santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ჯეინ ეარი
    ავტორი:შარლოტა ბრონტე თარგმანი: თამარ მაღრაძე მდიდარი,მაგრამ გულცივი ნათესავების ოჯახში უსიხარულო ბავშვობისა და ღარიბ გოგონათა საქველმოქმედო სასწავლებლის უმკაცრეს რეჟიმში გატარებული რვა წლის შემდეგ,ობოლი ჯეინ ეარი თორნფილდში,ედვარდ როჩესტერის სახლში,აღმზრდელად იწყებს მუშაობას.ბატონო ბევრს მოგზაურობს და იშვიათად არის თავის მამულში.დღეები გადის მშვიდად და მონოტონურად,მაგრამ ერთხელაც როჩესტერი ბრუნდება...
    14.95
    ჯეინ ეარი საკოლექციო
      ავტორი: შარლოტა ბრონტე   უმწეო გოგონების თავშესაფარში გაზრდილი ობოლი ჯეინ ეირი მუშაობას ტორნფილდში იწყებს - ედვარდ როჩესტერის მამულში. ბატონი ხშირად როჩესტერის ხშირი მოგზაურობის გამო ჯეინი მის არისტოკრატ მოზარდზე ზრუნავს. ერთხელაც როჩესტერი ბრუნდება მოგზაურობიდან ბრუნდება და მათი რომანტიული ისტორია სწორედ აქ იწყება
    14.95
    ჯეინ ოსტინის მკითხველთა კლუბი
    ავტორი: კარენ ჯოი ფაულერი მთარგმნელი:ეკა მაჩიტიძე სერია: რომანები სიყვარულზე გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი  
    14.9
    ჯემალ ქარჩხაძის მოთხრობების სრული კრებული
    ქარჩხაძეს გამომცემლობა წიგნში შესულია ჯემალ ქარჩხაძის ყველა მოთხრობა, რომლებიც გამოქვეყნებული იყო ლიტერატურულ პრესაში ან – გამოცემული წიგნად. მოთხრობების დაწერის/გამოქვეყნების დიაპაზონი დიდია – 1964 წლიდან 1998 წლამდე
    29.9
    ჯინსების თაობა
    ავტორი: დათო ტურაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    12.9
    ჯოზეფ ანტონი
    ავტორი: სალმან რუშდი მთარგმნელი:  გია ჭუმბურიძე ზაზა ჭილაძე სერია: დიოგენეს ბიბლიოთეკა   1989 წლის 14 თებერვალს, ვალენტინობა დღეს, სალმან რუშდის BBC-ის რეპორტიორმა დაურეკა და ამცნო: აიათოლა ჰომეინიმ სიკვდილი მოგისაჯათო... სწორედ მაშინ გაიგო პირველად მწერალმა სიტყვა ”ფათვა”. ბრალად იმას სდებდნენ, შენი რომანი ”ეშმაკეული აიები” ისლამის, წინასწარმეტყველისა და ყურანის წინააღმდეგაა მიმართულიო. ისე გამოდიოდა, თითქოს საკუთარი ნებით კი არ დაეწერა რაღაც წიგნი, თვით შაითანის ნაკარნახევი აიები გადაეტანა ფურცელზე! აი, ასე იწყება ლამის დაუჯერებელი ამბავი იმის შესახებ, როგორ იქცა მწერალი კაცი დევნილად საკუთარ ქვეყანაში; მდევნელთაგან დასამალად კი იძულებული ხდებოდა მუდმივად ეცვალა ადგილსამყოფელი, ერთთავად პოლიციის დაცვის ქვეშ ყოფილიყო და ისიც კი მოსთხოვეს, ეგებ ფსევდონიმი შეგერჩიაო. მანაც საყვარელი მწერლები გაიხსენა და არჩევანი კონრადსა და ჩეხოვზე შეაჩერა - ასე მოევლინა ქვეყანას ჯოზეფ ანტონი. ამ წიგნში სალმან რუშდი პირველად ყვება სიტყვის თავისუფლებისათვის გადატანილი რთული ბრძოლის ყველა წვრილმანს - როგორ ცხოვრობდა პოლიციელებთან ერთად ერთ ჭერქვეშ, როგორ ცდილობდა მთავრობის მხრიდან თანადგომისა და გაგებისათვის მიეღწია, რა ურთიერთობა ჰქონდა სპეცსამსახურებთან, გამომცემლობებთან, ჟურნალისტებთან თუ თანამოკალმეებთან, როგორ მოახერხა კვლავ მოეპოვებინა თავისუფლება...
