santaesperanza

ღირებულება
დან
მდე
ფასი (GEL)
  • ფასდაკლება
  • ქალი ისახავს მიზანს
    ავტორი: მეი მასკი მთარგმნელი: გიორგი არონია ავტობიოგრაფიულ წიგნში მასკი გულწრფელად მოგვითხრობს სიძნელეებით სავსე თავისი ცხოვრებისა და თავგადასავლების შესახებ. რთული, ხშირად დაუჯერებელი ოჯახური პრობლემებისა და საქმიანობასთან დაკავშირებული დაბრკოლებების მიუხედავად, ის მუდამ ახერხებდა ფეხზე წამომდგარიყო, ახალი მიზანი დაესახა და გაბედულად ემოქმედა. სწორედ ამიტომ იქცა წიგნი შთაგონების წყაროდ სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ბევრი ქალისთვის. აქ ასევე უხვადაა სასარგებლო რჩევები ჯანსაღ კვებასა და ცხოვრების წესზეც, რასაც სამეცნიერო კვლევები და მეი მასკის დიეტოლოგიური პრაქტიკა უდევს საფუძვლად.
    20
    ავტობიოგრაფია - დარვინი
    ეს წიგნი მითებისა და გამოგონილი ამბების გარეშე გვიამბობს, ვინ იყო ადამიანი, რომელმაც აზროვნების ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი აღმოჩენა გააკეთა - როგორ იპარავდა ხილს ბავშვობაში, როგორ ჩაგრავდა უფროსი და კაროლინა, რატომ არ უყვარდა სკოლა და საერთოდ სწავლა, განსაკუთრებით ლექციები, რა გავლენა მოახდინეს მეგობრებმა, მასწავლებლებმა და მეტოქეებმა, როგორი იყო მისი თვითშეფასება, რას ფიქრობდა საკუთარ მიღწევებზე... ავტობიოგრაფიის პირველი გამოცემებიდან რამდენიმე ფრაგმენტი, სადაც დარვინის რელიგიური შეხედულებები და ქრისტიანობასთან მისი დამოკიდებულებაა აღწერილი, ამოღებული იყო ცოლის, ემა ვეჯვუდის დაჟინებული მოთხოვნით. ემას აზრით, ეს შეხედულებები შეურაცხმყოფელი იყო ოჯახის წევრების, მეგობრებისა და მსახურებისთვისაც კი.ეს თარგმანი შესრულებულია საბოლოო და სრული გამოცემის მიხედვით.
    14.95
    აკაკი - 180 ამბავი #46
    ავტორ-შემდგენელი: ჯული გაბოძე სერია: თან საკითხავი „საქართველოში ალბათ ბევრ შემოქმედს არ რგებია ხალხის ისეთი დიდი სიყვარული, როგორიც აკაკი წერეთელს. 180 წელი გავიდა მისი დაბადებიდან. აქ წარმოდგენილი ამბების რაოდენობაც შესაბამისად ამ საიუბილეო თარიღმა განაპირობა. ამბები პირობითად დალაგებულია ქრონოლოგიური თანმიმდევრობით, რაც საშუალებას მისცემს მკითხველს, პანორამულად გადაავლოს თვალი მგოსნის ცხოვრებას. ამბები ძირითადად ემყარება ქართულ პრესაში სხვადასხვა დროს აკაკი წერეთლის შესახებ გამოქვეყნებულ მოგონებებსა და წერილებს, მის ნაკვესებს. მწერლის თხზულებების ახალი აკადემიური ოცტომეულის მზადებისას აკაკის შემოქმედების არაერთი სიახლე და მისი ცხოვრების უცნობი დეტალი გამოვლინდა, რომელთაგან ზოგი ამბად ვაქციეთ და ისე შევთავაზეთ მკითხველს.“  წიგნის ავტორ-შემდგენლის – ჯული გაბოძის ბოლოსიტყვაობიდან
    15
    ალექსანდრე ორბელიანი - 150 ამბავი #52
    ავტორი: როსტომ ჩხეიძე სერია: თან საკითხავი საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი ბრძოლის ორსაუკუნოვან ისტორიაში უმნიშვნელოვანეს ფიგურად გვევლინება ალექსანდრე ორბელიანი. მისი სახელი 1832 წლის შეთქმულებას უკავშირდება. სწორედ ის იყო შეთქმულების ერთ-ერთი სულისჩამდგმელი, ისევე, როგორც თავის ეპოქაში თავისუფლებისთვის ბრძოლის სულისკვეთების გამღვივებელი და სიკვდილამდე ამ იდეის ერთგული. 150 ამბავში ცოცხლდება მე-19 საუკუნის დრამატული ისტორია – პერსონაჟებით, იმედითა და უიმედობით, ღალატითა და თავგანწირვით. ცოცხლდება ტრაგიკული გმირის სახე, რომელიც ფატალური ცხოვრებით, დაუცხრომელი ბრძოლის ჟინით და ღირსებით ძალიან ჰგავს თავისივე ქვეყანას. ეს ქვეყანა დღემდე იბრძვის რუსული იმპერიის წინააღმდეგ და ამ ხანგრძლივ ბრძოლაში გამოჩენილ გმირთა დავიწყება დამარცხებასაც ნიშნავს.
