა... გამომცემლობის რეკომენდაციაა რომ მკითხელი გიორგი გურჯიევის შემოქმედებას გაეცნოს შემდეგი თანმიმდევრობით: 1. ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის, 2. შეხვედრები შესანიშნავ ადამიანებთან, 3. ცხოვრება რეალურია მხოლოდ მაშინ, როცა „მე ვარ“, 4. გრძნეულთა ბრძოლა, 5. დანახული რეალური სამყაროდან.
55
ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის (წიგნი IV)
ავტორი: გიორგი გურჯიევი მთარგმნელი: ვაჟა ნარიმანიძე გიორგი ივანეს ძე გურჯიევი – თეოსოფი, აღმოსავლური ოკულტიზმის მიმდევარი, ქრისტიანული მისტიკურ-ანთროპოლოგისტური მოძღვრების ავტორი. ბევრს მოგზაურობდა მსოფლიოში. წლების მანძილზე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა თბილისში. მის კალამს ეკუთვნის არაერთი ეზოთერული ნაშრომი. ავტორის წიგნი – „ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის“, წარმოადგენს მის მთავარ ნაშრომს, რომელიც მისი სხვა წიგნებისგან განსხვავებით რომლებიც მისმა მოწაფეებმა გურჯიევის მიერ სხვადასხვა წლებში/ქვეყნებში ჩატარებული ლექციებისგან შეადგინეს, ავტორმა „ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის“ თვითონ დაწერა.  ავტორი მისი იდეების, შეხედულებებისა თუ აზრების გაცნობით დაინტერესებულ ადამიანებს რეკომენდაციას აძლევდა რომ პირველი წიგნი რაც მათ უნდა წაეკითხათ, იყო – „ბელზებელის ნაამბობი შვილიშვილისთვის“.  
28
ბუდა: გულის სიცარიელე
ავტორი:ოშო მთარგმნელი : ოლიკო ცისკარიშვილი ოშო რაჯნიშის წიგნი „ბუდა: გულის სიცარიელე“ თარგმნა სოციალურ მეცნიერებათა დოქტორმა ოლიკო ცისკარიშვილმა, მისი რედაქტორია ინგა გამსახურდიშვილი. „ბუდა: გულის სიცარიელე“ საუბრები ჩატარდა რაჯნიშის საერთაშორისო მისტიციზმის უნივერსიტეტის მიერ  გაუტამა ბუდას აუდიტორიაში. პუნაში, ინდოეთი 8-15 სექტემბერი, 1988 წელს. რედაქტორი კი ამ წიგნზე წერს: „ვინ ხარ შენ, ადამიანო, რას წარმოადგენ ამ უკიდეგანო და ამოუცნობ სამყაროში, რა ფუნქცია გაკისრია და ხარ თუ არა თავისუფალი... ამ ურთულეს კითხვებზე პასუხი ინდივიდუალური და აბსოლუტურად განსხვავებულია. ძალიან რთული აღმოჩნდა წიგნზე მუშაობა, თუმცა რთულზე მეტად – საინტერესო. მან სულ სხვაგვარად დამანახა პიროვნული სრულყოფის გზა. იმედია, საკუთარი არსის შეცნობასა და აღმოჩენაში ეს წიგნი მკითხველსაც დაეხმარება“.
20
ბჰაქთი-იოგა
ავტორი: სვამი ვივეკანანდა მთარგმნელი : ვაჟა ნარიმანიძე სვამი ვივეკანანდა – XIX საუკუნის ინდოელი ფილოსოფოსი, სულიერი მოძღვარი და თანამედროვე ინდოეთის ერთ-ერთი უდიდესი მოაზროვნეა. მოღვაწეობდა მეცხრამეტე საუკუნის ბოლოს. მას იცნობენ, როგორც „ერის მამას“. ვივეკანანდას ნააზრევმა უდიდესი გავლენა მოახდინა ინდოეთის ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის ხასიათზე. ასევე, ინდური ფილოსოფიის განვითარებაზე. 1893 წელს ჩიკაგოში, „რელიგიათა პარლამენტის“ წინაშე ვივეკანანდამ წარმოთქვა სიტყვა, რომელმაც მას მსოფლიო აღიარება მოუტანა. მან ლექციებით შემოიარა ამერიკა და მთელი შემოსული თანხა გაჭირვებულ თანამემამულეებს გაუგზავნა. ამერიკელები მას უწოდებდნენ „ორატორს ღმერთის უფლებებით“. მისი ნაშრომები დღემდე პოპულარულია როგორც ინდოეთში, ისე დასავლეთში. „თუ გსურთ გაიგოთ, რა არის ინდოეთი, იკითხეთ ვივეკანანდა“ – წერდა რაბინდრანათ თაგორი. ბჰაქთი-იოგა არის ღმერთის რეალური, ნამდვილი ძიება, ძიება, რომელიც იწყება, გადის და სრულდება სიყვარულში. ღმერთის ძლიერი, უსაზღვრო სიყვარულის ერთი წამი მარადიულ თავისუფლებას გვჩუქნის. გამოცემა აიერიანებს ვივეკანანდას რამდენიმე ტექსტს: ბჰაქთი-იოგა, ჩემი ცხოვრება და მისია, ჩემი მასწავლებელი, ბუდას მისია მსოფლიოს.