    24.95
    ჯოკერი
    ავტორი: ტოდ ფილიპსი, სკოტ სილვერი ᲛᲝᲘᲠᲒᲔᲗ ᲦᲘᲛᲘᲚᲘᲐᲜᲘ ᲡᲐᲮᲔ „ჯოკერი“ DC-ის ცნობილი სუპერ ანტაგონისტის მითოლოგიითაა გაჟღენთილი, მაგრამ, ამავე დროს, მისგან სრულიად განსხვავდება. ესაა ემოციებით სავსე პერსონაჟის კვლევა და სიგიჟის ხვეულებში ამაღელვებელი ძიება კინემატოგრაფიული გზებით. გაეცანით სცენარისტების, ტოდ ფილიპსის და სკოტ სილვერის, დაუვიწყარ ნამუშევარს - თქვენ წინაშეა „ოსკარზე" არაერთგზის ნომინირე-ბული და "საუკეთესო სცენარის" კატეგორიაში გამარჯვებული კინოსცენარის ექსკლუზიური გამოცემა
    27.95
    ჰაკი აძბა
    ავტორი: ლეო ქიაჩელი ნიკო ლორთქიფანიძის მოთხრობა „შელოცვა რადიოთი“ ემიგრაციის სირთულეებსა და უცხო გარემოში საკუთარი თავის დაკარგვის ტკივილზე გვიამბობს. იმავდროულად, ეს მოთხრობა იმ ქალის ხვედრსა თუ ბედზეა, სიყვარულს რომ ესწრაფვის, მაგრამ იმედგაცრუებას იღებს; ნუგეშს, საკუთარ ადგილს, დასაყრდენს, თავშესაფარს რომ ეძებს, მაგრამ მარტოობას, უნუგეშობასა და უსამშობლობას პოულობს და მერე... ცეკვავს... ცეკვავს გველებთან... ცეკვავს მგზნებარედ... სამშობლოში დაბრუნების იმედით...
    22
    ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი
    ავტორი: მარკ ტვენი სერია: იკითხე კლასიკა   მარკ ტვენის უბერებელი საყმაწვილო რომანი „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალი“ თანამედროვე ამერიკული ლიტერატურის დასაბამადაც მიიჩნევა. მართალია, ის გამოსვლის დღიდან არაერთხელ აკრძალეს სხვადასხვა მიზეზით, სასკოლო პროგ­რამიდანაც ამოიღეს, მაგრამ საბედნიეროდ, ამ წიგნს გაცილებით მეტი თაყვანისმცემელი და მკითხველი გამოუჩნდა, რომელთაც იმთავითვე განსაზღვრეს რომანის მნიშვნელობა და განუმეორებლობა. ვინც მდინარე მისისიპის ნაპირებზე არასდროს მოხვედრილა, ვისაც უყვარს ფათერაკიანი თავ­გა­დასავ­ლები და აკრძალულ, ადამიანის ფეხდაუდგმელ ადგი­ლებში ხეტიალი, თამამად შეუძლია გაჰყვეს უშიშარ, გონიერ და უცნაურ ბიჭს – ჰაკლბერი ფინს, რომელსაც, თავის მეგობარ ტომ სოიერთან ერთად, ცივილიზებულ სამ­ყაროში ცხოვ­რებას სწორედ შფო­თიანი და ფათერაკებით სავსე ამ­ბები ურჩევნია, რად­გან კარგად იცის, რა იდუმალი, მოულოდნელი და საინტერესოა ასეთი ცხოვრება. თქვენ წინაშეა ამერიკული ლიტერატურის შედევრის – მარკ ტვენის „ჰაკლბერი ფინის თავგადასავალის“ ახალი თარგმანი, რომელიც ხელახლა გააცოცხლებს ამ რომანის ჯადოსნურ სამყაროს ქართულ ენაზე.