    17.9
    ალექსანდრე ყაზბეგი - 100 ამბავი
    შემდგენლები: ლევან ბებურიშვილი და ანა პაპოშვილი   XIX საუკუნის ქართველ კლასიკოსთა შორის  ალექსანდრე ყაზბეგი თავისი ცხოვრებისეული დრამატიზმით სრულიად გამორჩეული ფიგურაა. ხევის უმდიდრესი მებატონის შვილმა ტრაგიკული გზა განვლო, ფუფუნებიდან – უკიდურეს სიღატაკემდე.   მედუქნე, მეცხვარე, მსახიობი, ჟურნალისტი, მწერალი  –  ეს ყაზბეგის „პროფესიათა“ არასრული ჩამონათვალია. მისი არაორდინარული ცხოვრების წესი მწერლის სიცოცხლეშივე იქცა დიდი მითქმა-მოთქმის საგნად. სანდრომ მრავალჯერ იწვნია დაუმსახურებელი გულისტკენა ახლობლებისა და უცხოების მხრიდანაც კი. როგორც აკაკი წერეთელი იტყოდა, „ქართველი საზოგადოება ცოტა პირშავად არის მასთან“.   წიგნში მკითხველი გაეცნობა ბავშვივით მგრძნობიარე, ფაქიზი სულიერი სამყაროს მქონე, საკუთარი ქვეყნისა და მწერლობის სიყვარულით სავსე შემოქმედს.
    15.95
    არაფერი ჩვეულებრივი ვისლავა შიმბორსკაზე
    ავტორი: მიხალ რუსინეკი მთარგმნელი:  ნათელა გავაშელი   მხოლოდ ამ წიგნში ვხვდებით შიმბორსკას ისეთს, როგორსაც აქამდე არ ვიცნობდით. ეს გახლავთ პორტრეტი უჩვეულო პიროვნების, განსაკუთრებული იუმორით დაჯილდოებული ქალბატონისა, რომელსაც იმავდროულად ხელეწიფებოდა უმნიშვნელოვანეს საქმეებზე საუბარი. პორტრეტი, რომელiც მასთან და მისი პოეზიის არსთან მიახლოების ნებას გვაძლევს.   ექსცენტრული მოხუცი ქალბატონი. მოკისკისე. დროდადრო ფრივოლური, ენაკვიმატი, ჩვეულებრივ ადამიანებთან საუბრისმოყვარული, ვიდრე პოეტების კონგრესებზე ინტელექტუალებთან მოკამათე.   დეპრესიული, მელანქოლიური, საკუთარი თავისა და სხვათა მკაცრი შემფასებელი. პერფექტციონისტი. კეთილდღეობაზე საუბრის თავის ამრიდებელს საშინლად არ უყვარდა დროის ფუჭად დაკარგვა და შეხვედრა იმ ადამიანებთან, რომლებიც არაფერს მატებდნენ, გარდა, როგორც თავად ამბობდა, ცარიელი კალორიებისა.   ნობელის შემდეგ იმეორებდა, რომ ყველაფერს იღონებდა, არ გამხდარიყო პერსონა, არამედ პიროვნებად დარჩენილიყო. ოდესღაც ერთმა ტაქსისტმა უთხრა: „ჩემთვის დიდი პატივია, ასეთი იშვიათი პიროვნება რომ მიმყავს“. გარკვეულწილად, მართალიც იყო: ჩვენი კატეგორიის საკმაოდ იშვიათი წარმომადგენელი გახლდათ.   ნობელიანტზე ასეთი დახვეწილი და გამორჩეული ტაქტით წერა\ მხოლოდ ერთ ავტორს შეეძლო.    