14
გადარჩენის გზა
ავტორი:რამაზ   გახოკიძე    წიგნი განიხილავს იმ უდიდეს საფრთხეებს, თანამედროვე კაცობრიობის წინაშე რომ აღმართულა და უკვე არა რომელიმე ხალხსა თუ ქვეყანას, არამედ „ჩვენს საერთო სახლს“ - დედამიწას ემუქრება მოსპობით. ეს არის შედეგი ადამიანის სულიერი გადაგვარების, მისი რობოტიზაციისა, რამაც მოიტანა მტაცებლურ-პარაზიტული, აგრსიულ-მომხმარებლური დამოკიდებულების ჩამოყალიბება ცოცხალი ბუნების მიმართ.
20
განმანათლებლობის დიალექტიკა. ფილოსოფიური ფრაგმენტები
ავტორი: თეოდორ ვ. ადორნო, მაქს ჰორკჰაიმერი   »განმანათლებლობის დიალექტიკა« (1944-1947, 1969) »ფრანკფურტის სკოლის« კრიტიკული თეორიის ყველაზე დიდი გავლენის მქონე ნაშრომია. წიგნში მოცემულია თანამედროვე საზოგადოების ძირეული კრიტიკა. ცივილიზაციის განვითარების ფუნდამენტური ანალიზის საფუძველზე გამოკვლეულია მითოსიდან განმანათლებლობის წარმოშობა და განმანათლებლობის მითოსისკენვე შემობრუნება. ნაშრომი წარმოადგენს თანამედროვე სუბიექტის, მისი »თვითის«, ფორმირების ფილოსოფიურ თავდაპირველ ისტორიას და განიხილავს ზნეობრიობისა და უზნეობის თანხვედრას თანამედროვე საზოგადოებაში. ამ წიგნში განხილულია კულტურის ინდუსტრიის მეშვეობით ადამიანთა მასობრივი მოტყუების მექანიზმები. ასევე, გაანალიზებულია განმანათლებლობის საზღვრები, რომლებსაც, ნაციონალსოციალიზმში განხორციელებული კატასტროფის შედეგად, ანტისემიტიზმის ელემენტები წარმოადგენენ.      
23.5
განსხვავებული საზრისები
ავტორი: დეკანოზი თეოდორე გიგნაძე; ანდრო დგებუაძე გამომცემლობა: აზროვნების აკადამია წიგნში ავტორები მთავარ ადამიანურ ღირებულებებს განსხვავებული სააზროვნო სიბრტყიდან გვიჩვენებენ, სამყაროსა და ადამიანის სხვადასხვაგვარ აღქმას გვთავაზობენ. რაზე თანხმდებიან და ვერ თანხმდებიან ავტორები? რა არის წყალგამყოფი საკითხი, რომელზე შეთანხმებაც შეუძლებელია და რაზე შეთანხმებაა შესაძლებელი თუ საკითხს კრიტიკულ აზროვნებასთან ერთად გულწრფელობით მივუდგებით? ამ წიგნში, მკითხველი სწორედ ამ განსხვავებულობისა და გადაკვეთის წერტილებს გაეცნობა. წიგნის პირველ ნაწილში საუბარი ეხება ფუნდამენტურ ცნებებს: ვინ არის ადამიანი? რა არის პიროვნულობის იდეა? როდის დაისმის პიროვნულობასა და კერძოობას შორის ტოლობის ნიშანი? თავისუფლება – ღირებულება, რომელიც ადამიანს ადამიანად აქცევს და ცხოვრებას საზრისს აძლევს. რა არის თავისუფლება? მიზანი თუ ინსტრუმენტი ადამიანისთვის? სიყვარული – როგორც ყოფიერების ცოცხალი საწყისი. მოვლენა, რომლის გარეშე თავისუფლება ვერ რეალიზდებოდა. დაეკარგა თუ არა თანამედროვე ეპოქაში ფასი სიტყვა „სიყვარულს“? რა როლი აქვს კრიტიკულ აზროვნების რწმენაში? რწმენა ანუ მუდმივი ძიების პროცესი ადამიანისთვის. ერთი მხრივ, ეს საკითხები ჩვენი ყოველდღიურობაა, მეორე მხრივ კი, მუდმივი კითხვის ნიშნებით სავსე სივრცეა.
35
გერმანელი ფილოსოფოსები ისტორიის შესახებ
წინამდებარე წიგნი „გერმანელი ფილოსოფოსები ისტორიის შესახებ“ ზურაბ ხასაიას ერთერთი საუკეთესო მონოგრაფიაა. მასში განხილულია დიდი გერმანელი ფილოსოფოსების ისტორიული ტრაქტატები. ამ განხილვათა მიზანი, როგორც წესი, თანამედროვე ისტორიული სიტუაციის გააზრებაა. წიგნში განხილულმა ფილოსოფოსებმა სწორედ ჩვენი თანამედროვე მდგომარეობის აღმოცენება და განვითარება შენიშნეს, მისი კრიტიკული შეფასება მოგვცეს და მისგან გამოსავალი დასახეს. ავტორის ენა და ფილოსოფიურ-ლიტერატურული სტილი ნათელი და მიმზიდველია.
16.6