    12.95
    ჰამლეტი
    ავტორი: უილიამ შექსპირი სერია: 50 წიგნი, რომელიც უნდა წაიკითხო, სანამ ცოცხალი ხარ მიუხედავად იმისა, რომ "ჰამლეტი" ჟამთა სიავის ამსახველი ტრაგედიების კატეგორიას განეკუთვნება, იგი ერთი ამოსუნთქვით იკითხება. გმირის პესიმიზმი თითქოს გადამდებია და ბედის უკუღმართობათა შეცნობას მკითხველი ტრაგედიის გმირებთან ერთად ეძებს. ალბათ, ამიტომ დღესაც ხშირად გვესმის ჰამლეტის ცნობილი მონოლოგი "ყოფნა-არყოფნის" შესახებ.
    16.95
    ჰამნეტი
    ავტორი:მეგი ო’ფერელი მთარგმნელი: თეონა ბითაძე მეგი ო’ფერელი თანამედროვე ჩრდილოეთ ირლანდიელი მწერალია. „ჰამნეტი” მწერლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნია, რომელმაც მას the Women’s Prize for Fiction-ის გამარჯვებულის ტიტული მოუტანა 2020 წელს. მეგი ო’ფერელის „ჰამნეტი” უილიამ შექსპირის ვაჟის, 11 წლის ჰამნეტის შესახებ გვიამბობს და მისი ცხოვრების მნიშვნელოვან დეტალებს გვაცნობს ისე, რომ შექსპირის ვინაობას ტექსტში არსად ამჟღავნებს. რომანში მოთხრობილია 1580-იანი წლების ინგლისში მცხოვრები ახალგაზრდა, ღარიბი ლათინურის მასწავლებლისა და მისი ექსცენტრული, უჩვეულო ნიჭით დაჯილდოებული მეუღლის, აგნესის ოჯახური ისტორია, სადაც ცოლ-ქმარი შავი ჭირის მძვინვარების ფონზე შემზარავ ტრაგედიას უმკლავდება. ეს წიგნი „ჰამლეტის” შექმნის ისტორიაა _ ამბავი იმისა, თუ როგორ შეიძლება ყველაზე ღრმა მწუხარებისას ხელოვნებაში პოვო ნუგეში, ხოლო თავზარდამცემმა მოვლენამ მსოფლიოს უკვდავი შედევრი დაბადოს.
    16.9
    ჰარი პოტერი და სიკვდილის საჩუქრები
    ავტორი: ჯ.კ. როულინგი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა
    19.9
    ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკი
    ავტორი: დაიანა უინ ჯონსი მთარგმნელი: ქეთევან ყანჩაშვილი   ინგარის სამეფოში, სადაც შვიდმილიანი ჩექმები და უჩინმაჩინის მოსასხამები არავის უკვირს, დიდი უიღბლობაა სამშვილიან ოჯახში უფროსად დაბადება. საყოველთაოდ ცნობილია, რომ თუკი სამივენი ბედის საძიებლად გაეშურებიან, სწორედ უფროსი იგემებს მარცხს. სოფი თავიდანვე იყო შეგუებული ბედს და ცხოვრების მშვიდად გატარებას ქუდების სახელოსნოში აპირებდა. თუმცა მოულოდნელად უდაბნოს ალქაჯის წყრომა დაატყდა თავს და ბებრუხანად აქცია. ჯადოს ახსნის ერთადერთი იმედი ჯადოქარი ჰაულის მუდამ მოძრავ ციხე-კოშკში იმალება. წიგნში შეგხვდებათ ალქაჯები, ჯადოქრები, სასახლეები, მოლაპარაკე ნივთები, მოჯადოებული არსებები, დედინაცვლები, მეფის ასულები, გრძელზე გრძელი კიბეები, მოწყვეტილი ვარსკვლავები და... ბევრი, ბევრი მწვანე ლორწო. ეს არის ზღაპრული, მაგრამ საკმაოდ სახიფათო სამყარო, სადაც ყველაფერი მოსალოდნელია, ამიტომ დაძაბულობა ბოლო გვერდამდე არ დაგტოვებთ, რადგან, როგორც ერთხელ კალციფერმა ბრძნულად შენიშნა: „ჯადოქრის სახლში უსაფრთხოდ ვერ იქნები“. „ჰაულის მოსიარულე ციხე-კოშკს“, რომელიც ტრილოგიის პირველი ნაწილია, შესაძლოა უფრო სტუდია ჯიბლის „ოსკარის“ ნომინანტი ამავე სახელწოდების ანიმეთი იცნობდეთ. არადა, სანამ ჰაიაო მიაძაკი აღმოაჩენდა, სოფისა და ჰაულის თავგადასავალი ორი ათწლეულის განმავლობაში სარგებლობდა მკითხველთა სიყვარულით.