    8.95
    აღმა, დინების წინააღმდეგ
    ავტორი: ანა ესკური მთაგმნელი: დიმიტრი გოგოლაშვილი გამომცემლობა: ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა ყდა: რბილი
    15.9
    ბითლზი - ლივერპულიდან ები როუდამდე
    ავტორი: ერნესტო ასანტე   ვინ იცის, როგორი იქნებოდა მსოფლიო „ბითლზის“ გარეშე?! მათ დაიპყრეს სამყარო და ეს საოცარი წიგნი მოგვითხრობს მათ განმაცვიფრებელ ამბავს ჯგუფის დაბადებიდან ბოლო ჩაწერამდე, წლების მიხედვით.
    60
    ბუფონი
    ავტორი: კობა ხატისაშვილი სერია: ლეგენდები
    11.95
    გაიცანი დიდი ადამიანები ტ I
    გაიცანი დიდი ადამიანები - ხუთტომეული ყველა დროის ყველაზე გამოჩენილი მოღვაწეების ცხოვრებისა და მემკვიდრეობის შესახებ ამ წიგნის ფურცლებზე შეხვდები და კარგად გაიცნობ საქართველოს ისტორიაში განსაკუთრებით მნიშვნელოვან, ღვაწლით გამორჩეულ ადამიანებს, წაიკითხავ მათი ცხოვრების გზის შესახებ და გაიგებ, როგორ იბრძოდნენ და იცავდნენ სამშობლოს, აღადგენდნენ დანგრეულს და აშენებდნენ ახალ ქვეყანას, ავრცელებდნენ განათლებას და კულტურას. თითოეულ ტომში ხუთი განსაკუთრებული ამბავია ხუთი დიდი მოღვაწის შესახებ - გზა ბავშვობიდან ისტორიაში დამკვიდრებამდე. გაიარე ეს გზა მათთან ერთად და დაიმახსოვრე მათი საქმეები.
    22
    გალაკტიონი - 200 ამბავი #37
    შემდგენელი: ნათია სიხარულიძე სერია: თან საკითხავი გალაკტიონი მხოლოდ გენიალური პოეტი, ქართული პოეზიის უდიდესი რეფორმატორი როდი იყო. ზნეობისაგან განძარცვულ, პრაგმატიზმით სნეულ საუკუნეში მან დაამტკიცა, რომ შეიძლებოდა იდეალებით და იდეალისთვის არსებობა.გალაკტიონი სიცოცხლეშივე იქცა ლეგენდად, მის შესახებ არსებულ მოგონებებსა და გადმოცემებში რთულია გავარკვიოთ, სად გადის ზღვარი რეალობასა და გამონაგონს შორის, თუმცა ეს გამონაგონიც საინტერესოა, რადგან ცხადყოფს ხალხის განსაკუთრებულ დამოკიდებულებასა და სიყვარულს.
    16.95
    გალაკტიონი უცენზუროდ
    ამ წიგნის იდეის ავტორი თავად გალაკტიონია, რომელსაც სურდა ერთად შეეკრიბა თავისი ეპიგრამები – ცენზურაგაუვლელი ლექსები.   გალაკტიონს არაერთ სკაბრეზულ ლექსსა და გამონათქვამს მიაწერენ. ის, რასაც ჩვენ მოგითხრობთ, დოკუმენტურ მასალას ეყრდნობა, ძირითადად, პოეტის ჩანაწერებს, აგრეთვე, სანდო მოგონებებსა და გადმოცემებს. ამბები საჭირო ფონს, ინფორმაციულ კონტექსტს ქმნის ეპიგრამების, მახვილსიტყვაობისა თუ არაორდინარული პერსონაჟის უცნაური ქცევის აღსაქმელად.   გალაკტიონის ეპიგრამების მთავარი ობიექტი მეფისტოფელური ეპოქაა – დამთრგუნველი, მოძალადე, ფარისევლური და ცინიკური ერთდროულად. პოეტის კონკრეტული სამიზნე უკულტურობაა, სულიერების დეფიციტი, ობივატელთა თვითკმაყოფილება, უფრო ხშირად კი – კოლეგა-მწერლების არცთუ ღირსეული საქციელი – მათი დაუსრულებელი ინტრიგები.   გალაკტიონის უცენზურო სტრიქონები ადამიანური გაღიზიანების, წყენის ნაყოფია და, ამდენად, სუბიექტურიც. ამიტომ მასთან სიტუაციები ჰიპერბოლიზებულია, შტრიხები – გროტესკულსკაბრეზული. პოეტი ცხოვრებაშიც და შემოქმედებაშიც გაურბოდა ბილწსიტყვაობას. სკაბრეზსა და ინვექტივას მხოლოდ ეპიგრამებსა და სატირულ შაირებში მიმართავდა, როგორც ჟანრის დამახასიათებელ სტილურ ელემენტებს.   წიგნს დამატების სახით ერთვის პოეტის მიერ სხვადასხვა დროს შეკრებილი სახუმარო ამბები, დიალოგები, ანეკდოტები.   ტექსტი გაფორმებულია გალაკტიონის ჩანახატებით. 
    24.95
    გალაქტიონი და თბილისი
    გალაკტიონის თბილისისადმი სიყვარულზე დიდიხანს შეგვიძლება ვილაპარაკოთ. მის შემოქმედაბაში ამ ქალაქს გასაკუთრებული ადგილი უჭირავს. წიგნში წარმოდგენილია პოეტის შემოქმედებით მემკვიდრეობაში დაგროვილი უამრავი ჩანაწერი, მოგონება, თუ განცდა, რომელიც თბილისს უკავშირდება. გამოცემა მოგვითხრობს პოეზიის მეფისა და თბილისის სიყვარულზე და იმ ლიტერატურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც სხვადასხვა ფონდსა და კოლექციებში ინახება. წიგნში წარმოდგენილი ექსპონატები, ფოტოები, ასევე გალაკტიონის მიერ შესრულებული ჩანახატები დაცულია თბილისის მერიის მუზეუმების გაერთიანება – გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ ბინა-მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ არქივსა და გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმში.
    48
    გაუდაბურება
    ავტორი: აბდურაზაკ გურნა მთარგმნელი : თამარ სუბელიანი სერია: ინტელექტი 25 წლისაა წარმოშობით ტანზანიელი მწერლისა და აკადემიკოსის, აბდულრაზაკ გურნას შემოქმედებაში ლტოლვილი ადამიანის ხვედრია წარმოჩენილი. ის კუნძულ ზანზიბარზე დაიბადა და იზრდებოდა. სამშობლოში მომხდარი რევოლუციის შემდეგ კი იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა და ბრიტანეთში გადასახლებულიყო.   „გაუდაბურება“ აღმოსავლეთ აფრიკის ერთ ზღვისპირა ქალაქში დასახლებული და იქიდან გახიზნული ადამიანების ყოფას აღგვიწერს. მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ახალგაზრდა რეანას ქალაქში უცაბედად გამოჩენილი ინგლისელი სწავლული, მარტინ პირსი შეუყვარდება და მასთან რომანს გააბამს. ათწლეულების შემდეგ მათი უკანონო შვილიშვილი ჯამილა ორი ძმის, ამინის და რაშიდის ცხოვრებაში გამოჩნდება. რაშიდი ინგლისში სასწავლებლად ემზადება და ვერ ამჩნევს, როგორ ცვლის უფროს ძმას სიყვარული. გადის კიდევ ათეულობით წელიწადი და უცხო ქვეყანაში გადახვეწილი რაშიდი წარსულის კვლევა-ძიებას იწყებს.   ამ სულისშემძვრელი, სასიყვარულო ისტორიით ავტორი ოსტატურად ასახავს კოლონიალიზმის გავლენას პოლიტიკურ და პირად ცხოვრებაზე.    2021 წელს აბდულრაზაკ გურნას ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია მიენიჭა „კულტურათა და კონტინენტთა შორის გაჩენილ უფსკრულში დარჩენილი ლტოლვილის ბედისა და კოლონიალიზმის შედეგების მოურიდებლად და თანაგრძნობით წარმოჩენისთვის“.    