    24.9
    ჰემი, ჩემი ნახევარი
    ავტორი: ცირა ტურაშვილი   ჰემი, ჩემი ნახევარი - რომანში მოთხრობილია ახალგაზრდა, მარტოხელა დედის და მისი შშმ შვილის ცხოვრების შესახებ, რომელიც სავსეა ტკივილით, იმედგაცრუებებით და დაუსრულებელი ბრძოლებით. რომანში მთელი სიცხადით არის გადმოცემული ქართული რეალობის სასტიკი ნიუანსები, რომელიც დაუნდობელია უფლის იმედად დარჩენილი ადამიანებისათვის. მთავარი პერსონაჟი ქალი ბევრჯერ ხდება ძალადობის მსხვერპლი, ბევრჯერაც დაეცემა და წამოდგემა, რათა უფრო ძლიერმა გააგრძელოს ცხოვრება შვილის უკეთესი მომავლისათვის. მის ყიველდღიურობას კი უფრო ართულებს გზას აცდენილი მეუღლე, თუმცა მაშინ როცა იგი ფიქრობს, რომ ყველა წვალება ფუჭი და ამაოა, მის ცხოვრებაში დგება ნამდვილი სიყვარულის ხანა, რომელიც ხსნად იქცევა უიღბლო ქორწინების შემდეგ. რომანს, გარდა შშმ ადამიანის მძიმე ხვედრისა, ასევე მეორე ხაზად მიჰყვება ირანელი ცოლ-ქმარის ცხოვრება და მოღვაწეობა თბილისში, რომელთა ბედიც ყველაზე საჭირო დროს დაუკაშირდება მარტოხელა დედის ყოველდღიურობას ;  
    15
    ჰენდერსონი, წვიმის მეფე
    ავტორი: სოლ ბელოუ მთარგმნელ(ებ)ი ლელა დუმბაძე სერიის დასახელება ამერიკელები   სოლ ბელოუ (1915-2005) უილიამ ფოლკნერის შემდეგ უმნიშვნელოვანეს ამერიკელ რომანისტად ითვლება. „ჰენდერსონი, წვიმის მეფე“ - ნობელიანტი მწერლის მეხუთე რომანი - 1959 წელს გამოიცა. წიგნის მთავარი გმირი, ჯინ ჰენდერსონი კონექტიკუტელი მილიონერია, რომელიც ერთ დღესაც გადაწყვეტს, რომ ცხოვრებაში რაღაცების შეცვლის დრო დამდგარა და აფრიკაში მიემგზავრება.     „როცა ვიხსენებ, რა მდგომარეობაში ვიყავი, ორმოცდათხუთმეტი წლისამ ბილეთის ყიდვა რომ გადავწყვიტე აფრიკაში წასასვლელად, მარტო დარდი და გულისტკივილი მაგონდება. შემომაწვება მოგონებები და სულს მიხუთავს. არეულად მახსენდება ყველაფერი ერთად - ჩემი მშობლები, ჩემი ცოლები, ჩემი საყვარლები, ჩემი შვილები, ჩემი ფერმა, ჩემი ცხოველები, ჩემი ჩვევები, ჩემი ფული, ჩემი მუსიკის გაკვეთილები, ჩემი ლოთობა, ჩემი ახირებები, ჩემი სისასტიკე, ჩემი სახე, ჩემი სული! ერთადერთი ისღა დამრჩენია, ვიღრიალო - არა, არა, მომწყდით თავიდან, მარტო დამტოვეთ“!