    27.95
    გიორგი ნიკოლაძე
    ავტორი: პაატა ნაცვლიშვილი სერია: ლეგენდები გიორგი ნიკოლაძემ ჯერ კიდევ სიჭაბუკეში დაისახა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი არაერთი ამოცანა და მათი შესრულებისთვის ძალა და ენერგია არასოდეს დაუშურებია. ჩვენ კი გამოცანად დაგვიტოვა, თუ როგორ ახერხებდა ასეთი მასშტაბის, ასეთი მრავალმხრივი ამოცანების გადაწყვეტას და ყველგან ისეთი კვალის დატოვებას, დღემდე რომ არ გახუნებულა. მისი სპორტული ინტერესები  მრავალ სახეობას მოიცავდა: ალპინიზმი, ტანვარჯიში, ციგურაობა, ველოსპორტი, ჭადრაკი, ნიჩბოსნობა... სწორედ ნიჩბოსნობაში დაგვიტოვა მან თავისი ცხოვრების კიდევ ერთი გამოცანა, რომელიც ამავე დროს თანამედროვე ოლიმპიური მოძრაობის უძველესი თავსატეხია და რომელიც ამ წიგნის ავტორმა ძალზე ორიგინალურად ამოხსნა, რითაც საფუძველი მოგვცა განვაცხადოთ: ქართველთათვის ოლიმპიური ისტორია 1900 წლიდან იწყება!
    11.95
    გუშინ
    ავტორი: შოთა არველაძე გამომცმელობა: არტანუჯი „გუშინ“ – ასე დაასათაურა ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირმა განვლილი კარიერის შემაჯამებელი წიგნი, რომელიც არამხოლოდ საკუთარი, არამედ მისი თაობის და ეროვნული ნაკრების პირველ ნაბიჯებს, 90-იანი წლების ნამდვილ ამბებს და დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, ქვეყნის ცნობადობის გაზრდაში ქართული ფეხბურთის მნიშვნელოვან როლს წარმოაჩენს. „გუშინ“ –საქართველოს ეროვნული ნაკრების საუკეთესო ბომბარდირის, შოთა არველაძეს ავტობიოგრაფიული წიგნია, რომელიც არამხოლოდ საკუთარი, არამედ მისი თაობის და ეროვნული ნაკრების პირველ ნაბიჯებს, 90-იანი წლების ნამდვილ ამბებს და დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, ქვეყნის ცნობადობის გაზრდაში ქართული ფეხბურთის მნიშვნელოვან როლს წარმოაჩენს.  
    15
    დავით ყიფიანი
    ავტორი: გიორგი გორგოძე სერია: ლეგენდები ეს წიგნი დათო ყიფიანის მიერ ჩვენთვის ნაჩუქარი უამრავი სიხარულისა და დღესასწაულის ვალის მცირე ნაწილის უკან დაბრუნების მცდელობაა.    სწორედ „დღესასწაულის წადილი“ არ ასვენებდა დათო ყიფიანის მაძიებელ სულს, დღესასწაულის მოწყობა სურდა გარშემო მყოფთათვის და, ამ მხრივ, ბადალი არ ჰყავდა.    ჯერომ სელინჯერის სიტყვებს გავიხსენებ: „სიკვდილის გამო, ხომ არ გადაიყვარებ ადამიანს? მით უმეტეს, ცოცხლებზე ათასჯერ უკეთესი თუა...“ 
    11.95
    დავით წერედიანი 85 ამბავი