    19.95
    ჰერმესის დახლიდარები
    ავტორი: ქარდა ქარდუხი სერია: გახდი ბესტსელერის ავტორი გამომცემლობა: პალიტრა ლ ყდა: რბილი  
    11.95
    ჰერცოგი და მე ბრიჯერტონი
    ავტორი: ჯულია ქუინი მთარგმნელი: რამაზ ხატიაშვილი დაფნი ბრიჯერტონი, რომელიც შვიდ და-ძმასთან ერთად მეგობრულ და მხიარულ ოჯახშია გაზრდილი, ლონდონის ყველა ახალგაზრდა მამაკაცს ემეგობრება, თუმცა სასურველ ქალად მას ვერავინ აღიქვამს, რადგან ზედმეტად ლაღია საიმისოდ, რომ რომანტიკულ თამაშებში მიიღოს მონაწილეობა.  განსხვავებული ხასიათი აქვს ჰასტინგსის ჰერცოგს, საიმონ ბასეტს, რომელიც უცხოეთიდან სულ ცოტა ხნის წინ დაბრუნებულა. ის ქორწინებასაც გაურბის და საზოგადოებასაც. თუმცა საუკეთესო მეგობრის დასთან შეხვედრამ შესაძლოა მას სრულიად განსხვავებული სცენარი შესთავაზოს. ჰერცოგი და მე ჯულია ქუინის ცნობილი სერიის, ბრიჯერტონის, პირველი წიგნია. რვა წიგნისგან შემდგარი რომანტიკული ისტორიული საგა, რომელიც მე-19 საუკუნის ლონდონის არისტოკრატიის ახალგაზრდების ცხოვრებაზე მოგვითხრობს, ახლა უკვე ნეტფლიქსის პოპულარული სერიალი „ბრიჯერტონია“.
    16.9
    ჰიპი
    ავტორი: პაულო კოელიო მთარგმნელი: მარინა ყიფშიძე  
    15.9
    ჰოლივუდი ვაგონის კედელზე
    ავტორი: ეკა ქევანიშვილი   სურათის აღწერა – იყო ასეთ დავალება ჩვენს ბავშვობაში: სურათისთვის თვალი უნდა გაგვეშტერებინა და მასზე, რაც შეიძლება მეტი რამ დაგვენახა. ამ წიგნს თითქმის თვალდახუჭული ვწერდი – ძველი ალბომების შთაგონებით. თან ვფიქრობდი, რას ვხედავთ, როცა ბავშვობის ფოტოებს ვუყურებთ? განსაკუთრებით მაშინ, როცა ეს ბავშვობა სხვა საუკუნეში, სხვა წყობის ქვეყანაში დარჩა?   ნოსტალგიას, რადგან ჩვენი თავები გვენატრება? სინანულს, რომ თავისუფლება და სილაღე გვაკლდა? სევდას, რომ მთელი ეს წლები ოცნებებში გავიდა? როგორ შეიძლება სკოლის საკლასო ოთახად ქცეული ვაგონის კედელზე ჰოლივუდი გაჩნდეს? როგორ ვიყოთ განსხვავებულები, როცა ყველას ერთნაირად გვაცვია? როგორ დავიცვათ სიყვარული, რომელიც აკრძალულია?   ეს წიგნი, რომელშიც საქართველოს ერთ პატარა ქალაქში მომხდარ ამბებზე გიყვებით, მხატვრულიც არის და დოკუმენტურიც: არ შემეძლო დამევიწყებინა ის, რაც მოხდა. არ შემეძლო არ გამომეგონებინა, ის, რაც არ მოხდა.
    12.95
    ჰომო ფაბერი | ვიქნები თუნდაც განტენბაინი
    ავტორი: მაქს ფრიში მთარგმნელი: დალი ფანჯიკიძე სერია: მსოფლიო ბიბლიოთეკა ,,ვიქნები თუნდაც განტენბაინი” ნაწარმოებია, რომელშიც არ არის სიუჟეტური ხაზი, გამოკვეთილი.მთავარი პერსონაჟები და დაძაბულობა, თუმცა ერთმანეთიდან გამომდინარე და შემდეგ.დამოუკიდებელი გზით განვითარებული ისტორიები ბოლომდე.ითრევს მკითხველს და რომანის დამთავრების შემდეგაც დიდხანს აფიქრებს. სიუჟეტის ერთ-ერთ ძირითად ხაზად შეიძლება.მივიჩნიოთ ამბავი ადამიანისა, რომელმაც გადაწყვიტა, ბრმის ცხოვრებით.იცხოვროს და ამ ხერხით სინამდვილეს ჩახედოს თვალებში. „ყოველი კაცი ადრე თუ გვიან თხზავს ისტორიას, რომელსაც თავის.ცხოვრებად თვლის, ერთ ან რამდენიმე ისტორიას ერთად“ – სწორედ ამ შეხედულებას ავითარებს ავტორი.რომანში და სხვადასხვა პერსონაჟის ამბავს მრავალი.ვარიაციით ჰყვება. შეიძლება ითქვას, რომ რაც წიგნში ხდება, სინამდვილეში არ ხდება.და ცხოვრებაც, როგორც რომანი, ფიქციაა. Homo Faber მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მომხდარი სწრაფი ტექნოლოგიური პროგრესის შედეგად ადამიანის ცხოვრებასა და ცნობიერებაში მომხდარი ცვლილებების, ადამიანის ადამიანური გრძნობებისა და განცდების, უფრო სწორად კი, მათთან გაუცხოების შესახებ მოგვითხრობს. შუახნის წარმატებულ ინჟინერს, ვალტერ ფაბერს (მეტსახელად HOMO FABER-ს), რომელიც აგდებით უყურებს ადამიანურ სენტიმენტებს, თავისზე გაცილებით ახალგაზრდა ქალი, ზაბეტი შეუყვარდება და განცდები უბრუნდება – იცვლება. მისი  დამოკიდებულება ადამიანების, მთლიანად გარესამყაროს მიმართ და ამ ცვლილებებს უკვე ზაბეტის ტრაგიკული სიკვდილიც ვეღარ აფერხებს. მაქს ფრიშის ეს გამორჩეული რომანი მწარმოებელი, ტექნოლოგიური პროგრესის საუკუნეში „დაკარგული“ ადამიანის მიერ საკუთარი თავის პოვნის ამბავია.
    25.9
    ჰურინის შვილები
    ავტორი: ჯონ რონალდ რუელ ტოლკინი სერია: პორტალი მთარგმნელი: გიორგი გომართელი არსებობს შუახმელეთის თქმულებები, რომლებიც "ბეჭდების მბრძანებლამდე" გაცილებით ადრე შეიქმნა. ამ წიგნში მოთხრობილი ამბავიც რუხი ნავსადგურის დასავლეთით მდებარე, უძველეს მიწებზე მოხდა - იქ, სადაც ერთ დროს ხისწვერა დააბიჯებდა. ის მიწები პირველი ეპოქის მიწურულს დიდმა კატაკლიზმებმა ჩაძირა.
    24.95
    „ბიჭო გოგიას“ შაშვი გალობს
    ავტორი: ნოდარ წულეისკირი   კრებულში შესული ნოველები წარმოადგენს მწერლის შემოქმედების კიდევ ერთ თემატიკას. ეს არის თანამედროვე სოფელი თავისი მცხოვრებლებითა და პრობლემებით. შეიძლება თავისებურად ჩაითვალოს ისიც, რომ ანტურაჟი შეცვლილია: კოლხურ-დასავლური გარემოს ნაცვლად თითქმის ყველა ნოველაში ჩვენ წინაშეა ქართლურ-აღმოსავლური მხარე. სოფელი დანახულია შიგნიდან, სიღრმიდან, გულისგულიდან. ნაჩვენებია ისე და ისეთად, როგორიც არის ამჟამად და, შესაძლოა, როგორიც იყო ყოველთვის: უშუალო, მოუხეშავი, მკაცრი და უაღრესად მიწიერი, ადამიანური.
    7.95
    „გოგლიმოგლი“ აფხაზურად
    ავტორი: გიორგი შერვაშიძე გამომცემლობა: ინტელექტი
    14.95
    „ლურჯი მატარებლის“ საიდუმლოება
    ავტორი: აგათა კრისტი   იდუმალი ქალი, ლეგენდარული ლალის ქვები და საფრანგეთის რივიერისკენ მიმავალი „ლურჯი მატარებელი“ – რით არ არის საუცხოო მასალა რომანტიკული სიყვარულისა და ბრწყინვალე დანაშაულისთვის?! მატარებელი გაჩერდა და ძვირფასთვლებიანი ალისფერი ტარსიკონის ზარდახშა გაქრა, მისი პატრონი ქალი კი შავი ზონრით მომხრჩვალი იპოვეს კუპეში. იდეალური საიდუმლო, სავსე ვნებით, სიხარბითა და სიცრუით, და იდეალური დეტექტივი ერკიულ პუარო, რომელიც „ლურჯი მატარებლის“ საიდუმლოს გასაღებს ჩვეული ოსტატობით იპოვის.
    15.95