    სერიის 63-ე წიგნი შეადგინეს მელანო კობახიძემ, მანანა ღარიბაშვილმა და ზვიად კვარაცხელიამ.   დავით წერედიანს მკითხველი იცნობს, როგორც აღიარებული შედევრების ბრწყინვალე მთარგმნელს, გენიალურ პოეტს, უზადო ლიტერატორსა და კრიტიკოსს, რომელსაც ქართული კულტურის განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი აქვს შეტანილი. ამ გამოცემაში კი გაიცნობთ მის პიროვნებას, რომელიც შემოქმედებასთან დაშორებული არასდროს ყოფილა.   ახლო მეგობრების, თანამშრომლების, ოჯახის წევრების, მასზე შეყვარებული ახალი თაობისა თუ მის გვერდით სხვადასხვა დროსა და გარემოებაში მოხვედრილი ადამიანების მოგონებებთან ერთად წიგნში პირველად იბეჭდება დავით წერედიანის აქამდე გამოუქვეყნებელი ბავშვობისდროინდელი ლექსი.    გამოცემაში შესული ამბების ავტორები: მანანა ღარიბაშვილი, მაიკო წერედიანი, ზვიად კვარაცხელია, როსტომ ჩხეიძე, გიორგი ლობჟანიძე, ზურაბ კიკნაძე, თეიმურაზ დოიაშვილი, რაიან  შერმენი, ვახტანგ ჯავახაძე, ივანე ამირხანაშვილი, ლევან ბრეგაძე, ბესიკ ხარანაული, პაატა ჩხეიძე,  ლელა დუმბაძე, ანი კოპალიანი,  თამარ ჯავახიშვილი, რატი ამაღლობელი, თამაზ ვასაძე,  მალხაზ ხარბედია, თამაზ ჯოლოგუა,  გუგა მგელაძე, ლეილა ქარჩხაძე, რისმაგ გორდეზიანი, თინათინ მამულაშვილი, ლელა შუბითიძე, ნათია სიხარულიძე, ლია ლორია,  ლია სტურუა, რუსუდან ჩოლოყაშვილი,  სოსო მეშველიანი, შოთა იათაშვილი, მანანა ფხაკაძე, მანანა მენაბდე, მარიამო ჯანელიძე, ნანა ტონია, ვალერი ასათიანი,  თამარ მიქაძე,  რუსუდან ღვინეფაძე, შარლოტა კვანტალიანი, გიორგი ხულორდავა,  ლალი გულისაშვილი,  მაკა ჯოხაძე, ემზარ კვიტაიშვილი, მანანა კვაჭანტირაძე, ნინო დარბაისელი, ჟაკლინ სირაძე, გიორგი კახიშვილი.
    16.95
    სიახლე
    დელ პიერო
    ავტოღი : გიორგი ჭეიშვილი სერია: ლეგენდები „არაფერია იმაზე დიდებული, ვიდრე ის, რაც ამ 19 წლის განმავლობაში მაჩუქეთ. მიხარია, რომ მიღიმოდით, მქომაგობდით, ტიროდით, მღეროდით, ყვიროდით ჩემთვის და ჩემთან ერთად.    არც ერთი ფერი იქნება ჩემთვის იმაზე ნათელი, ვიდრე შავი და თეთრი. თქვენ ოცნება ამიხდინეთ. და რაც დღეს ყველაზე მეტად მინდა, ისაა, რომ მადლობა გადაგიხადოთ. მუდამ თქვენს გვერდით, ალესანდრო“.    ამ სიტყვებით დაემშვიდობა იტალიური ფეხბურთისა და ტურინის „იუვენტუსის“ ლეგენდა ალესანდრო დელ პიერო გულშემატკივარს, ასე დასრულდა Storia Di Un Grande Amore, ანუ დიდი სიყვარულის ისტორია მიუხედავად იმისა, რომ „ნამდვილი ჯენტლმენი არასდროს ტოვებს თავის ქალბატონს“.
    11.95
    დიმიტრი ყიფიანი - 131 ამბავი #20
    შემდგენელი: თამაზ ჯოლოგუა სერია: თან საკითხავი დიმიტრი ყიფიანის მკვლელობა რუსეთში, ცხედრის სამშობლოში ჩამოსვენება და დაკრძალვა საპროტესტო მანიფესტაციაში გადაიზარდა. „იმ მოხუცის წყალობით, მთაწმინდაზე რომ მიწას აბარია, გამოვერკვიეთ ძილისა და ბურანისაგან...“ (არჩილ ჯორჯაძე). „ძილისა და ბურანისაგან“ გამორკვევიდან 131 წელია გასული. ამითაა განსაზღვრული წიგნში შესულ „ამბავთა“ რაოდენობა. ისინი მემუარებიდან არის ამოკრებილი. მოგონებათა ავტორები (ი. ჭავჭავაძე, აკ. წერეთელი, ი. გოგებაშვილი, ექ. თაყაიშვილი, ვ. გუნია...) წარმოაჩენენ დ. ყიფიანს როგორც საზოგადოებრივ ასპარეზზე, ისე ყოველდღიურობაში. „ამბები“ დალაგებულია ქრონოლოგიური პრინციპით, რაც მკითხველს საშუალებას მისცემს თვალი გაადევნოს დ. ყიფიანის ცხოვრებას ბავშვობიდან მოწამებრივ აღსასრულამდე.
    11.7
    სიახლე
    ვიქტორ სანეევი
    ავტორი:პაატა ნაცვლიშვილი სერია: ლეგენდები
    11.95
    ზელენსკი უგრიმოდ
    ავტორი: სერგი რუდენკო   ცნობილი პუბლიცისტისა და ჟურნალისტის,სერგი რუდენკოს წიგნი „ზელენსკი უგრიმოდ“ უკრაინის პრეზიდენტის პირველი და ჯერჯერობით ერთადერთი პოლიტიკური ბიოგრაფიაა.წიგნის ავტორი უაღრესად საინტერესოდ,გულახდილად გვიყვება ხელისუფლების სათავეში პოლიტიკისგან თითქოს შორს მდგომი ადამიანის მოსვლის ამბავს,მოგვითხრობს არა მხოლოდ ზელენსკის 2019 წლის ტრიუმფზე,არამედ მის არაერთ მარცხზეც.ეს არის ამბავი ადამიანისა,რომელიც ყოველგვარი სათანადო გამოცდილებისა და შესაბამისი ცოდნის გარეშე,უკრაინელებს ქვეყნის შეცვლას დაჰპირდა.
    29
    ზღვარს მიღმა (ჩემი ამბავი)
    ავტორი: ლუის სუარესი მთარგმნელი: სოფიო ჯობავა  წიგნში "ზღვარს მიღმა" ლუის სუარესი გულწრფელად საუბრობს მისი დამაინტრიგებელი კარიერის, ყოვლად გამოუსადეგარი ქუჩის ბიჭობიდან დიდ სცენაზე მოთამაშე ფეხბურთელად ჩამოყალიბებისა და იმ შეგრძნების შესახებ, რაც თითქოს აიძულებს, რომ ნიშნულს გადააბიჯოს.
    20
    თამაზ ჭილაძე - 55 ამბავი #31
    სერია: თან საკითხავი ამ წიგნში თამაზ ჭილაძის თანამედროვეები – მწერლები, მსახიობები, ჟურნალისტები, მისი მეგობრები თუ მასთან სხვადასხვა დროს, სხვადასხვა გარემოებაში მოხვედრილი ადამიანები ჰყვებიან მრავალმხრივ საინტერესო და გამორჩეული პიროვნების შესახებ. თამაზ ჭილაძემ განსაკუთრებული წვლილი შეიტანა თანამედროვე ქართულ კულტურაში როგორც მწერალმა, დრამატურგმა, არაერთი საეტაპო მნიშვნელობის ლიტერატურული მონოგრაფიისა და წერილის ავტორმა, თეატრის თეორეტიკოსმა, უმნიშვნელოვანესი სახელოვნებო და ლიტერატურული გამოცემების რედაქტორმა, მწერალთა/დრამატურგთა თაობების აღმზრდელმა და მასწავლებელმა. თამაზ ჭილაძე ერიდებოდა საჯაროობას – თავისი ცხოვრებისა და პროფესიული ამბების გამოქვეყნებას. დღეიდან ეს ბიოგრაფიული დეტალები, ის ამბები, რაც კერძო საუბრებად რჩებოდა და ხშირად ადრესატამდე (მთავარ პერსონაჟამდე) ვერაღწევდა, უკვე ხელმისაწვდომია მკითხველისთვის.
    11.7